რუთ გორდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუთ გორდონი

რუთ გორდონი 1930 წელს
დაბადების სახელი რუთ გორდონ ჯოუნსი
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი, 1896
ქუინსი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 28 აგვისტო, 1985 (88 წლის)
ედგართაუნი, მასაჩუსეტსი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მწერალი
აქტიური 1915-1985
მეუღლე(ები)
შვილ(ებ)ი 1

რუთ გორდონ ჯოუნსი (ინგლ. Ruth Gordon Jones; დ. 30 ოქტომბერი, 1896 — გ. 28 აგვისტო, 1985) — ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და დრამატურგი. 19 წლის ასაკში ბროდვეის თეატრში დაიწყო სამსახიობო კარიერა. გორდონმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და კრიტიკოსების მოწონება კინოროლებისთვის, რომლებიც 70-80 წლის ასაკში შეასრულა. მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში როგორიცაა: 1968 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური საშინელებათა ჟანრის ფილმი „როზმარის ჩვილი“, ამერიკული შავი-კომედია „Where's Poppa?“ (1970), 1971 წლის ფილმი „ჰაროლდი და მაუდი“, ამერიკული კომედია „როგორც შეძლებ, მაგრამ წარუმატებლობა“ (1978) და 1980 წლის ამერიკული კომედია „როგორც შეძლებ“.

გარდა სამსახიობო კარიერისა, გორდონს დაწერილი აქვს რამდენიმე პიესა, ფილმის სცენარები და წიგნები. არის ოსკარის, პრაიმტაიმ ემის, და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი როგორც მსახიობი. წერითი ნაშრომებით მოგებული აქვს სამი ოსკარის ნომინაცია.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორდონი 4 წლის ასაკში

ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და დრამატურგი რუთ გორდონ ჯოუნსი დაიბადა 1896 წლის 30 ოქტომბერს, ქუინსიში, მასაჩუსეტსში, აშშ-ში.[1]

იყო ენი ტეპლის და კლინტონ ჯოუნსის ქალიშვილი. მამამისის პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ერთი უფროსი ნახევარდა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად ჩვილობისას გამოჩნდა, როდესაც მისი ფოტოსურათი მამამის დამსაქმებელმა კომპანიამ, „Melin's Food“-მა ახალშობილთა და ინვალიდთა რეკლამირებისთვის გამოიყენა.[2] „ქუინსის საშუალო სკოლის“ დამთავრებისას, მსახიობმა თავის საყვარელ რამდენიმე მსახიობს წერილი მისწერა და ავტოგრაფიანი სურათი სთხოვა. ჰაზელ დაუნის პირადმა წერილმა, გორდონს სამსახიობო კარიერის დაწყების დიდი მოტივაცია მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი სკეპტიკურად უყურებდა რთულ პროფესიაში წარმატების მიღწევის შანსს, 1914 წელს მან ქალიშვილი ნიუ-იორკში წაიყვანა, სადაც რუთმა სწავლა დაიწყო „დრამატული ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში“.

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წელს მსახიობი გამოჩნდა როგორც მუნჯ ფილმებში, რომლებიც ძირითადად გადაღებული იყო ფორტ ლიში, ნიუ-ჯერსიში, მან ასევე მოცეკვავის როლიც ითამაშა ამერიკულ ფილმში სახელწოებით, „ცხოვრების მორევი“. ამ წელს მან პირველად ითამაშა ბროდვეის თეატრში, პიესაში „პიტერ პენი:ან ბიჭი რომელიც არ გაიზრდებოდა“.

1918 წელს გორდონმა მსახიობთან, გრეგორი კელისთან ერთად, ბროდვეის თეატრში ითამაშა ამერიკელი ნოველისტის ბუთ ტარკინგტონის ნოველის, „სამოცდაათის“ ადაპტაციაში. წყვილმა ჩრდილოეთ ამერიკის ტურებში ერთად გააგრძელა სხვადასხვა პიესებში მონაწილეობა. მოგვიანებით, 1921 წელს გორდონმა და გრეგორი კელიმ იქორწინეს. 1920 წელს გორდონი ჩიკაგოს ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხვდა,[3] სამი თვის შემდეგ, წყვილი საცხოვრებლად გადავიდა ინდიანაპოლისის შტატში, სადაც ერთად რეპერტუარის კომპანია შექმნეს. 1927 წელს გორდონის მეუღლე, კელი, გულის დაავადებით, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1929 წელს, პარიზში დაიბადა რუთ გორდონის და მისი პროდიუსერის, ჯედ ჰარისის ვაჟი, სახელად ჯოუნს ჰარისი. მოგვიანებით გორდონი შვილთან ერთად ნიუ-იორკში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯედ ჰარისი და გორდონი არასდროს დაქორწინებულან, მათ თავიანთი შვილი ნორმალურ გარემოში აღზარდეს.[4] 1932 წელს ოჯახი ნიუ-იორკში ცხოვრობდა.[5]

გორდონი 1930-იან წლებში სამსახიობო კარიერას დაუბრუნდა და სცენაზე თამაში გააგრძელა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930-იან წლებში მსახიობმა კონტრაქტი გააფორმა MGM-სთან, თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში არცერთი როლი არ მოურგია ამ კომპანიისთვის. 1941 წელს მან მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა ამერიკულ რომანტიკულ კომედიაში, სახელწოდებით „ორპირი ქალი“. გორდონმა სხვა ფილმის სტუდიოებთან ერთად უფრო დიდი წარმატება მიაღწია, მათ შორისაა 1940 წლის ავტობიოფრაფიული ფილმი „ები ლინკოლნი ილინოისში“, ამ ფილმში გორდონმა მერი ტოდ ლინკოლნის როლი ითამაშა. 1943 წელს გორდონი გადაიღეს ამერიკულ შავ-თეთრ ფილმში, სახელწოდებით „მოქმედება ჩრდილოეთ ატლანტიკაში“.

1942 წელს გორდონი დაქორწინდა მწერალზე, გარსონ კანინზე, რომელთან ერთადაც დაიწყო ფილმის სცენარებზე მუშაობა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წლის 28 აგვისტოს რუთ გორდონი საზაფხულო სახლში, ედგართაუნში, მასაჩუსეტში ინსულტით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.[6] გარსონ კანინი, რომელიც მისი მეუღლე 41 წლის განმავლობაში იყო, გარდაცვალებამდე მის გვერდით იყო, მან მოგვიანებით თქვა რომ სიცოცხლის ბოლო დღეც კი, როგორც წესი, სავსე იყო, დადიოდა, საუბრობდა, და დილით მუშაობდა ახალ სპექტაკლზე. ბოლოს საჯარო სივრცეში გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ფილმში „ჰაროლდი და მაუდა“-ში გამოჩნდა, მას ახლახან ჰქონდა შესრულებული როლი ბოლო ოთხ წარმატებულ ფილმში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Scheible, Sue. Following actress Ruth Gordon's footsteps through Quincy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-06. ციტირების თარიღი: 2021-02-20.
  2. „Life“. 1947-01-06: 58. ISSN 0024-3019. ციტირების თარიღი: 2015-08-25. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. The Pittsburgh Press, December 24, 1920: "Actress, to continue her career, has bowed legs broken and straightened"
  4. Wada, Karen (August 29, 1985). „Ruth Gordon Dies; Stage, Film Career Spanned 7 Decades“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2015-12-29.
  5. Lanchester, Elsa (1983). Elsa Lanchester Herself. New York: St. Martin's Press, გვ. 102. ISBN 0-312-24376-6. 
  6. Ruth Gordon, The Actress, Dies at 88. ციტირების თარიღი: 2017-01-09