შინაარსზე გადასვლა

კეიტ ჰადსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Kate Hudson
დაბადების სახელი კეიტ გერი ჰადსონი
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1979 (1979-04-19) (47 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი Crossroads School for Arts & Sciences
საქმიანობა მსახიობი, მწერალი, ბიზნესმენი
აქტიური 1996–დღემდე
მეუღლე(ები) კრის რობინსონი (იქ. 2000; განქ. 2007)
პარტნიორ(ებ)ი მეთიუ ბელამი, Danny Fujikawa[1] , Alex Rodriguez და ოუენ უილსონი
შვილ(ებ)ი Ryder Robinson და Rani Fujikawa
მშობლები მამა: ბილ ჰადსონი
დედა: გოლდი ჰოუნი

კეიტ გერი ჰადსონი (ინგლ. Kate Garry Hudson; დ. 19 აპრილი, 1979)[2]ამერიკელი მსახიობი, მწერალი და ბიზნესმენი.

დაიბადა 1979 წლის 19 აპრილს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში, ოსკარის მფლობელი მსახიობის, გოლდი ჰონისა და მომღერალ ბილი ჰადსონის ოჯახში.[2] 18 თვის იყო იგი, როდესაც დედ-მამა ერთმანეთს გაეყარნენ. კეიტი და მისი უფროსი ძმა, ოლივერ ჰადსონი დედამ და მისმა მეგობარმა მამაკაცმა მსახიობმა, კურტ რასელმა გაზარდეს.[3]

1997 წელს ჰადსონმა დაამთავრა კროსროუდის კოლეჯი, თუმცა მან ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლას სამსახიობო კარიერა არჩია.[3]

მისი დებიუტი კინოში შედგა 1998 წელს, დრამატულ ფილმში „Desert Blue“. სახელი გაითქვა ფილმით „თითქმის ცნობილი“ (2000), რისთვისაც მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. მისი სხვა ცნობილი ფილმებია: „როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“ (2003), „მოდური დედიკო“ (2004), „სხვენის გასაღები“ (2005), „მე, შენ და დიუპრე“ (2006), „სულელების ოქრო“ (2008), „პატარძლების ომი“ (2009), „ცხრა“ (2009), „დიფვოთერ ჰორიზონი“ (2016), „დედის დღე“ (2016) და „მარშალი“ (2017).

2013 წელს ჰადსონმა, რამდენიმე ადამიანთან ერთად დააარსა კომპანია Fabletics, რომელიც დაკავებულია ქალის სპორტული სამოსის გაყიდვებით.[4][5]2016 წელს გამოსცა პირველი წიგნი „Pretty Happy: Healthy Ways to Love Your Body“,[6] ხოლო 2017 წელს მეორე წიგნი — „Pretty Fun: Creating and Celebrating a Lifetime of Tradition“.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1997 ჩვენ ხუთნი Party of Fiveკორი
1997 EZ Streetsლორეინ კეჰილი
1998Desert Blueსკაი დეივიდსონი
1999200 სიგარეტი200 Cigarettesსინდი
2000დოქტორი T და მისი ქალებიDr. T & the Womenდი დი ტრევისი
2000თითქმის ცნობილიAlmost Famousპენი ლეინი
2000ჭორიGossipნაომი პრესტონი
2000ადამის შესახებAbout Adamლუსი ოუენსი
2001The Cutting Roomკრისი კემპბელი
2002ოთხი ბუმბულიThe Four Feathersეთნა იუსტასი
2003გაყრაLe Divorceიზაბელ უოლკერი
2003ალექსი და ემაAlex & Emmaემა
2003როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეშიHow to Lose a Guy in 10 Daysენდი ანდერსონი
2004მოდური დედიკოRaising Helenჰელენ ჰარისი
2005სხვენის გასაღებიThe Skeleton Keyკეროლაინ ელისი
2006მე, შენ და დიუპრეYou, Me and Dupreeმოლი პიტერსონი
2008სულელების ოქროFool's Goldტეს ფინინგამი
2008საუკეთესო მეგობრის შეყვარებულიMy Best Friend's Girlალექსი
2009პატარძლების ომიBride Warsლივ ლერნერი
2009ცხრაNineსტეფანი
2010მკვლელი ჩემშიThe Killer Inside Meემი სტენტონი
2011სამოთხის ნაწილიA Little Bit of Heavenმარლი კორბეტი
2011საქმრო ქირითSomething Borrowedდარსი
2012–2013 კლუბი Gleeკასანდრა ჯული
2013უნებლიე ფუნდამენტალისტიThe Reluctant Fundamentalistერიკა
2013 სუფთა ისტორია Clear Historyრონდა
2014ნეტავ აქ ვყოფილიყავიWish I Was Hereსარა ბლუმი
2014კარგი ხალხიGood Peopleამა რაიტი
2015როკი აღმოსავლეთშიRock the Kasbahმერსი
2016ანფკუნგ-ფუ პანდა 3Kung Fu Panda 3მეი მეი
2016დედის დღეMother's Dayჯესი
2016დიფვოთერ ჰორიზონიDeepwater Horizonფელიცია უილიამსი
2017მარშალიMarshallელეანორ სტრაბინგი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://www.usmagazine.com/celebrity-news/pictures/kate-hudson-and-danny-fujikawas-love-timeline/
  2. 1 2 Kate Hudson Biography (1979–). FilmReference.com. ციტირების თარიღი: July 12, 2010.
  3. 1 2 „Kate Hudson finds success fun, but hard earned“. China Daily. 13 ივლისი, 2006. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2006. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. Gina Hall. (May 8, 2014) Kate Hudson throws down against Lululemon. American City Business Journals. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2015.
  5. Kilcooley-O'Halloran, Scarlett. (August 22, 2014) Kate Hudson: Giving Women What They Want. Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 11, 2015. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2015.
  6. Hudson, Kate (2016). Pretty Happy: Healthy Ways to Love Your Body. HarperCollins. ISBN 978-0-06-243424-1.