V ანუ ვენდეტა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ V ნიშნავს ვენდეტას.
V ანუ ვენდეტა
ჟანრი ფანტასტიკა, ანტიუტოპია
დამდგმელი რეჟისორი ჯეიმზ მაკტიგი
რეჟისორი ჯეიმზ მაკტიგი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი ძმები ვაჩოვსკები
ეფუძნება V ანუ ვენდეტა,
1988, DC Comics
- დევიდ ლოიდი
ალან მური (არ არის მითითებული)
როლებში
მუსიკა დარიო მარიანელი
ოპერატორი ედრიენ ბიდლი
მონტაჟი მარტინ უოლში
სტუდია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures[1]
გამოსვლის თარიღი
  • დეკემბერი 11, 2005 (2005-12-11) (Butt-Numb-A-Thon[2])
  • მარტი 16, 2006 (2006-03-16) (გერმანია)
  • მარტი 17, 2006 (2006-03-17) (აშშ)
ხანგრძლივობა 132 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
აშშ
გერმანია[1][3]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 54 მილიონი აშშ დოლარი[4]
საიტი: 132.5 მილიონი აშშ დოლარი[4]

V ანუ ვენდეტა (ინგლ. V for Vendetta) — ბრიტანული მხატვრული ანტიუტოპიური პოლიტიკური თრილერი. მისი პროდიუსერები და სცენარის ავტორები არიან ძმები ვაჩოვსკები. ფილმი ამავე სახელწოდების კომიქსების წიგნს ეფუძნება, რომლის ავტორები არიან ალან მური და დევიდ ლოიდი. მოქმედება მიმდინარეობს ალტერნატიულ მომავალში, სადაც ბრიტანეთი მოიცვა ნეო-ფაშისტურა რეჟიმმა. ჰუგო უივინგი განასახიერებს V-ს, ანარქისტს, რომელიც ცდილობს, გამოიწვიოს რევოლუცია სხვადასხვა ტერორისტული აქტის მოწყობით. ნატალი პორტმანი განასახიერებს ივი ჰემონდს, ახალგაზრდა ქალს საშუალო ფენიდან, რომელიც ეხვევა V-ს მიერ წამოწყებულ საქმეებში. სტივენ რი დეტექტივის როლს თამაშობს, რომელიც ცდილობს V-ს შეჩერებას.

Warner Bros. ფილმის გამოშვებას აპირებდა 2005 წლის 4 ნოემბერს, პარასკევს (გაი ფოუქსის ღამემდე ერთი დღით ადრე), მაგრამ პრემიერა 2006 წლის 17 მარტისთვის გადაიდო. მას დადებითი შეფასებები ხვდა წილად. ალან მური, რომელსაც არ მოსწონდა კომიქსების „ჯოჯოხეთიდან“ და „არაჩვეულებრივი ჯენტლმენების ლიგა“ ეკრანიზაციები, უარი განაცხადა ფილმის ნახვაზე, ისევე, როგორც რამე ჰონორარის მიღებაზე.

სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის აზრით, „V ანუ ვენდეტა“ არის მთავრობის მხრიდან ზეწოლის ალეგორია. ლიბერტარიანიზმის თუ ანარქიზმის მომხრეები ფილმს იყენებენ საკუთარი წარმოდგენების გამოსახატავად. დევიდ ლოიდი: „გაი ფოუქსის ნიღაბი ცნობილ ბრენდად და ტირანიის წინააღმდეგ გამოსაყენებელ ხელსაყრელ აფიშირებად იქცა. მიხარია, რომ ხალხი მას იყენებს, ასეთი გზით იგი არის პოპულარული კულტურის უნიკალური სიმბოლო.“[5]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტი ასახავს მომავლის ინგლისს, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კანცლერ სანდლერის დიქტატურა. დიქტატურას მხოლო უცნობი ნიღბიანი, მეტსახელად V აღუდგება წინ. მისი მოკავშირე კი ტელევიზიის თანამშრომელი გახდება.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავლენა კულტურაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიღაბი, რომელსაც ფილმის მთავარი გმირი ატარებს, არის ინგლისელი გაი ფოუქსის გრაფიკული გამოხატულება. ფოუქსი 1605 წელს ინგლისის პარლამენტის შენობის აფეთქებას აპირებდა. სწორედ პარლამენტის შენობის აფეთქებით სრულდება ფილმი. ნიღაბი ანონიმური პროტესტის სიმბოლოდ იქცა. მას აქტიურად იყენებდნენ „დაიკავე უოლ-სტრიტის“ მოძრაობის მონაწილეები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 V for Vendetta. British Film Institute. წაკითხვის თარიღი: May 16, 2017.
  2. Matt Dentler. (11 December 2005) B for Butt-Numb-A-Thon. IndieWire.
  3. | Berlinale | Archive | Annual Archives | 2006 | Programme - V For Vendetta | V wie Vendetta. წაკითხვის თარიღი: 2016-03-29.
  4. 4.0 4.1 V for Vendetta (2006). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: October 2, 2005.
  5. Waites, Rosie. “V for Vendetta masks: Who“, BBC News, October 20, 2011. წაკითხვის თარიღი: October 20, 2011.