ჰალი ბერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰალი ბერი
Halle Berry by Gage Skidmore.jpg
ჰალი ბერი 2013 წელს
დაიბადა ჰალი მარია ბერი
Halle Maria Berry

14 აგვისტო, 1966 (1966-08-14) (49 წლის)
კლივლენდი, ოჰაიო, აშშ
აქტიური 1989-დღემდე
მეუღლე(ები) დევიდ ჯასტისი (1992–1997)
ერიკ ბენეტი (2001–2005)
გაბრიელ ობრი (2005-დღემდე)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

2001 - მონსტრების მეჯლისი
საიტი ოფიციალური საიტი

ჰალი მარია ბერი (ინგლ. Halle Maria Berry; დ. 14 აგვისტო, 1966) — ამერიკელი მსახიობი, ყოფილი მოდელი და სილამაზის დედოფალი. მიღებული აქვს „ემი“ და „ოქროს გლობუსი“ ფილმისათვის „გაიცანით დოროტი დენდრიჯი“. 2001 წელს კი „ოსკარიოსკარი“, ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისათვის „მონსტრების მეჯლისი“. ბერი ერთადერთი აფრიკელ-ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი ქალია. ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი და კოსმეტიკის კომპანია Revlon-ის წარმომადგენელია.

მსახიობის კარიერამდე, ბერიმ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სილამაზის კონკურსში. 1986 წელს მან მოიპოვა მის აშშ-ის საპატიო ტიტული. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 1991 წელს ფილმში „ჯუნგლების ციებ-ცხელება“, ამას მოჰყვა როლი ფილმში „ფლინსტონები“ (1994), „ბულვორტი“ (1998), „იქს-ადამიანები“ (2000). ჰალიმ ასევე განასახიერა „ბონდის გოგო“ - ფილმში „მოკვდი სხვა დღეს“ (2002). წარუმატებელი აღმოჩნდა ბერისთვის ფილმი „ქალი-კატა“ (2005), როდესაც ოქროს ჟოლოს დაჯილდოებაზე ყველაზე ცუდ მსახიობ ქალად დასახელდა და ჯილდო პირადად გადაეცა.

კარიერის მანძილზე ჰალი ორჯერ გასცილდა მეუღლეს. პირველი მათგანი კალათბურთელი დევიდ ჯასტისი იყო, მომდევნო კი მუსიკოსი ერიკ ბენეტი. 2005 წლის ნოემბრიდან ბერიმ სასიყვარული რომანი გააბა ფრანგ-კანადელ მოდელ გაბრიელ ობრისთან. მათი პირველი ქალიშვილი - ნალა არიელა ობრი 2008 წლის 16 მარტს დაიბადა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]