ჯენეტ გეინორი
| ჯენეტ გეინორი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების სახელი | ლაურა ავგუსტა გეინორი |
| დაბადების თარიღი |
6 ოქტომბერი, 1906 ფილადელფია, პენსილვანია, აშშ |
| გარდაცვალების თარიღი |
14 სექტემბერი, 1984 (77 წლის) პალმ სპრინგსი, კალიფორნია, აშშ |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | San Francisco Polytechnic High School |
| საქმიანობა | თეატრის მსახიობი, კინომსახიობი[1] , ტელემსახიობი, მსახიობი[2] [1] და მხატვარი[2] |
| აქტიური | 1924 – 1981 |
| მეუღლე(ები) |
ჯეს ლიდელ პეკი (1929 - 1933) ადრიანი (1939 - 1959) პოლ გრეგორი (1964 - 1984) |
| ოსკარი | ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის (1927) |
ჯენეტ გეინორი (ინგლ. Janet Gaynor; დ. 6 ოქტომბერი, 1906 — გ. 14 სექტემბერი, 1984) — ამერიკელი მსახიობი. ის იყო მუნჯი კინოს პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. 1928 წელს გეინორი გახდა პირველი გამარჯვებული ოსკარით დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი თავისი როლებისათვის ფილმებში: მეშვიდე ცა (1927), „აისი: ორი ადამიანის სიმღერა“ (1927) და „ქუჩის ანგელოზი“ (1928). ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მსახიობმა მიიღო ჯილდო რამდენიმე როლისათვის ერთად. მოგვიანებით ეს წესი სამუდამოდ შეიცვალა „AMPAS“-ის მიერ. ჯენეტის კარიერა კი გაგრძელდა ხმოვანი ფილმების გამოჩენასთან ერთად და მან მიაღწია დიდ წარმატებას ფილმის ვარსკვლავი დაბადებულია ორიგინალ ვერსიაში. 1930-იანი წლების ბოლოდან ის არარეგულარულად მუშაობდა. 1982 წელს მძიმედ დაშავდა ავტო-ავარიაში და ამ შემთხვევამ დააჩქარა მისი გარდაცვალება ორი წლის შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ჯენეტ გეინორი- ჯენეტ გეინორი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #119075482 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 Národní autority České republiky