შინაარსზე გადასვლა

კეიტ უინსლეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეიტ უინსლეტი
დაბადების სახელი კეიტ ელიზაბეთ უინსლეტი
დაბადების თარიღი 5 ოქტომბერი, 1975 (1975-10-05) (51 წლის)
რედინგი, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[1] [2]
ალმა-მატერი Redroofs Theatre School[3]
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1991–დღემდე
მეუღლე(ები) ჯიმ თრიპლტონი (1998–2001)
სემ მენდესი (2003–2010)
პარტნიორ(ებ)ი Stephen Tredre
შვილ(ებ)ი Joe Anders[4] , Mia Threapleton[4] და Bear Blaze Winslet[4]
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
გრძნობა და გონება (1995)
საუკეთესო მსახიობი ქალი

მკითხველი (2008)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში
რევოლუციური გზა (2008)
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
მკითხველი (2008)

სტივ ჯობსი (2015)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

მკითხველი (2008)

კეიტ ელიზაბეთ უინსლეტი (ინგლ. Kate Elizabeth Winslet; დ. 5 ოქტომბერი 1975) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი ინგლისელი მსახიობი. სხვადასხვა დროს 6-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე. გაიმარჯვა მხოლოდ ერთხელ ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი შესრულებული როლისთვის ფილმში „მკითხველი“. დაჯილდოებულია კინომსახიობთა გილდიის, ბრიტანული კინოაკადემიის, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის პრემიებით; აგრეთვე 2-ჯერ იყო ნომინირებული ემის პრემიაზე და 3-ჯერ ოქროს გლობუსზე.

უინსლეტი პატარა ასაკიდანვე დაეუფლა დრამას. კარიერა დაიწყო 1991 წელს ერთ-ერთ ბრიტანულ ტელესერიალში. კინოდებიუტი შედგა 1994 წელს ფილმში „ზეციური არსებები“, რის შემდეგ კინოკრიტიკოსებმა უინსლეტის შემოქმედება დადებითად შეაფასეს. შემდეგ იყო ფილმები „გრძნობა და გონება“ და „ტიტანიკი“. ეს უკანასკნელი იქცა უინსლეტის კარიერაში ყველაზე უხვშემოსავლიან კინოდ.

2000 წლიდან მოყოლებული უინსლეტის კინოშემოქმედებას კინოკრიტიკოსები მაღალ შეფასებას აძლევენ. ამ პერიოდში აღსანიშნავია შესრულებული როლები ფილმებში: „მარკიზ დე სადის კალამი“ (2000), „აირისი“ (2001), „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“ (2004), „ჯადოსნური ქვეყანა“ (2004), „პატარა ბავშვები“ (2006), „მკითხველი“ (2008), „რევოლუციური გზა“ (2008). უკანასკნელ ფილმში შესრულებული როლის შემდეგ New York Magazine-ის ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა დევიდ ედელშტეინმა აღნიშნა:

ვიკიციტატა
„კეიტ უინსლეტი არის მისივე თაობის ინგლისურ ენაზე მოსაუბრე საუკეთესო მსახიობი.“

კომერციული თვალსაზრისით უინსლეტის წარმატებული ნამუშევრებია რომანტიკული კომედია „შვებულება გადაცვლით“ და ანიმაციური ფილმი „ჩარეცხილი“ (ორივე 2006). ამ უკანასკნელში ახმოვანებს ერთ-ერთ პერსონაჟს.

კეიტ უინსლეტი დაიბადა 1975 წლის 5 ოქტომბერს ქალაქ რედინგში, მამამისის საცურაო აუზების კონტრაქტორის როჯერ უინსლეტისა და დედამისის მე­ბუ­ფე­ტეს სალი ბრიჯესის ოჯახში. ჰყავს ორი და და ერთი ძმა. ბებიამისი და ბაბუამისი დედის ხაზით, შესაბამისად ლინდა და არჩიბალდ ოლივერ ბრიჯესი იყვნენ რეპერტუარული თეატრის დამფუძნებლები და მმართველები. კეიტის უფროსი და ანა და უმცროსი და ბეთი აგრეთვე მსახიობები არიან. ჰყავს უმცროსი ძმა.

კეიტ უინსლეტმა 11 წლის ასაკში რედრუფის სკოლის თეატრში დაიწყო დრამის შესწავლა. ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა სატელევიზიო რეკლამაში. როგორც მსახიობმა კარიერა დაიწყო 1991 წელს, როდესაც მიიღო როლი ერთ-ერთ სატელევიზიო სერიალში. 1990-იანი წლების დასაწყისში პარალელურად გამოდიოდა თეატრშიც. უინსლეტის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა კინემატოგრაფში მოხდა 1994 წელს პიტერ ჯექსონის ფილმში „ზეციური ქმნილებები“. 1996 წელს მან მონაწილეობა მიიღო მაიკლ უინტერბოტომის ფილმში „ჯუდი“, რომელიც თომას ჰარდი რომანზე იყო დაფუძნებული. ვიქტორიანული ეპოქის შესახებ გადაღებულ ამ ფილმში უინსლეტმა შეასრულა როლი სიუ ბრაიდჰედის, სუფრაჟისტული მისწრაფებების ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც მისი ბიძაშვილი შეუყვარდება. კრიტიკის მიერ მოწონებულკი ფილმი კომერციულად ჩავარდა, მოიგო რა მხოლოდ 2 მილიონი აშშ დოლარი.[5][6] უინსლეტის შესრულება დადებითად შეაფასეს[7]

სხვადასხვა დროს მოუწია თამაში ფილმებში: „ტიტანიკი“, „მარკიზ დე სადის კალამი“, „დევიდ გეილის ცხოვრება“, „ჯადოსნური ქვეყანა“, „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“, „მეფის მთელი მხედრიონი“, „მკითხველი“ და სხვ. ოსკარი მიენიჭა შესრულებული როლისთვის ფილმში „მკითხველი“. მოიპოვა 3 ოქროს გლობუსი და 2 ბაფტა, აგრეთვე გრემისა და ემის პრემია. ოსკარის პრემიაზე საერთო ჯამში 6-ჯერ იყო ნომინირებული.

სერიალ „ბნელი სეზონის“-ს გადაღებებზე გაიცნო მსახიობი სტივენ ტრედრი, რომელთანაც დაახლოებით 4 წელი ჰქონდა ურთიერთობა.[8] წყვილი ერთმანეთს 1995 წელს დაშორდა, თუმცა ურთიერთობა შეინარჩუნეს.[9] ფილმ „ტიტანიკის“ გადაღებებზე გაიცნო ლეონარდო დიკაპრიო, რომელთანაც დღემდე ახლო მეგობრობა აკავშირებს.[10] 1998 წლის 22 ნოემბერს უინსლეტი დაქორწინდა ჯიმ თრიპლეტონზე, რომლებმაც ერთმანეთი გაიცნეს 1997 წელს ფილმ „ექსპრესი მარაკეშში“ გადაღებებზე.[11][12] 2000 წლის 12 ოქტომბერს შვილი შეეძინათ. 2001 წლის 13 დეკემბერს წვილი ერთმანეთს დაშორდა. შემდეგ წლებში უინსლეტს ურთიერთობა ჰქონდა რეჟისორ სემ მენდესთან. ისინი დაქორწინდნენ 2003 წლის 24 მაისს.[11] 2003 წლის 22 დეკემბერს წყვილს შვილი შეეძინა.[11]

2010 წლის მარტში უინსლეტმა და მენდესმა გაყრის შესახებ განცხადება გააკეთეს.[13] დღეისათვის განქორწინებულები არიან.[14][15][16][17]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991 ს ბნელი სეზონი Dark Seasonრიტა
1992 ს უკან მიღება Get Back ელეანორი
1994ფ ზეციური ქმნილებები Heavenly Creatures ჯულიეტი
1995ფ პირველი რაინდი მეფე ართურის კარზე A Kid in King Arthur's Court პრინცესა სარა
1995ფ გრძნობა და გონება Sense and Sensibility მარიანა
1996ფ ჯუდი Judeსიუ
1996ფ ჰამლეტი Hamletოფელია
1997ფ ტიტანიკი Titanicროუზი
1998ფ ექსპრესი მარაკეშში Hideous Kinkyჯულია
1999ფ ჰარი ფერიების ქვეყანაში Faeriesბრიჯიტი
1999ფ წმინდა კვამლი Holy Smoke!რუთ ბარონი
2000ფ მარკიზ დე სადის კალამი Quillsმედი
2001ფ ენიგმა Enigmaესტერი
2001ფ საშობაო ამბავი Christmas Carol: The Movieბელი
2001ფ აირისი Irisაირის მერდოკი
2003ფ დევიდ გეილის ცხოვრება The Life of David Galeბიტსი
2004ფ ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება Eternal Sunshine of the Spotless Mindკლემენტინა
2004ფ ჯადოსნური ქვეყანა Finding Neverlandსილვია
2005ფ სიყვარული და სიგარეტები Romance & Cigarettesტულა
2006ფ მეფის მთელი მხედრიონი All the King's Menენ სტენტონი
2006ფ პატარა ბავშვები Little Childrenსარა
2006ფ ჩარეცხილი Flushed Awayრიტა
2006ფ შვებულება გადაცვლით The Holidayაირისი
2006ფ წყალქვეშა სამყაროს საიდუმლოები Deep Sea 3Dმთხრობელი
2008ფ გოგონა და მელა The Fox and the Childმთხრობელი
2008ფ მკითხველი The Readerჰანა
2008ფ რევოლუციური გზა Revolutionary Roadეიპრილი
2011 ს მილდრედ პირსი Mildred Pierceმილდრედ პირსი
2011ფ ინფიცირება Contagionერინ მირსი
2011ფ ჟლეტა Carnageნენსი
2014ფ შრომის დღე Labor Dayადელ უილერი
2015ფ სტივ ჯობსი Steve Jobsჯოანა ჰოფმანი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ↑ Kate Winslet — 2002.
  2. ↑ Isabelle Huppert and Her Daughter Meet on Screen at Cannes
  3. ↑ Redroofs Theatre School Alumni
  4. 1 2 3 Lundy D. R. The Peerage
  5. ↑ Jude (1996). Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 4 February 2009.
  6. ↑ Jude — Box Office Data. The Numbers (9 August 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 4 February 2009.
  7. ↑ Corliss, Richard (28 October 1996). „Grim Rapture“. Time magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 4 February 2008.
  8. ↑ Reid, Vickie (15 January 1999). „Waving, not drowning“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 30 November 2009.
  9. ↑ Moreton, Cole (12 September 1999). „Film world acclaims writer's final act“. The Independent. ციტირების თარიღი: 14 April 2011.
  10. ↑ Smith, Krista. (December 2008) Isn’t She Deneuvely?. Vanity Fair. ციტირების თარიღი: 30 November 2009.
  11. 1 2 3 Kate Winslet Biography. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 30 November 2009.
  12. ↑ Cadwalladr, Carole (19 August 2007). „Life after Kate: a happier ending“. The Guardian. ციტირების თარიღი: 14 April 2011.
  13. ↑ „Kate Winslet and Sam Mendes split“. BBC. 15 March 2010. ციტირების თარიღი: 15 March 2010.
  14. ↑ Ashley Reich. Kate Winslet Opens Up About Divorce From Sam Mendes In British Vogue. Huffington Post. First Posted: 3/8/11. Updated: 25 May 2011
  15. ↑ Ben Todd. 'It's fine... we're grown-ups at the end of the day': Kate Winslet opens up on her divorce from Sam Mendes in new photoshoot. Mail Online. 4 October 2011
  16. ↑ Harper's Bazaar (UK), November 2011
  17. ↑ Miranda Bryant. Kate Winslet: I am soldiering on after divorce. დაარქივებული 2012-01-05 საიტზე Wayback Machine. London Evening Standard. 3 Oct 2011