აბიდოსი (არაბ.أبيدوس) — ძველი ეგვიპტის „საღვთო ქალაქი“ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი თანამედროვე ეგვიპტისსუჰაგის პროვინციაში, უდაბნოში, მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ელ-ბალუანის მახლობლად.
აბიდოსი წარმოადგენდა ევიპტის პირველი ორი დინასტიის ფარაონთა განსასვენებელს და მოგვიანებით ოსირისის კულტის ცენტრს. ოსირისის ტაძარზე აბიდოსში განსაკუთრებით თუთმოს III და რამსეს III ზრუნავდნენ. ზოგიერთ ფარაონს აქ კენოტაფიც ჰქონდა. აღსანიშნავია აბიდოსის ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლი — სეთი I-ის ტაძარი, რომელშიც აღმოჩნდა ე.წ. აბიდოსის მეფეთა სია, ვრცელი რელიეფი, რომელზეც სეთი და მისი ვაჟი რამსეს II ძღვენს სწირავენ 76 გარდაცვლილი წინამორბედის კარტუშს.
Ayrton, Edward Russell; William Matthew Flinders Petrie (1904). Abydos. Offices of the Egypt Exploration Fund.
Harvey, Stephen (Spring 2004). „New Evidence at Abydos for Ahmose's funerary cult“. Egyptian Archaeology. EES. 24.
Murray, Margaret Alice; Joseph Grafton Milne, Walter Ewing Crum (1904). The Osireion at Abydos, reprint edition, June 1989, B. Quaritch. ISBN1854170414.