შუაწყლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუაწყლის ეკლესია (თურქ. Şuatzkali Kilisesi) — ქართული ეკლესია ისტორიული სამცხის რეგიონში, არტაანის პროვინციის პოსოფის რაიონში, თურქეთი. ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილას ააგეს გიონიულაჩანის მეჩეთი.[1]

სოფელი შუაწყალი იყო ქართული დასახლება, რომელიც ოსმალებმა XVI საუკუნის შუა ხანებში დაიპყრეს. სოფელ შუაწყალის მოსახლეობა 1595 წლის ოსმალეთის საკადასტრო რეესტრის, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, შედგებოდა 9 კომლისაგან.[2] შუაწყალის ეკლესია მდებარეობდა დღევანდელი სოფლის დასახლების ჩრდილოეთ ნაწილში. სოფლის მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეკლესიის სტრუქტურა 1910 წლამდე შემორჩა. ამ დროს ეკლესია დაანგრიეს და მისი ქვებით აშენდა შუაწყლის მეჩეთი. ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოც იყო.[1]

მეჩეთის კედლის წყობაში გამოყენებულია ეკლესიის ქვები, რომელზედაც ქართული წარწერაა ასომთავრული ასოებით. წარწერა ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე პაპი.“

წარწერა განეკუთვნება XV-XVI საუკუნეებს და ეკლესიის აშენებასაც ამ პერიოდში ვარაუდობენ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]