შინაარსზე გადასვლა

ნატალი პორტმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალი პორტმანი
დაბადების სახელი ნატალი ჰერშლაგი
(ებრ. נטלי הרשלג)
დაბადების თარიღი 9 ივნისი, 1981 (1981-06-09) (44 წლის)
იერუსალიმი, ისრაელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1994 - დღემდე
მეუღლე(ები) ბენჟამენ მილპიე (2012)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

2010 — შავი გედი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში
2010 — შავი გედი
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

2004 — სიახლოვე
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი

2010 — შავი გედი

ნატალი პორტმანი (ებრ. נטלי פורטמן, დაბადების სახელი ნატალი ჰერშლაგი; დ. 9 ივნისი, 1981) — ამერიკელი ებრაელი მსახიობი.

ნატალი პორტმანი დაიბადა იერუსალიმში, ისრაელი.[1][2] მამამისი, ავნერ ჰერშლაგი ებრაელი ექიმია,[3][4] დედამისი, ამერიკელი შელი სტივენსი კი ახლა მის აგენტად მუშაობს.[3] დედის მხრიდან მისი წინაპრები იყვნენ ებრაელი ემიგრანტები ავსტრიიდან და რუსეთიდან, მამის მხრიდან კი ემიგრანტები პოლონეთიდან და რუმინეთიდან. მამის მხრიდან ნატალის პაპა, ვისი მშობლებიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ, იყო პროფესორი ეკონომიკურ კათედრაზე ისრაელსი და მისი რუმინელი დიდი ბებია კი მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთისთვის მომუშვე ჯაშუში.[5][6]

მისი დებიუტი შედგა 1994 წელს ფრანგულ ფილმ „ლეონში“, სადაც მსახიობი განასახიერებს ობოლ ბავშვს. 1990–იან წლებში მას წილად ხვდა მთავარი როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ლამაზი გოგონები“ და „ყველგან, მაგრამ არა აქ“. შემდეგ კი შეასრულა პადმე ამიდალას როლი „ვარსკვლავური ომების“ ახალ ტრილოგიაში. 1999 წელს მან ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 2003 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი.

2001 წელს პორტმანმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის სახალხო თეატრის სპექტაკლში „თოლია“ მერილ სტრიპთან, კევინ კლაინთან და ფილიპ სეიმორ ჰოფმანთან ერთად. 2005 წელს ის ნომინირებული იყო ოსკარზე და მოიგო ოქროს გლობუსი ფილმში „სიახლოვე“ განსახიერებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. მან გადაიპარსა თავი და ისწავლა ბრიტანული აქცენტით საუბარი ფილმისთვის „V ანუ ვენდეტა“ (2006), რისთვისაც მან დაიმსახურა Constellation Award for Best Female Performance და Saturn Award for Best Actress. მან ითამაშა ისტორიულ დრამებში „გოიას ლანდები“ (2006) და „კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან“ (2008). 2008 წლის მაისში ის გახდა კანის კინოფესტივალის ჟიურის ყველაზე ახალგაზრდა წევრი რიგით 61-ე დაჯილდოებაზე.[7] პორტმანის სარეჟისორო დებიუტმა, „ივი“, გახსნა ვენეციის კინოფესტივალის 65-ე დაჯილდოების მოკლემეტრაჟიან ფილმთა კონკურსი.[8]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1994 ლეონი: პროფესიონალი Léon: The Professionalმატილდა
1994 განვითარება Developing ნინა
1995 შერკინება Heatლორენ გუსტაფსონი
1996 ლამაზი გოგონები Beautiful Girlsმარტი
1996 ყველა ამბობს, რომ მე შენ მიყვარხარ Everyone Says I Love Youლორა დენდრიჯი
1996 მარსი გვიტევს! Mars Attacks!ტეფი დეილი
1999 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე Star Wars Episode I: The Phantom Menaceპადმე ამიდალა
1999 ყველგან, მაგრამ არა აქ Anywhere but Hereენ ოგუსტი
2000 იქ, სადაც გულია Where the Heart Is ნოვალი ნეიშენი
2001 ზულენდერი Zoolander კამეო
2002 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა Star Wars Episode II: Attack of the Clonesპადმე ამიდალა
2003 ცივი მთა Cold Mountainსარა
2004 ბაღების ქვეყანა Garden Stateსამანტა
2004 სიახლოვე Closerელის აირესი/ჯეინ ჯონსი
2005 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება Star Wars Episode III: Revenge of the Sithპადმე ამიდალა
2005 თავისუფალი ზონა Free Zoneრებეკა
2006 V ანუ ვენდეტა V for Vendettaივი ჰემონდი
2006 პარიზო, მე შენ მიყვარხარ Paris, je t'aimeფრენსისი
2006 გოიას ლანდები Goya's Ghostsინეს ბილბატუა & ალისია
2007 ჩემი მოცვისფერი ღამეები My Blueberry Nightsლესლი
2007 მატარებელი დარჯილინგზე The Darjeeling Limitedჯეკის ყოფილი შეყვარებული
2007 სასტუმრო შევალიე Hotel Chevalierrჯეკის ყოფილი შეყვარებული
2007 მისტერ მაგორიუმის ჯადოსნური მაღაზია Mr. Magorium's Wonder Emporiumმოლი მეიონი
2008 კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან The Other Boleyn Girlანა ბოლეინი
2008 სიყვარული და სხვა გარემოებები The Other Womanემილია გრინლიფი
2008 ნიუ-იორკო, მე შენ მიყვარხარ New York, I Love Youრიფკა
2008 ძმები Brothersგრეის კეჰილი
2010 ჰეშერი Hesherნიკოლი
2010 შავი გედი Black Swanნინა საიერსი
2011 მეტი ვიდრე სექსი No Strings Attachedემა ფრანკლინი
2011 თქვენო უმაღლესობავ Your Highnessისაბელი
2011 თორი Thorჯეინ ფოსტერი
2015 თასების რაინდი Knight of Cupsელიზაბეთი
წელი სპექტაკლი როლი შენიშვნები
1994 შეუბრალებელი!!
1997 ანა ფრანკის დღიური ანა ფრანკი
2001 თოლია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Michael Kane (2006-03-19). „Portman Bold ... and Bald ... in 'V for Vendetta'. FOX News. ციტირების თარიღი: 2007-10-18.
  2. „A 'Garden State' Of Mind“. CBS News. 2004-07-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2007-10-18.
  3. 1 2 Starwars.com. Natalie Portman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-01. ციტირების თარიღი: 2006-05-08.
  4. Carle, Chris. (July 15, 2005) Comic-Con 2005: IGN Interviews Natalie Portman. IGN.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-30. ციტირების თარიღი: 2006-06-22.
  5. Chris Heath. „The Private Life of Natalie Portman“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-20. ციტირების თარიღი: 2006-05-11.
  6. Ethan White. "Natalie Portman-The Shy Superstar". Scholastic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-10. ციტირების თარიღი: 2010-12-30.
  7. „Natalie Portman in Cannes“. Bauer-Griffin. 2008-05-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-02. ციტირების თარიღი: 2010-12-27.
  8. Vivarelli, Nick (2008-08-13). „Rappoport to host Venice Fest — will screen Coen's 'Burn After Reading'. Variety.