ბრი ლარსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრი ლარსონი
Brie Larson by Gage Skidmore.jpg
ბრი ლარსონი 2016 წელს
დაბ. სახელი ბრიანა საიდონი დეზოლნერი
დაბ. თარიღი 1 ოქტომბერი 1989
საკრამენტო, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
მომღერალი
აქტიური 1998 - დღემდე

ბრი ლარსონი (ინგლ. Brie Larson; დ. 1 ოქტომბერი 1989) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და მომღერალი. მოქმედი კარიერა ტელევიზიაში დაიწყო, როდესაც გამოჩნდა სიტკომში „მამის აღზევება“, რისთვისაც ახალგაზრდა მსახიობის ჯილდო მოიპოვა. 2004 წელს ჯერ კიდევ როგორც მოზარდმა, მცირე როლები მიიღო ფილმებში: „13-დან 30-ში“ და „ძილის გარეშე“. შესრულებული როლისთვის კომედიურ ფილმში „ბუს ძახილი“ დაიმსახურა დადებითი შეფასება კინოკრიტიკოსებისგან და შემდეგ მიიღო მეორეხარისხოვანი როლები ფილმებში „გრინბერგი“ (2010), „სკოტ პილიგრიმი მსოფლიოს წინააღმდეგ“ (2010), „21 ჯამპ სტრიტი“ (2012) და „დონ ჯონი“ (2013). 2009-2011 წლებში თამაშობდა სერიალში „ტარას შეერთებული შტატები“.

წარმატებული აღმოჩნდა შესრულებული როლი დამოუკიდებელ დრამატულ ფილმში „მოკლე ვადა 12“ (2013), რისთვისაც კინოკრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ამას მოჰყვა წარმატებული როლი კანადურ-ირლანდიურ დამოუკიდებელ ფილმში „ოთახი“ (2015), რომელიც გადაღებულია რეჟისორ ლენი აბრაჰამსონის მიერ ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. ჯოი ნიუმანის როლის შესრულებისთვის ფილმში „ოთახი“ მოიპოვა ოსკარი, ოქროს გლობუსი და BAFTA.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2015 ოთახი Room ჯოი ნიუმანი
2017 კონგი: თავის ქალის კუნძული Kong: Skull Island მეისონ უივერი
2019 კაპიტანი მარველი Captain Marvel კეროლ დენვერსი / კაპიტანი მარველი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: