ანა ფრანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანა ფრანკი
AnneFrankSchoolPhoto.jpg
დაბ. თარიღი 12 ივნისი 1929(1929-06-12)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი მაინის ფრანკფურტი[1]
გარდ. თარიღი თებერვალი 1945[5] [6] (15 წელი) ან მარტი 1945[7] [8] (15 წელი)
გარდ. ადგილი ბერგენ-ბელზენი[1]
დასაფლავებულია ბერგენ-ბელზენი
საქმიანობა დღიურის ავტორი
ეროვნება აშქენაზები და ებრაელები
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია[9]
ალმა-მატერი 6e Montessorischool Anne Frank
Magnum opus ანა ფრანკის დღიური
მეუღლე
ხელმოწერა Anne Frank signature.svg

ანა ფრანკი (ნიდერლ. Anneliese Marie Frank; დ. 12 ივნისი, 1929, ფრანკფურტი — გ. მარტი, 1945, ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკი) — ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ავტორი განთქმული „ანა ფრანკის დღიურისა“, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

ანა ფრანკი იმალებოდა სახლის მეორე სართულზე თავის დასთან, მშობლებთან და კიდევ ერთ ებრაულ ოჯახთან ერთად. იმ დროს, როდესაც ებრაელებს (და არა მარტო მათ) შეუბრალებლად ხოცავდნენ ანას სჯეროდა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები იყვნენ. ანამ დღიური საჩუქრად მიიღო მამამისისგან, რომელიც დაიმეგობრა და მას კიწი (ქითი) უწოდა. ანა ფრანკი გარდაიცვალა 15 წლის ასაკში. დაიღუპა მისი დაც, რომელიც 2 წლით იყო მასზე უფროსი. აღსანიშნავია, რომ ანამ შეიძინა მეგობარი პიტერი, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა. პირველი სიყვარულიც მაშინ მოვიდა. ანა ფრანკს კი ამ ლამაზი სიყვარულიდან შემორჩა პირველი კოცნა და ტკბილი მოგონებები. ცნობილია, რომ ანას დედა თვითონ უარს ამბობდა საკუთარ საკვებზე, რათა თავისი შვილებისთვის გაენაწილებინა. როგორც მოწმეები აცხადებენ, ანას და მის დას ერთ ბნელ ოთახში უწევდათ ცხოვრება. იყო საშინელი სიბინძურე. ანას და მარგო დაავადდა. ის გარდაიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა ანა ფრანკიც. გადარჩა მხოლოდ ანას მამა. თავის დღიურში ანა ფრანკი მოგვითხრობს,თუ როგორ იყვნენ შევიწროებულნი ებრაელები ნაცისტებისგან. ებრაელებს ეკრძალებოდათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიარული. მათ აიძულებდნენ მკერდზე ეტარებინათ ვარსკვლავი. ფაშისტების სოციალური გეგმის ნაწილი იყო ებრაელი ერის მოსპობა. ანა ფრანკი თვითონ იყო მოწმე, როგორ გაჰყავდათ თავისი მოძმენი საკონცენტრაციო ბანაკებში, საიდანაც ისისნი აღარ ბრუნდებოდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Berryman, John [1999] (2000). "The Development of Anne Frank", Anne Frank: Reflections on her life and legacy. Urbana: University of Illinois Press. ISBN 978-0-252-06823-2. 
  • Bigsby, Christopher (2006). Remembering and Imagining the Holocaust: The Chain of Memory. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-86934-8. 
  • (20 December 1999) Anne Frank: Reflections on Her Life and Legacy. Urbana: University of Illinois Press. ISBN 978-0-252-06823-2. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ანა ფრანკი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118534734 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC
  4. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. The Guardian / A. Rusbridger — 1821. — ISSN 0261-3077
  6. Anne Frank Likely Died Earlier Than Believed
  7. http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/j.1468-2982.2007.01425.x/full
  8. http://www.britannica.com/EBchecked/topic/217168/Anne-Frank
  9. http://www.bbc.co.uk/annefrank/timeline.shtml