შინაარსზე გადასვლა

კათრინ ჰეპბერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კათრინ ჰეპბერნი
დაბადების სახელი კათრინ ჰოუტონ ჰეპბერნი
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1907
ჰარფორდი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 29 ივნისი, 2003 (96 წლის)
ფენვიკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1928–1994
მეუღლე(ები) ლუდლოუ ოგდენ სმითი (1928-1934)
პარტნიორ(ებ)ი სპენსერ ტრეისი (1941-1967)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი
1933 — დილა მშვიდობისა
1967 — გამოიცანი, ვინ მოდის ვახშამზე
1968 — ლომი ზამთარში

1981 — ოქროს ტბორზე
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი
1969 — ლომი ზამთარში

1982 — ოქროს ტბორზე
სხვა ჯილდოები

ვოლპის თასი
1933 — პატარა ქალები
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის

1962 — გრძელი დღე ღამდება

კათრინ ჰეპბერნი (ინგლ. Katharine Hepburn; დ. 12 მაისი, 1907 — გ. 29 ივნისი, 2003) — ამერიკელი მსახიობი, ამერიკული კინოს ვარსკვლავი, ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“ ოთხგზის ლაურეატი, რაც რეკორდულია კინოს ისტორიაში. ჰეპბერნი სულ თორმეტჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული. 1975 წელს მიღებული აქვს ემის ჯილდო მთავარი როლისთვის ფილმში „სიყვარული ნანგრევებში“, სადაც ლოურენს ოლივიესთან ერთად თამაშობდა. ასევე წამოყენებული იყო ოთხი სხვა ემისა და ორი ტონის პრემიის ნომინაციით მისი 70-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში. 1999 წელს ამერიკის კინოს ინსტიტუტმა იგი ისტორიაში უდიდეს მსახიობ ქალად აღიარა და პირველი ადგილი მიუჩინა ამერიკის ეკრანის უდიდეს ლეგენდათა სიაში.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1933 დილა მშვიდობისა Morning Glory ევა ლოველასი
1933 პატარა ქალები I Little Women ჟოზეფინ მარჩი
1938 ბავშვის აღზრდა Bringing Up Baby სუზან ვენსი
1940 ფილადელფიური ისტორია The Philadelphia Story ტრეისი ლორდი
1949 ადამის ნეკნი Adam's Rib ამანდა ბონერი
1951 აფრიკის დედოფალი The African Queen როზა სეიერი
1952 პეტი და მაიკი Pat and Mike პატრისია პემბერტონი
1956 კეთილშობილი The Rainmaker ლიზი კარი
1959 უეცრად, გასულ ზაფხულს Suddenly, Last Summer ვაიოლეტ ვენეიბლი
1962 გრძელი დღე ღამდება Long Day's Journey into Night მერი ტაირონი
1967 გამოიცანი, ვინ მოდის ვახშამზე Guess Who's Coming to Dinner კრისტინა დრეიტონი
1968 ლომი ზამთარში The Lion in Winter ელეონორ აკვიტანელი
1981 ოქროს ტბორზე On Golden Pond ეტელ ტეიერი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: კათრინ ჰეპბერნი