შინაარსზე გადასვლა

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოფმანი.
ფილიპ სეიმურ ჰოფმანი
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1967
ფეირპორტი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 2 თებერვალი, 2014 (46 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი New York University Tisch School of the Arts, Circle in the Square Theatre School და Fairport High School
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1991–2014
პარტნიორ(ებ)ი Mimi O'Donnell
შვილ(ებ)ი Cooper Hoffman[1]
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

2005 — კაპოტე
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში

2005 — კაპოტე
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი

2005 — კაპოტე
სხვა ჯილდოები

ვოლპის თასი

2012 — ოსტატი

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი (ინგლ. Philip Seymour Hoffman; დ. 23 ივლისი, 1967, ფეირპორტი — გ. 2 თებერვალი, 2014, ნიუ-იორკი) — კინოსა და თეატრის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი. 2006 წელს ოსკარის პრემიის ლაურეატი გახდა მთავარი როლისთვის ფილმში „კაპოტე“. მიიჩნევა მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ მსახიობად.[2]

ჰოფმანის დედა მერილინ ო'კონორი ადვოკატი და სამოქალაქო უფლებათა აქტივისტი, ხოლო მამა გორდონ ჰოფმანი — კომპანია ქსეროქსის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი იყო. ჰყავს ორი და, ჯილი და ემილი, და ძმა, გორდონ ჰოფმანი. მამა წარმოშობით გერმანელი პროტესტანტია, დედა კი — კათოლიკე. მშობლებს ჰოფმანი რომელიმე რელიგიური ტრადიცით არ აღუზრდიათ. ჰოფმანი ცხრა წლის იყო, როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ.

ჰოფმანი 1984 წელს ნიუ-იორკის შტატის ხელოვნების საზაფხულო სკოლის თეატრალურ კურსებს დაესწრო. ხოლო დრამატურგიაში ბაკალავრის ხარისხი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო 1989 წელს.

მისი კარიერა ძირითადად დამოუკიდებელ კინოფილმებში ეპიზოდური როლებით შეიქმნა. მთავარ როლს ის მხოლოდ 2003 წელს იღებს ფილმში „შეპყრობილი“. ჰოფმანის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული როლი იყო 2005 წლის ფილმში „კაპოტე“, რისთვისაც მან დაიმსახურა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

2014 წლის 2 თებერვალს მსახიობი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.[3] პოლიციის თანახმად, ჰოფმანი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო გარდაიცვალა.[4]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1992ფ ქალის სურნელი Scent of a Womanჯორჯ უილის უმცროსი
1994ტფ ნუკრი The Yearlingბაკი
1994ფ სულელები არ არიან Nobody's Foolოფიცერი რეიმერი
1998ფ დიდი ლებოვსკი The Big Lebowskiბრანდტი
1998ფ ბედნიერება Happinessალენი
1999ფ მაგნოლია Magnoliaფილ პარმა
2002ფ გამაოგნებელი სიყვარული Punch-Drunk Loveდინ ტრემბელი
2003ფ შეპყრობილი Owning Mahowny დენ მეჰოუნი
2003ფ ცივი მთა Cold Mountain მოძღვარი ვიზი
2005ფ კაპოტე Capoteტრუმენ კაპოტე
2007ფ სანამ ეშმაკი გაიგებს, რომ მკვდარი ხარ Before the Devil Knows You're Deadენდი ჰენსონი
2007ფ ველურები The Savagesჯონ სავაჯი
2007ფ ჩარლი უილსონის ომი Charlie Wilson’s War გასტ ავრაკოტოსი
2008ფ ეჭვი Doubtმამა ბრენდან ფლინი
2008ფ სინეკდოკე: ნიუ-იორკი Synecdoche, New Yorkკადენ კოტარი
2011ფ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა Moneyballარტ ჰოუი
2011ფ მარტის იდები The Ides of March პოლ ზარა
2012ფ ოსტატი The Masterლანკასტერ დოდი
2013ფ შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში The Hunger Games: Catching Fireპლუტარქ ჰევენსბი
2014ფ ღმერთის ჯიბე God's Pocketმიკი
2014ფ ყველაზე საშიში ადამიანი A Most Wanted Manგიუნტერ ბახმანი
2014ფ შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1 The Hunger Games: Mockingjay – Part 1პლუტარქ ჰევენსბი
2015ფ შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2 The Hunger Games: Mockingjay – Part 2პლუტარქ ჰევენსბი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Vanity Fair / G. Carter, R. Jones — Condé Nast, 2020. — ISSN 0733-8899; 2770-3738
  2. ↑ Weber, Bruce; Goodman, J. David (February 2, 2014). „Philip Seymour Hoffman, Actor, Dies at 46“. The New York Times.
  3. ↑ „Philip Seymour Hoffman Dead: Actor Dies At 46 In New York Apartment“. „The Huffington Post“. 2 თებერვალი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. ↑ „Philip Seymour Hoffman, Actor, Dies at 46“. „ნიუ-იორკ ტაიმზი“. 2 თებერვალი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)