შინაარსზე გადასვლა

ნორმა შირერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორმა შირერი
დაბადების სახელი ედიტ ნორმა შირერი
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1902
მონრეალი, კვებეკი, კანადა
გარდაცვალების თარიღი 12 ივნისი, 1983
(80 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
აქტიური 19191942
მეუღლე(ები) ირვინგ ტალბერგი
(1927-1936)
მარტინ არუჟე
(1942-1983)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

1930 — განქორწინებული

ნორმა შირერი (ინგლ. Norma Shearer; დ. 10 აგვისტო, 1902 — გ. 12 ივნისი, 1983) — კანადელ-ამერიკელი მსახიობი. ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი 1920-იანი წლების შუა ხანებიდან მისი 1942 წელს კინოდან წასვლამდე. თავისი 1930 წლის ფილმ „განქორწინებულის“ შემდეგ იგი სექსუალურად თავისუფალი ქალების როლებს თამაშობდა თანამედროვე კომედიებსა და დრამებში, ისევე როგორც სხვადასხვა ისტორიულ და პერიოდულ ფილმებში.

MGM-ის სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, შირერის პოპულარობა კინოდან წასვლის შემდეგ მალევე დაეცა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ის ფართოდაა აღიარებული ერთი მხრივ, დიდებული როლებისათვის ფილმებში „ქალები“, „მარი ანტუანეტი“, „რომეო და ჯულიეტა“ და მეორე მხრივ, როგორც დავიწყებული ვარსკვლავი.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1928 მსახიობი ქალი The Actressროუზ ტრელევნი
1929 მათი საკუთარი გატაცება Their Own Desireლუსია მარლეტი
1930 განქორწინებული The Divorcee ჯერი ბერნარდ მარტინი
1931 თავისუფალი სული A Free Soulჯენ ეში
1934 ბარეტები ვიმპოლ-სტრიტიდან The Barretts of Wimpole Streetელიზაბეთ ბარეტი
1936 რომეო და ჯულიეტა Romeo and Julietჯულიეტა
1938 მარი ანტუანეტი Marie Antoinetteმარი ანტუანეტი
1939 ქალები The Womenმისის სტივენ ჰეინსი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]