შინაარსზე გადასვლა

მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები

თანამედროვე მსოფლიოში მოქმედი ეროვნული სამართლებრივი სისტემები შეიძლება დაიყოს სამართლის ოჯახების მიხედვით. ძირითადად, გამოყოფენ კონტინენტური ევროპის სამართლისა და ანგლო-ამერიკული სამართალის ოჯახებს. აგრეთვე გამოყოფენ რელიგიური და ჩვეულებითი სამართლის ოჯახებსაც[1].

კონტინენტური ევროპის სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახი (ინგლ. Civil Law) მოიცავს ეროვნულ სამართლებრივ სისტემებს, რომელიც დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა რომაული, გერმანული და კონტინენტური ტრადიციების საფუძველზე. კონტინენტური ევროპის სამართლის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის Corpus Iuris Civilis-მა[1].

კონტინენტური ევროპის სამართლის გავრცელებას ხელი შეუწყო ევროპული სახელმწიფოების კოლონიურმა მმართველობამ აფრიკასა და აზიაში. ზოგ ქვეყანაში ევროპული სამართლის რეცეფცია ნებაყოფლობით წარიმართა[1].

კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემაში შეიძლება გამოიყოს რომანული და გერმანული სამართლის ქვეყნები.

რომანული სამართლის ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანული სამართის ჯგუფი ჩამოყალიბდა ნაპოლეონის კანონმდებლობის გავლენით[2]. ამ ჯგუფს მიეკუთვნება:

ქვეყნებიაღწერილობა
არგენტინის დროშა არგენტინაარგენტინამ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა ირჩია, თუმცა კანონმდებელს ხელთ ეპყრა ფრანგული სამოქალაქო კოდექსი. ლათინური ამერიკის სამართალზე გავლენა იქონია ესპანურმა სამართალმაც
ბელგიის დროშა ბელგიაფრანგული სამოქალაქო კოდექსი (Code Civil) ბელგიაში აქამდე ძალაშია, თუმცა განიცადა ცვლილებები
ბოლივიის დროშა ბოლივიაბოლივიის სამოქალაქო კოდექსი ჩამოყალიბდა ფრანგული სამოქალაქო კოდექსის გავლენით
ბრაზილიის დროშა ბრაზილიაბრაზილიამ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა აირჩია, თუმცა კანონმდებელს ხელთ ეპყრა ფრანგული სამოქალაქო კოდექსი
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკაემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
ეკვადორის დროშა ეკვადორიემყარება ჩილეს სამოქალაქო კოდექს, ხოლო თავად ჩილეს სამოქალაქო სამართალზე კი ფრანგული კოდექსის გავლენა დიდია.
ესპანეთის დროშა ესპანეთიეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსსა და ესპანურ ტრადიციებს
იტალიის დროშა იტალიაეფუძნება რომის სამართალსა და ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
კოლომბიის დროშა კოლუმბიაემყარება ჩილეს სამოქალაქო კოდექსს
ლუიზიანა (აშშ-ის შტატი)ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგიდამკვიდრებულია ფრანგული სამოქალაქო კოდექსი
მექსიკის დროშა მექსიკაეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
მონაკოს დროშა მონაკომიეკუთვნება რომანული სამართლის ქვეყნების რიცხვს
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდი1838 წელს მიიღეს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც დიდად არ განსხვავდება ფრანგული სამოქალაქო კოდექსისგან
რუმინეთის დროშა რუმინეთიეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
საფრანგეთის დროშა საფრანგეთიემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს, რომელიც ნაპოლეონმა მიიღო 1804 წელს. იგი ფართოდ იყენებდა რომის სამართალს, განსაკუთრებით, Corpus Iuris Civilis-სს.
ჩილეს დროშა ჩილეჩილემ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა აირჩია. იგი ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსსა და ესპანურ ტრადიციებს
ჰაიტის დროშა ჰაიტიჩამოყალიბდა ფრანგული სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე

გერმანული სამართლის ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანული სამართლის ჯგუფი გერმანული იურიდიული მეცნიერების საფუძველზე ჩამოყალიბდა[3]. ამ ჯგუფს მიეკუთვნება:

ქვეყნებიაღწერილობა
ავსტრიის დროშა ავსტრიაეფუძნება ავსტრიის სამოქალაქო კოდექსს (Allgemeines bürgerliches Gesetzbuch) (1811)
გერმანიის დროშა გერმანიაეფუძნება გერმანიის სამოქალაქო კოდექსს (Bürgerliches Gesetzbuch), რომელზეც დიდი გავლენა აქვთ რომაულ და გერმანულ სამართლის ტრადიციებს
თურქეთის დროშა თურქეთიჩამოყალიბდა შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე
იაპონიის დროშა იაპონიაიაპონელებმა, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კოდიფიკაციის დასრულების შემდეგ, გადმოიღეს იგი და აამოქმედეს 1898 წელს, უფრო ადრე, ვიდრე ეს კოდექსი თავად გერმანიაში ამოქმედდებოდა
ისლანდიის დროშა ისლანდიაეფუძნება გერმანული სამართლის ტრადიციებს
ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინიმიეკუთვნება გერმანული სამართლის ქვეყნების ჯგუფს
ნორვეგიის დროშა ნორვეგიამიეკუთვნება სკანდინავიურ-გერმანულ სამართალს
საბერძნეთის დროშა საბერძნეთიეფუძნება გერმანულ სამოქალაქო კოდექსს
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეაიაპონიის მეშვეობით, ამოქმედდა გერმანული სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს დროშა საქართველოეფუძნება გერმანულ სამოქალაქო კოდექსს
ფინეთის დროშა ფინეთიეფუძნება შვედური სამართლის სისტემას
შვედეთის დროშა შვედეთიეფუძნება ძველ გერმანულ სამართალს
შვეიცარიის დროშა შვეიცარიაეფუძნება შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსს

ანგლო-ამერიკული სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგლო-ამერიკული სამართალი (ინგლ. Common Law), აგრეთვე ცნობილი როგორც საერთო სამართალი, არის ეროვნული სამართლებრივი სისტემების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ინგლისს, დიდი ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნების, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალს. ანგლო-ამერიკული სამართლის გავრცელებას მსოფლიოში დაკავშირებულია ინგლისის კოლონიურ სისტემასთან და ინგლისური ენის საყოველთაო გავრცელებასთან[4][5].

ანგლო-ამერიკული სამართლის ოჯახში გამოყოფენ ინგლისური და ამერიკული სამართლის ქვეყნებს.

ინგლისური სამართლის ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისური სამართლის ქვეყნებს მიეკუთვნება[3]:

ქვეყნებიაღწერილობა
ავსტრალიის დროშა ავსტრალიაეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდიაეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
მიანმარის დროშა ბირმაეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ბანგლადეშის დროშა ბანგლადეშიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ინგლისის დროშა ინგლისიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, რომელზეც გავლენა აქვთ თანამედროვე რომანულ და კონტინენტურ ტრადიციებს
ინდოეთის დროშა ინდოეთიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, გარდა გოასა, სადაც სამოქალაქო სამართალი ეფუძნება პორტუგალიურ სამოქალაქო სამართალს
ირლანდიის დროშა ირლანდიის რესპუბლიკაეფუძნება ირლანდიურ სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
კანადის დროშა კანადაეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, კვებეკის გარდა, სადაც სამოქალაქო სამართალი ეფუძნება ფრანგულ სამართალს
ნაურუს დროშა ნაურუეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
პაკისტანის დროშა პაკისტანიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალსა და ისლამურ სამართალს
სინგაპურის დროშა სინგაპურიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, თუმცა მუსლიმები ექვემდებარებიან ისლამურ სამართალს, რომელიც შარიას სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას პირად ისლამურ სამართალზე, მაგალითად, ქორწინება, მემკვიდრეობა და განქორწინება
უგანდის დროშა უგანდაეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
უელსის დროშა უელსიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ფიჯის დროშა ფიჯიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ჩრდილოეთ ირლანდიაეფუძნება ირლანდიურ სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს

ამერიკული სამართლის ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული სამართლის ქვეყნებს განეკუთვნება ამერიკის შეერთებული შტატები (გარდა შტატ ლუიზიანისა, სადაც სამოქალაქო სამართალში დომინირებს ფრანგული სამართლის ტრადიციები), პალაუ, მარშალის კუნძულები[3]. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული სამართალი, ფაქტობრივად, 50 დამოუკიდებელი შტატის სამართალია[5].

რელიგიური და ჩვეულებითი სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური სამართალი აყალიბებს სამართლის განსაკუთრებულ ჯგუფს. ამ ჯგუფს განეკუთვნება ისლამის (შარია), ბუდიზმის, ინდუიზმისა და ქრისტიანული რელიგიების საეკლესიო სამართალი. რელიგიური სამართლის მოქმედება, ძირითადად, შემოიფარგლება საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლით[3].

რელიგიური სამართლის ჯგუფს მიეკუთვნება:

ქვეყნებიაღწერილობა
ავღანეთის დროშა ავღანეთიისლამური სამართალი
ბანგლადეშის დროშა ბანგლადეშიეფუძნებოდა ინგლისურ საერთო სამართალს
გამბიის დროშა გამბიაინგლისური საერთო სამართალი და ისლამური სამართალი
განის დროშა განაეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ვატიკანის დროშა ვატიკანიეფუძნება კანონიკური სამართლის პრინციპებს
იემენის დროშა იემენიისლამური სამართალი
ირანის დროშა ირანიისლამური სამართალი
ლიბიის დროშა ლიბიაისლამური სამართალი
მავრიტანიის დროშა მავრიტანიაისლამური სამართლისა და ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის შერეული სამართალი. ისლამური სამართალი ფართოდ გამოიყენება საოჯახო სამართალში
მაროკოს დროშა მაროკოისლამური სამართლისა და ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის შერეული სამართალი. ისლამური სამართალი ფართოდ გამოიყენება საოჯახო სამართალში
ნიგერიის დროშა ნიგერიაჩრდილოეთ პროვინციებში მოქმედებს ისლამური სამართალი, ხოლო სამხრეთ და ფედერალურ დონეზე მოქმედებს საერთო სამართალი
ომანის დროშა ომანიშარია
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთიისლამური სამართალი
სუდანის დროშა სუდანიემყარება ისლამურ სამართალს

ჩვეულებითი სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებითი სამართლის ოჯახს მიეკუთვნება აფრიკის, აზიის, ოკეანეთისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა[6].

კონტინენტური ევროპის სამართალი და ანგლო-ამერიკული სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყნებიაღწერილობა
ბოტსვანის დროშა ბოტსვანასამხრეთ აფრიკული სამართალი
გაიანის დროშა გაიანა
ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
ისრაელის დროშა ისრაელიეფუძნება ანგლო-ამერიკულ სამართალს. სამართლებრივ სისტემაზე დიდი გავლენა აქვს გერმანულ სამოქალაქო სამართალს. აგრეთვე დიდ როლს თამაშობს რელიგიური სამართალი
კამერუნის დროშა კამერუნი
კვებეკის დროშა კვებეკიაბრაამის ველზე ფრანგების დამარცხების შემდეგ, ბრიტანელებმა სცადეს გარდაექმნათ კვებეგი ინგლისურენოვანად და დაემკვიდრებინათ საერთო სამართალი, მაგრამ ამერიკსგან მომავალი მზარდი საფრთხის გამო, ბრიტანელები იძულებულნი გახდნენ მიეცათ კვებეკისთვის უფლება, შეენარჩუნებინათ მათი ენა (ფრანგული) და რელიგია (კათოლიციზმი) დამათი სამართლებრივი სისტემა (კონტინენტური ევროპის სამართლი). თუმცა კვებეკში, როგორც კანადის კონფედერაციის წევრი (1867 წლიდან), ფედერალურ დონეზე გამოიყენება ინგლისური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული კანონები.
კვიპროსის დროშა კვიპროსიემყარება ინგლისურ საერთო სამართალსა და ფრანგული, ბერძნული საჯარო სამართლის, იტალიური სამოქალაქო სამართლის, ინდური სახელშეკრულებო სამართლის, ბერძნული კანონიკური სამართლისა და ისლამური სამართლის შერეულ სისტემას.
ლუიზიანა (აშშ-ის შტატი)ემყარება ფრანგულ სამოქალაქო სამართალს, თუმცა ფედერალურ კანონმდებლობა ეფუძნება საერთო სამართალს
მავრიკის დროშა მავრიკი
მალტის დროშა მალტაეფუძნება რომანულ სამართალსა და როჰანის კოდექსს, ნაპოლეონის კოდექს გავლენა აქვს იტალიური სამართლის მეშვეობით. აგრეთვე, საერთო სამართალი არის სამართლის წყარო საჯარო სამართალში
ნამიბიის დროშა ნამიბიასამხრეთ აფრიკული სამართალი
პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკოეფუძნება ესპანურ სამართალს, გავლენა აქვს ამერიკულ საერთო სამართალს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკაინგლისური საერთო სამართლისა და რომანო-ჰოლანდიური სამოქალაქო სამართლის ნარევი, აგრეთვე ჩვეულებითი სამართალი
ესვატინის დროშა ესვატინისამხრეთ აფრიკული სამართალი
ტაილანდის დროშა ტაილანდიგერმანული, შვეიცარიული, ფრანგული, იტალიური, იაპონური და ინდური სამართლის ნარევი. ასევე სამხრეთის ოთხ პროვინციაში მოქმედებს ისლამური სამართალი
ფილიპინების დროშა ფილიპინებიეფუძნება ესპანურ სამართალს, გავლენა აქვს ამერიკულ საერთო სამართალს
შოტლანდიის დროშა შოტლანდიაეფუძნება რომანულ და კონტინენტურ სამართალს
შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკაინგლისური საერთო სამართლის, რომანო-ჰოლანდიური სამართლისა და ჩვეულებითი სამართლის ნარევი

კონტინენტური ევროპის სამართალი და რელიგიური სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყნებიაღწერილობა
ალჟირის დროშა ალჟირი
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროებიემყარება ისლამურ სამართლსა და ეგვიპტურ სამოქალაქო სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ფრანგულ სამოქალაქო სამართალზეა დაფუძნებული
ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი
ეგვიპტის დროშა ეგვიპტეეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო სამართალს, ხოლო საოჯახო სამართალი კი ეფუძნება ისლამურ სამართალს
ინდონეზიის დროშა ინდონეზიაეფუძნება ჰოლანდიურ სამოქალაქო სამართალსა და ინდონეზიურ ადათებს
იორდანიის დროშა იორდანიაემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს, ოთომანთა იმპერიის სამოქალაქო კოდექსს. ისლამური სამართალი გამოიყენება საოჯახო სამართალში
კატარის დროშა კატარიემყარება ისლამურ სამართალსა და ეგვიპტურ სამოქალაქო სამართალს
კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულებიემყარება ისლამურ სამართალსა დად ფრანგულ სამოქალაქო სამართალს
მაროკოს დროშა მაროკოემყარება ისლამურ სამართალსა და ფრანგულ და ესპანურ სამოქალაქო სამართალს
ომანის დროშა ომანი
სირიის დროშა სირიაემყარება ისლამურ სამართალსა და ფრანგულ სამოქალაქო სამართალს
ჯიბუტის დროშა ჯიბუტი

ანგლო-ამერიკული სამართალი და რელიგიური სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყნებიაღწერილობა
მალაიზიის დროშა მალაიზიაემყარება ინგლისურ საერთო სამართალს. პირადი სამართალი, რომელიც დაფუძნებულია შარიაზე, გამოიყენება მუსლიმების მიმართ
ნიგერიის დროშა ნიგერიაჩრდილოეთ პროვინციებში მოქმედებს ისლამური სამართალი, ხოლო სამხრეთ და ფედერალურ დონეზე მოქმედებს საერთო სამართალი
პაკისტანის დროშა პაკისტანიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალსა და ისლამურ სამართალს

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004
  • ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000
  1. 1 2 3 ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 212
  2. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 212-213
  3. 1 2 3 4 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 213
  4. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 216
  5. 1 2 ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000. გვ. 89
  6. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 214