შინაარსზე გადასვლა

ინგრიდ ბერგმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერგმანი.
ინგრიდ ბერგმანი
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1915
სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდაცვალების თარიღი 29 აგვისტო, 1982
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1932-1982
მეუღლე(ები) პეტერ არონ ლინდსტორმი (1937–1950)
რობერტო როსელინი (1950–1957)
ლარს შმიდტი (1958-1975)

ინგრიდ ბერგმანი (შვედ. Ingrid Bergman; დ. 29 აგვისტო, 1915 — გ. 29 აგვისტო, 1982) — შვედი მსახიობი. ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის ორგზის ლაურეატი, ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი.

ბერგმანი აღმერთებდა იტალიელი რეჟისორის რობერტო როსელინის ფილმებს. 1949 წელს მან მისწერა წერილი როსელინის, გამოხატა მისი აღფრთოვანება და შესთავაზა თანამშრომლობა. ასე აღმოჩნდა ბერგმანი ფილმში „სტრომბოლი, ღმერთის მიწა“. გადაღებებისას როსელინისა და ბერგმანს ერთმანეთი შეუყვარდათ, ბერგმანი დაფეხმძიმდა და წყვილს 1950 წლის 2 თებერვალს ეყოლა შვილი რენატო როსელინი[1]:18 ამ ურთიერთობამ სკანდალი გამოიწვია აშშ-ში. ბერგმანი დაშორდა მეუღლეს, გაემგზავრა იტალიაში და 1950 წლის 24 მაისს დაქორწინდა როსელინიზე. გარდა რენატოსი, მათ ეყოლათ ტყუპი ქალიშვილი.

1949-1955 წლებში როსელინიმ ბერგმანი გადაიღო ხუთ ნეორეალისტურ ფილმში და ერთი დოკუმენტური ფილმის ეპიზოდში. ნეორეალისტურ ფილმებში ძირითადად არაპროფესიონალ მსახიობებს იყენებდნენ, ამიტომ ბერგმანის გამოჩენამ კრიტიკა გამოიწვია.

როსელინისთან განშორების შემდეგ 1956 წელს ფილმში „ანასტასია“ შესრულებული ანასტასია რომანოვას როლით ბერგმანი ტრიუმფალურად დაბრუნდა ამერიკის კინოეკრანებზე. ამ როლისთვის მან დაიმსახურა ოსკარის რიგით მეორე და ოქროს გლობუსის მესამე ჯილდო მთავარი როლისთვის.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1941 დოქტორი ჯეკილი და მისტერ ჰაიდი Dr. Jekyll and Mr. Hydeივი პეტერსონი
1942 კასაბლანკა Casablancaილზა ლუნდი
1943 ვის უხმობს ზარი For Whom the Bell Tollsმარია
1944 აირის ნათება Gaslightპაულა ანტონი
1945 წმინდა მარიას ზარები The Bells of St. Mary'sდა მარი ბენედიქტი
1945 მონუსხული Spellbound კონსტანს პეტერსენი
1946 ფუჭი დიდება Notoriousალისა ჰუბერმანი
1948 ტრიუმფალური თაღი Arch of Triumphჟოან მადუ
1948 ზოდიაქოს ნიშანი თხის რქა Under Capricornლედი ჰენრიეტა ფლასკი
1948 ჟანა დ'არკი Joan of Arcჟანა დ'არკი
1950 სტრომბოლი, ღმერთის მიწა Stromboli კარინი
1951 ევროპა 51 Europa '51ირენ ჟირარდი
1953 ჩვენ, ქალები Siamo donneსაკუთარი თავი
1956 ანასტასია Anastasiaანასტასია რომანოვა
1958 სასტუმრო მეექვსე ბედნიერება The Inn of the Sixth Happinessგლედის აილვარდი
1961 გიყვართ ბრამსი? Aimez-vous Brahms?პოლა ტისიე
1972 ჩურჩული და ყვირილი Viskningar och ropმაყურებელი
1974 მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში Murder on the Orient Expressგრეტა ოლსონი
1978 შემოდგომის სონატა Autumn Sonataშარლოტ ანდერგასტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Bondanella, Peter E. The Films of Robert Rossellini, Cambridge University Press (1993)