შინაარსზე გადასვლა

ჯოდი ფოსტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოდი ფოსტერი
დაბადების სახელი ალისია ქრისტიან ფოსტერი
დაბადების თარიღი 19 ნოემბერი, 1962 (1962-11-19) (63 წლის)
ლოს-ანჟელესი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი, Yale College, Lycée Français de Los Angeles, The Center for Early Education, Grace Hopper College და იელის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი
აქტიური 1966-დან დღემდე
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი
1988 — ბრალდებულები

1991 — კრავთა დუმილი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში
1988 — ბრალდებულები
1991 — კრავთა დუმილი

სესილ ბ. დემილის ჯილდო (2013)
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი
1991 — კრავთა დუმილი
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
1976 — ბაგსი მელოუნი

1976 — ტაქსის მძღოლი

ჯოდი ფოსტერი (ინგლ. Jodie Foster; დ. 19 ნოემბერი, 1962) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი; ორგზის ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და კინომსახიობთა გილდიის პრემიის ლაურეატი.

პირველი როლი 1970 წელს სატელევიზიო ფილმში „Menace on the Mountain“ ითამაშა, რომელსაც რამდენიმე დისნეის ნამუშევარი მოჰყვა. დიდი წარმატება 1976 წელს კინოფილმში „ტაქსის მძღოლი“ მოზარდი მეძავის როლმა მოუტანა, რომელიც ოსკარზე იყო წარდგენილი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციით. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციით ოსკარი 1988 წელს მიიღო ფილმში „ბრალდებული“ გაუპატიურების მსხვერპლის როლით. 1991 წელს შეასრულა კლერის სტარლინგის როლი ფილმში „კრავთა დუმილი“, რომელშიც სერიულ მკვლელს იძიებს, როგორც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტი. ამ როლით უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მეორე ოსკარი საუკეთესო მსახიობის ნომინაციით. მისი ფილმები და როლები ჟანრთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მოიცავს რა ტრილერებს, კრიმინალისტიკას, სასიყვარულო რომანს, კომედიას, საბავშვო ფილმებსა და მეცნიერულ ფანტასტიკას. გადაღებული აქვს სამი ფილმი.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1970ტფ Menace on the Mountain Menace on the Mountainსუელინ მაკვლერი
1973ფ ტომ სოიერი Tom Sawyer ბეკი ტეტჩერი
1974ფ ალისა აქ აღარ ცხოვრობს Alice Doesn't Live Here Anymoreოდრი
1976ფ ტაქსის მძღოლი Taxi Driverაირის სტესნმა
1976ფ ბაგსი მელოუნი Bugsy Maloneტალულა
1976ფ გიჟური პარასკევი Freaky Fridayანაბელ ენდრიუსი
1988ფ ბრალდებულები The Accusedსარა ტობიასი
1991ფ კრავთა დუმილი The Silence of the Lambsკლარის სტერლინგი
1994ფ ნელი Nellნელ კელტი
1997ფ კონტაქტი Contact ელეანორ ენ ეროუეი
2002ფ შიშის ოთახი Panic Roomმეგ ოლტმენი
2004ფ ხანგრძლივი ნიშნობა Un long dimanche de fiançaillesელოდი გორდი
2006ფ მოუხელთებელი Inside Manმადელინ ვაითი
2007ფ მამაცი The Brave Oneერიკა ბეინი
2011ფ ჟლეტა Carnage პენელოპა ლონგსტრიტი
2011ფ თახვი The Beaver მერედით ბლეკი
2013ფ ელისეს მინდვრები Elysiumთავდაცვის მინისტრი ჯესიკა დელაკური

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: