ჯულია ენდრიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Julie Andrews Park Hyatt, Sydney, Australia 2013.jpg

ჯულია ენდრიუსი (ინგლ. Julie Andrews დ. 1 ოქტომბერი, 1935) — ბრიტანელი მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი. იგი ცნობილი გახდა თავისი სიმბოლური როლებიდან 1965 წელს გამოსულ ფილმ „მერი პოპინს“-სა და 1966 წელს გამოსულ „ხმა მუსიკისა“-ში. ამ ფილმების შემდეგ იგი გახდა უფრო მდიდარი და შეინარჩუნა კარიერა როგორც მომღერალმა და საესტრადო არტისტმა.

მოკლე ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯულია ენდრიუსი დაიბადა 1935 წლის 1 ოქტომბერს სურეიში, ინგლისში. იგი იზრდებოდა რთულ პირობებში, როდესაც ის იყო პატარა, მისი მშობლები გაშორდნენ და მას თავიდან ზრდიდა მამამისი, მაგრამ შემდეგ გადავიდა დედასთან(ბარბარა) და მის მამინაცვალთან, ტედ ენდრიუსთან. მისი ყველაზე ადრინდელი მოგონებაა საჰაერო თავდასხმა თავშესაფარზე. ის ამბობდა რომ, საჰაერო თავდასხმისას მამამისმა და მან დაიწყეს სიმღერა ყველაზე მაღალ ოქტავებზე რაც შეეძლოთ. ამ პერიოდში მისმა მშობლებმა პირველად გაიგეს მისი შესანიშნავი ხმა და გადაწყვიტეს, რომ უფრო განევითარებინათ ეს ტალანტი მასში. მის მასწავლებლებს შორის ყველაზე ცნობილი სოპრანო და ხმის ინსტრუქტორი იყო მადეინ ლილიან სტილს-ალენი. ანდრიუსმა მოგვიანებით გამოააშკარავა, რომ მადეინ ლილიანმა მასზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. ანდრიუსი ამბობდა, რომ ნათესაური კავშირი იგივეა რაც კავშირი დედასა და შვილს შორის.

ჯულია ენდრიუსმა პირველი სამსახიობო გამოცდილება მიიღო 1945 წელს, 10 წლის ასაკში. მან პირველად დედასთან და მამინაცვალთან ერთად იმღერა სცენაზე. მას ახსოვდა მისი პირველი ნაბიჯები, როდესაც მივიდა მიკროფონთან. 1947 წლის 22 ოქტომბერს მან პირველად იმღერა მარტომ სცენაზე. ის ასრულებდა „Je Suis Titania“-ს მიგნონის არიიდან. ამ არიის ყველაზე ძნელი ნაწილის სახელწოდება იყო „Starlight Roof“-ი. შემდეგ წელს, როდესაც იგი იყო 13 წლის, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც განსხვავებულად შეასრულა სამეფოდან ნაბრძანები წარმოდგენა. 1950-1952 წლებში გახსნა ახალბედა სატელევიზიო პროგრამა. ის იყო „Educating Archie“ ტელეშოუს ძირითადი ნაწილი. 1983 წელს იგი გახდა მესამე ოსკარის მფლობელი ნომინაციაში „Victor/Victoria“-ს ფილმის საუკეთესო მსახიობი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]