ოლივია კოლმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ოლივია კოლმანი
Olivia Colman at Moet BIFA 2014 (cropped).jpg
კოლმანი 2014 წელს.
დაბადების სახელი სარა კაროლინა კოლმანი
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1974 (1974-01-30) (47 წლის)
ნორფოლკი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
განათლება ბრისტოლის ძველი ვიკის თეატრალური სკოლა
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ედ სინკლერი
 (იქ. 2001)
შვილ(ებ)ი 3

სარა კაროლინა კოლმანი (ინგლ. Sarah Caroline Colman; დ. 30 იანვარი, 1974) — ინგლისელი მსახიობი. დაჯილდოვებულია ბევრი პრიზით, მათ შორის არის: აკადემიური პრიზები, ბრიტანული აკადემიის სატელევიზიო ჯილდოები, 3 ოქროს გლობუსი, 4 ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინო პრემია და სხვა.

მსახიობობა შეისწავლა „ბრისტოლის ძველი ვიკის თეატრის სკოლაში“. კარიერა დაიწყო ტელევიზიაში მუშაობით. მისი კარიერული მიღწევა დაკავშირებულია ბრიტანულ კომედიურ სიტკომთან, „პიპ შოუ“ (2003-2015). მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა კომედიურ სერიალებშიც, მათ შორისაა: ბრიტანული სიტკომი, „მწვანე ფრთა“ (2004-2006), ბრიტანული კომედიური სერიალი, „ლამაზი ხალხი“, სატელევიზიო სიტკომი, „Rev.“ (2010-2014), „ყვავილები“ (2016-2018), ბრიტანული შავი კომედია „ფლიბეგი“ (2016-2019). „ოცი-თორმეტი“-ში შესრულებული როლისთვის, კოლმანი დაჯილდოვდა ბრიტანული აკადემიის სატელევიზიო პრემიით, ქალის საუკეთესო კომედიური როლის შესრულებისთვის.

2013 წლიდან 2017 წლამდე, მონაწილეობას იღებდა ITV-ს კრიმინალურ დრამაში, „ბროდჩერჩი“, რომლისთვისაც მას მიენიჭა ბრიტანული აკადემიის სატელევიზიო ჯილდო. იგი ასევე თამაშობდა სიუზენ ბიერის თრილერში, „ღამის ადმინისტრატორი“. ამ როლის შესრულებისთვის მას მიენიჭა ოქროს გლობუსი საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლისთვის. 2019-2020 წლებში დედოფალი ელისაბედ მეორე განასახიერა Netflix-ს ისტორიულ დრამაში, „გვირგვინი“. ამ როლის თამაშისთვის იგი დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით.

მეორეხარისხოვანი როლები ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებში, როგორიცაა: კომედია „ვითომ მაგარი პოლიციელები“ (2007), ბიოგრაფიული დრამა „რკინის ლედი“ (2011), ისტორიული კომედიური დრამა „ჰაიდ პარკი ჰუდზონზე“ (2012), „ლობსტერი“ (2015), თრილერი „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“ (2017). ხოლო მთავარი როლები ნათამაშები აქვს შემდეგ ფილმებში: დრამა „ტირანოზავრი“ (2011), „ფავორიტი“ (2018) და 2020 წლის დრამა, „მამა“. „ფავორიტში“ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ენის განსახიერებისთვის, კოლმანი დაჯილდოვდა ოსკარის ჯილდოთი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისელი მსახიობი სარა კაროლინა კოლმანი[1] დაიბადა 1974 წლის 30 იანვარს,[2][3] ნორვიჩში, ინგლისში. ნორფოლკში დაამთავრა „ნორვიჩის გოგონების საშუალო სკოლა“. სწავლა დაიწყო ჰომერტონის კოლეჯში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. 1990 წელს დაამთავრა „ბრისტოლის ძველი ვიკის თეატრის სკოლა“. კემბრიჯში სწავლის დროს, კოლმანი შეხვდა მომავალ სამსახიობო პარტნიორებს, ბრიტანელ კომიკოსსა და მსახიობს დევიდ მიტჩელს და ინგლისელ მსახიობს და მწერალს, რობერტ ვებს.[4][5][6][7][8]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლივია კოლმანმა პროფესიული სამსახიობო კარიერა 26 წლის ასაკში დაიწყო. 2000 წელს BBC2-ის კომედიურ სკეტჩში, „Bruiser“-ში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ, გამოჩნდა BBC-ს ITV-ს და Channel 4-ის ისეთ სატელიზიო სერიალებში, როგორიცაა: „ჩვენი მსგავსი ხალხი“, „მიმოიხედე შენს გარშემო“, „ბლექის წიგნის მაღაზია“, „ოფისი“, „შენი ცხოვრების დრო“ და სხვა.

კოლმანი რეგულარულად იღებდა მონაწილეობას BBC Radio 4-ის კომედიებში: „ბეტონის ძროხა“, „იფიქრე დაუფიქრებლად“, „მილტონ ჯოუნზის სახლი“ და სხვა. სხვა პროექტებში მას უმუშავია დევიდ მიტჩელთან და რობერტ ვებთან ერთად. 2003 წელს სოფიას როლი ითამაშა Channel 4-ის კომედიაში, „პიპ შოუ“. 2004 წლიდან 2006 წლამდე მონაწილეობას იღებდა ბრიტანულ სიტკომში, „მწვანე ფრთები“. 2006 წელს ჯოანა რობერტსი განასახიერა რომანტიკულ კომედიაში, „კონფეტი“. მოგვიანებით, კოლმანმა ეს როლი აღწერა, როგორც: „ჩემი ცხოვრების საშინელი გამოცდილება. 2007 წელს ელისის როლი ითამაშა კომედიაში, „გაიზარდე შენით. ხოლო, დორის ტეტჩერის როლი განასახიერა კომედიაში, „ვითომ მაგარი პოლიციელები“. მთავარი როლი ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმში, „Dog Altogether“. 2008 წელს კოლმანი გამოჩნდა BBC-ს სიტკომში, „ლამაზი ხალხი“. ბრიტანული თინეიჯერული სერიალის, „მოზარდების“ ერთ-ერთ ეპიზოდში განასახიერა პერსონაჟი ნაომის, დედის როლი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იან წლებში, ერთ-ერთ პროექტზე მუშაობის დროს, კოლმანი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ედ სინკლერს, რომელიც იმ დროს სამართლის მესამე კურსის სტუდენტი იყო.[9][10][11] წყვილი დაქორწინდა 2001 წელს. ჰყავთ სამი შვილი[12] და ცხოვრობენ სამხრეთ ლონდონში.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Olivia Colman: 20 things you didn't know about the Oscar-winning actor“. The Guardian. 25 February 2019. ციტირების თარიღი: 14 October 2019.
  2. Olivia Colman reveals battle with Wikipedia over her age (28 January 2019). ციტირების თარიღი: 14 October 2019
  3. „Olivia Colman battled with Wikipedia to get her incorrect age changed“. The Independent. 28 January 2019. ციტირების თარიღი: 14 October 2019.
  4. Nannar, Nina. (7 January 2016) Famous alumni from Bristol's Old Vic Theatre School. ციტირების თარიღი: 10 September 2017.
  5. „Maggie, Meryl, and my modest career“. The Herald. 29 December 2011. ციტირების თარიღი: 14 October 2019.
  6. Dempster, Sarah (18 June 2007). 'Fame is quite scary'. The Guardian. London, UK. ციტირების თარიღი: 14 October 2019.
  7. Preston, John (30 December 2013). „Olivia Colman: the star of Broadchurch on her new BBC drama“. The Daily Telegraph. London, UK. ციტირების თარიღი: 14 October 2019.
  8. Gilbert, Gerard (2 March 2013). „Class act: Is Olivia Colman Britain's most versatile actress?“. The Independent. ციტირების თარიღი: 12 March 2016.
  9. Cooke, Rachel (8 December 2013). „Olivia Colman: "At the Bafta dinner, I said to my husband: Can we go home? I want a cup of tea". The Observer.
  10. Curtis, Nick (7 February 2012). „Olivia Colman on winning Best Actress at the Evening Standard Film Awards“. Evening Standard. ციტირების თარიღი: 14 October 2019.
  11. „Five facts about Broadchurch star Olivia Colman“. Hello!. 14 May 2013. ციტირების თარიღი: 14 October 2019.
  12. Hoyle, Ben (25 February 2019). „Olivia Colman: Babysitter sent video of kids watching me win Oscar“. The Times. ციტირების თარიღი: 25 February 2019.
  13. Olivia Colman: The Vogue Interview.