შინაარსზე გადასვლა

სიმონ სინიორე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმონ სინიორე (ფრანგ. Simone Signoret, ნამდვილი სახელი და გვარი სიმონ ანრიეტ შარლოტ კამინკერი, ფრანგ. Simone Henriette Charlotte Kaminker; დ. 25 მარტი, 1921, ვისბადენი — გ. 30 სექტემბერი, 1985) — ფრანგი მსახიობი ქალი. სწავლობდა ს. სიკარის დრამატულ კურსებზე. 1941 წლიდან იღებდნენ კინოში. 1952, 1957 და 1958 წლებში მიიღო BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში, ხოლო 1959 წელს ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის და კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1952 ოქროს მუზარადი Casque d'orმარი
1953 ტერეზა რაკენი Thérèse Raquinტერეზა რაკენი
1955 ეშმაკები Les Diaboliquesნიკოლ ჰორნერი
1957 სალემელი ჯადოქრები Les Sorcières de Salemელიზაბეთ პროქტორი
1958 გზა მაღალი საზოგადოებისაკენ Room at the Topელისი
1965 სულელების გემი Ship of Foolsგრაფინია
1965 მკვლელები საძინებელ ვაგონში Compartiment tueursელიან დარე
1967 სასიკვდილო ურთიერთობა The Deadly Affairელზა ფენანი
1967 თამაშები Games ლიზა შინდლერი
1968 თოლია The Sea Gullარკადინა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]