შინაარსზე გადასვლა

ჯენიფერ ჰადსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯენიფერ ჰადსონი

ჰადსონი 2018 წელს
დაბადების სახელი ჯენიფერ კეიტ ჰადსონი
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი, 1981 (1981-09-12) (44 წლის)
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ლანგსტონის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი[1] [2] , მუსიკოსი[2] , მომღერალი და კომპოზიტორი, პრესმდივანი[3] [4] [5] , ხელოვანი[6] [7] , კინომსახიობი, გამხმოვანებელი და მომღერალი[2]
აქტიური 2004–დღემდე
პარტნიორ(ებ)ი დევიდ ოტუნგა და Common (რეპერი)
შვილ(ებ)ი 1
მუსიკალური კარიერა
ინსტრუმენტები ვოკალი
აქტიურობის წლები 2006–დღემდე
ჟანრი
ლეიბლები
ასოციაციები Ne-Yo
საიტი jenniferhudson.com

ჯენიფერ კეიტ ჰადსონი (ინგლ. Jennifer Kate Hudson; დ.12 სექტემბერი, 1981), აგრეთვე ცნობილია ზედმეტსახელით J.Hudამერიკელი მომღერალი და მსახიობი, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად. ხშირად მოიხსენიებენ „სოულის პრინცესად“.

ჯენიფერ კეიტ ჰადსონი დაიბადა 1981 წლის 12 სექტემბერს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში,[8][9] დერნელ დონერსონისა[10] და სემიუელ სიმპსონის ოჯახში.[11] დაამთავრა დანბარის კოლეჯი 1999 წელს.[12]

ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მუსიკალურ ტელეშოუ „American Idol“-ში მონაწილეობით 2004 წელს. მისი დებიუტი კინოში შედგა 2006 წლის ფილმში „ოცნების გოგონები“, რისთვისაც მიიღო ოსკარის,[13] ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები. მას აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „სექსი დიდ ქალაქში“ (2008), „ფუტკრების საიდუმლო ცხოვრება“ (2008), „ვინი მანდელა“ (2011), „გარდაუვალი დამარცხება მისტერის და პიტის“ (2013), „ჩირაკი“ (2015), „სენდი უექსლერი“ (2017), „კატები“ (2019) და ა.შ.

2006 წლის ნოემბერში ჰადსონმა ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ ლეიბლთან Arista Records. 2008 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი Jennifer Hudson, რისთვისაც მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომისთვის. ალბომის გაყიდვებმა მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონი ასლი შეადგინა, ხოლო აშშ-ში ოქროს სტატუსი მიენიჭა, აგრეთვე ოქროს სტატუსი მიენიჭა მის მომდევნო ორ ალბომს — I Remember Me (2011) და JHUD (2014). 2017 წელს მან მიიღო გრემის კიდევ ერთი ჯილდო.

2008 წლის 24 ოქტომბერს ჰადსონების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 31 წლის უილიამ ბალფურმა, ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა კეიტ ჰადსონის დედა, ძმა და ძმის შვილი,[14][15] რის გამოც ჰადსონმა გარკვეული პერიოდით შეწყვიტა ფართომასშტაბიან ღონისძიებებში მონაწილეობა.

2013 წელს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა ჰადსონი სახელობის ვარსკვლავი.[16] მისი დებიუტი ბროდვეიზე შედგა 2015 წელს სპექტაკლში „იისფერი“. 2017-2018 წლებში იყო ბრიტანული და ამერიკული The Voice“-ის ჟიურის წევრი.[17]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2006ოცნების გოგონებიDreamgirlsეფი უაიტი
2008სექსი დიდ ქალაქშიSex and the Cityლუისი
2008ფუტკრების საიდუმლო ცხოვრებაThe Secret Life of Beesროზალინ დაისი
2009Fragments – Winged Creaturesკეტი არქენაულტი
2011ვინი მანდელაWinnie Mandelaვინი მანდელა
2012სამი იდიოტი The Three Stoogesროზმარი
2012 სმეში Smashვერონიკა მური
2013 მიწოდე შეშლილი Call Me Crazy: A Five Filmმეგი
2013გარდაუვალი დამარცხება მისტერის და პიტისThe Inevitable Defeat of Mister & Peteგლორია
2013Black Nativityნაიმა კობსი
2014ძილისპირულიLullabyკერი
2015 იმპერია Empireმიშელ უაიტი
2015ჩირაკიChi-Raqირენი
2016ზოოსტარიSingახალგაზრდა ნანა ნუდლმენი
2016 ემი შუმერის შიგნით Inside Amy Schumerთვითონ
2016ტფდარწმუნებაConfirmationანჯელა რაიტი
2017სენდი უექსლერი Sandy Wexlerკორტნი
2018All Riseმის ჰარმონი
2019კატებიCatsგრიზელდა
2021პატივისცემაRespectარეთა ფრანკლინი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.nytimes.com/interactive/projects/cp/red-carpet-watch/oscars-2015/jennifer-hudson
  2. 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #135484235 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. http://www.411mania.com/music/news/167317/Jennifer-Hudson-Talks-About-Her-Weight-Loss.htm
  4. http://www.thenational.ae/article/20080522/FOREIGN/927554920/1014/ART&Profile=1014
  5. http://blog.sfgate.com/dailydish/category/jennifer-hudson/page/3/
  6. http://www.bbc.co.uk/music/records/n3289n
  7. http://news.bbc.co.uk/cbbcnews/hi/newsid_8130000/newsid_8138800/8138880.stm
  8. „Monitor“. Entertainment Weekly (1276). Sep 13, 2013. p. 28.
  9. Person: Jennifer Hudson: Biography. ციტირების თარიღი: September 24, 2017.
  10. Social Security Death Index. Ssdi.rootsweb.ancestry.com (July 15, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2017. ციტირების თარიღი: September 24, 2017.
  11. Hoekstra, Dave (December 16, 2006). „Living the dream“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 4, 2009. ციტირების თარიღი: July 8, 2009.
  12. „Chicago fetes hometowner Jennifer Hudson“. China Daily. March 6, 2007. ციტირების თარიღი: September 24, 2017.
  13. „AMPAS Drops '85th Academy Awards' - Now It's Just 'The Oscars'. TheWrap (ინგლისური). 2013-02-19. ციტირების თარიღი: 2017-04-09.
  14. „Jennifer Hudson's Mom, Brother Shot to Death“. KLTA News. October 24, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 20, 2023. ციტირების თარიღი: October 25, 2008.
  15. Tareen, Sophia. (October 27, 2008) FBI says body found is that of Hudson's nephew, 7. Yahoo! News. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 1, 2008. ციტირების თარიღი: October 27, 2008.
  16. Toomey, Alyssa (13 ნოემბერი, 2013). „Jennifer Hudson Honored With Star on Hollywood Walk of Fame—Take a Look!“. E! Online. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  17. „Jennifer Hudson Joins U.K. Version of 'The Voice' as Coach“. Variety.com. 29 სექტემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)