მომხმარებლის განხილვა:Nia chelidze3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
   Help-browser.svg რა არის ვიკიპედია? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში, Nia chelidze3!
Crystal Clear app ktip.png პირველი ნაბიჯები ვიკიპედიის მომხმარებლების სახელით მოგესალმებით მის ქართულენოვან განყოფილებაში!

დაიწყეთ ვიკიპედიის გაცნობა საკუთარ სავარჯიშოში მუშაობით.

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მონაწილეობის მთავარ პრინციპებს: იმუშავეთ გაბედულად და დაიცავით ნეიტრალურობის თვალსაზრისი.

ასე შეიძლება ხელის მოწერა

ვიკიპედიის სტატიებში ხელის მოწერა საჭირო არ არის (ავტორების სია ავტომატურად იქმნება და ხელმისაწვდომია სტატიის ისტორიაში), მაგრამ თუ თქვენ ისურვებთ ფორუმის ან ცალკეული გვერდის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, გთხოვთ ხელი მოაწეროთ თქვენს ტექსტს ოთხი ტილდის (~~~~) გამოყენებით ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ავტორის მითითება ამ შემთხვევაში საჭირო არ არის.

თუ თქვენ სტატიის შექმნა არ შეგიძლიათ ერთი რედაქტირებით და მოგვიანებით მის დასამთავრებლად დაბრუნებას აპირებთ, სტატიის დასაწყისში ჩასვით {{subst:მუშავდება}}, რათა აცნობოთ ამის შესახებ სხვა მომხმარებლებს.

თქვენს პირად გვერდზე შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობთ და თქვენი ინტერესთა სფეროები.

თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდები. თუ ამ გვერდებზე თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ იპოვით, დასვით იგი ვიკიპედიის ფორუმის სათანადო განყოფილებაში ან პირადად მიმართეთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში!

Hello and welcome to the Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, that’s no problem. We have an embassy where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
Nuvola apps kmessedwords.png სტატიების დასათაურება
View-refresh.svg ტექსტის რედაქტირება
Accessories-text-editor.svg წესები და მითითებები
Artykul na medal-MK.svg სანიმუშო სტატია
Applications-internet.svg ენათაშორისი ბმულები
Commons-logo.svg ფაილის ატვირთვა
Green copyright.svg საავტორო უფლებები
Dobry Artykul-MK.svg ახალი სტატიის შექმნა

ჯაბა 1977 14:30, 30 მარტი 2019 (UTC)

გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ ![წყაროს რედაქტირება]

Smiley.svg

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ, გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.გიო ოქრო 15:19, 30 მარტი 2019 (UTC)

წყარო[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. სკოლის სახელმძღვანელო სანდო წყაროდ ვერ ჩაითლება. გამოყენებული უნდა იყოს აკადემიური მნიშვნელობის წყაროები. გიო ოქრო 18:10, 4 აპრილი 2019 (UTC)

გამარჯობა

გიო ოქრო 14:52, 21 მაისი 2019 (UTC)

გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ ![წყაროს რედაქტირება]

Smiley.svg

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ, გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.გიო ოქრო 18:24, 22 მაისი 2019 (UTC)

გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ

გაფრთხილება!
თქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და განიხილება ვანდალიზმად. წესების სისტემატური დარღვევისთვის თქვენ მიმართ გატარდება ადმინისტრაციული ღონისძიებები, თქვენი ამ საიტზე დაშვების აკრძალვის ჩათვლით. გირჩევთ, საფუძვლიანად გადახედოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს.

შენიშვნა: ამ გაფრთხილების წაშლა სასურველი არ არის, ვინაიდან ზოგიერთ შემთხვევაში ესეც ვიკიპედიის წესების დარღვევად ჩაითვლება.

გიო ოქრო 16:59, 23 მაისი 2019 (UTC)

წაშლის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! თქვენ მიერ შექმნილი სტატია წაიშალა, ვინაიდან არსებობს აქტინიუმი და აქტინოიდები. - OTOGI Messages 10:13, 24 მაისი 2019 (UTC)

გამარჯობა

გიო ოქრო 19:04, 24 მაისი 2019 (UTC)

აპელაცია[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, საბუნებისმეტყველო კონკურსში მონაწილეობისათვის. მე ამ კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრი BeqaBai ვარ და მინდა გაცნობოთ, რომ დავასრულე შეფასება. გთხოვთ, აი აქ იხილოთ ჩემი შეფასებები და კომენტარებიც. იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს არ ეთანხმებით, ან ვერ მიხვდებით „რატომ?“ და „რისთვის?“, შეგიძლიათ მომმართოთ მანამ, სანამ საბოლოოდ დასრულდება შეფასება პირად განხილვის გვერდზე და გაგცემთ ადეკვატურ პასუხს, ან განვიხილავ თქვენს საჩივარს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს! პატივისცემით, — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 09:47, 9 ივნისი 2019 (UTC)

სტატიები[წყაროს რედაქტირება]

ქართულ ვიკიპედიაში ერთწინადადებიანი სტატიები არ იწერება. მინიმუმ სამი წინადადებაა სავალდებულო. გიო ოქრო 13:37, 11 ივნისი 2019 (UTC)

Warning / ყურადღება[წყაროს რედაქტირება]

გაფრთხილება The article you've added to Georgian Wikipedia or edit has been/will be deleted, since you are using unclear Georgian language. The online translator you've probably used produces partially wrong translations. According to our policy, usage of online translators without checking the quality of the final output is not allowed and might even result in blocking your account.

თქვენი რედაქტირება წაიშალა ან წაიშლება, ვინაიდან იგი გაუმართავ ენაზეა. ონლაინ-თარჯიმანი, რომელსაც სავარაუდოდ იყენებთ, ნაწილობრივ მცდარ თარგმანს აწარმოებს. მოქმედი წესების მიხედვით, ონლაინ-თარჯიმნების გამოყენება სტატიის საბოლოო ვერსიის შემოწმების გარეშე დაუშვებელია და შესაძლოა, გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაბლოკვა.

Gobrona განხილვაწვლილი 20:56, 11 ივნისი 2019 (UTC)

ენათაშორისი ბმულები[წყაროს რედაქტირება]

ნია გამარჯობა, სტატიის დაწერის შემდეგ აუცილებელია მას ენათაშორისი ბმულები ჩაუსვა, ანუ ენები უნდა მიაბა. --Wiki - ჯაბა 09:08, 16 ივნისი 2019 (UTC)

@Nia chelidze3: აგერ ბმული შეგიძლია უყურო და ისწავლო. სხვა დროს შეგიძLია შენი განხილვის გვერდზე მიპასუხო ხოლმე. მე ვნახავ აუცილებლად. --Wiki - ჯაბა 11:34, 16 ივნისი 2019 (UTC)
@Jaba1977: მადლობა, აუცილებლად ვნახავ, გავითვალისწინებ. 15:49, 16 ივნისი 2019 (UTC)

ძალიან კარგი. --Wiki - ჯაბა 12:01, 16 ივნისი 2019 (UTC)

პლაგიატობა[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედიაში პლაგიატიზმი არ შეიძლება. გიო ოქრო 19:26, 18 ივნისი 2019 (UTC)

ბატავია (გემი)[წყაროს რედაქტირება]

ბატავია (გემი) — მიუთითეთ წყარო, რომელიც სტატიის წერისას გამოიყენეთ და არა ის, რომელიც სხვაენოვან ვიკიებში ნახეთ. გიო ოქრო 06:11, 19 ივნისი 2019 (UTC)

ხალიდი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ნია. გთხოვ, გადახედო ჩემ მიერ შეტანილ თითოეულ ცვლილებას შენს სტატიაში. საკმაოდ ბევრი შეცდომა გაქვს და გულდასმით წაიკითხე და გაითვალისწინე. დახმარება თუ დაგჭირდება მომწერე ჩემს განხილვის გვერდზე. Gobrona განხილვაწვლილი 09:57, 30 ივნისი 2019 (UTC)

გამარჯობა, აუცილებლად გადავხედავ და შემდეგში გავითვალისწინებ, მადლობა.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nia chelidze3 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

ნია, განხილვებში დატოვებულ შეტყობინებებს ბოლოში ხელმოწერა უნდა დაურთო. ზედა პანელში ნახე ეს სიმბოლო და წინადადების ბოლოს მაგას დააწკაპე.
Signature button.png Gobrona განხილვაწვლილი 09:10, 1 ივლისი 2019 (UTC)

მადლობა, გავითვალისწინებ.--nia1945 განხილვაწვლილი 12:16, 1 ივლისი 2019 (UTC)

ალექსი ფავორსკი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ქალბატონო ნია, ქიმიაში ვერ ვერკვევი თორემ დაგეხმარებოდით, გთხვოთ დაასრულოთ სტატია:ალექსი ფავორსკი, პატივისცემით--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 20:06, 5 ივლისი 2019 (UTC)

გამარჯობა, თუ შეგიძლიათ სტატია რომ წამიშალოთ ? აღარ მახსოვს საიდან ვთარგმნიდი ან ვიწერდი.მადლობა. --nia1945 განხილვაწვლილი 06:26, 6 ივლისი 2019 (UTC)

ტირე[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ნია. სტატიის დასაწყისში დეფისის ნაცვლად ვიყენებთ გრძელ, ჰორიზონტალურ ხაზს, ტირეს (—), რომელიც შეგიძლია მონახო დამატებით ნიშნებში. Gobrona განხილვაწვლილი 11:34, 6 ივლისი 2019 (UTC)

და კიდევ, რესურსები ინტერნეტში, ბმულების წინ დაუსვი ფიფქი. Gobrona განხილვაწვლილი 11:36, 6 ივლისი 2019 (UTC)

მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ. --nia1945 განხილვაწვლილი 12:45, 6 ივლისი 2019 (UTC)

გირევი[წყაროს რედაქტირება]

გირევი — კატეგორიები და ლიტერატურის გვერდები. გაითვალისწინეთ რასაც გწერენ და იგივეს სხვაგანაც ნუ იმეორებთ. გიო ოქრო 07:16, 12 ივლისი 2019 (UTC)

ყურადღებით[წყაროს რედაქტირება]

იხ. განხილვა:სიღნაღის ციხე--ცანგალა 08:00, 19 ივლისი 2019 (UTC)

ეკატერინე სატინა[წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე სატინა და შენ თვლი, რომ მხოლოდ ეკატერინე უნდა ეწეროს თარგში და მოქალაქეობა საქართველო? --ცანგალა 09:17, 19 ივლისი 2019 (UTC)

მემგონი სწორად შევასწორე შეცდომები. --nia1945 განხილვაწვლილი 06:03, 21 ივლისი 2019 (UTC)

ეროვნება ჯაბამ გააუქმა.--ცანგალა 06:18, 21 ივლისი 2019 (UTC)

დიახ, ვნახე უკვე. --nia1945 განხილვაწვლილი 06:35, 21 ივლისი 2019 (UTC)

გამოიყენე თარგი[წყაროს რედაქტირება]

{{ეთ|0|861}}--ცანგალა 09:31, 19 ივლისი 2019 (UTC)

იოსებ გძელიშვილი[წყაროს რედაქტირება]

იოსებ გძელიშვილი თუ გრძელიშვილი?--ცანგალა 09:37, 19 ივლისი 2019 (UTC)

როდესაც გეკითხებიან უნდა უპასუსხო. და უნდა გიყვარდეს შეცდომების გასწორება.--ცანგალა 05:58, 21 ივლისი 2019 (UTC)

უკაცრავად, ვერ შევამჩნიე როდის დატოვეთ შეტყობინება, გადავამოწმე და იოსებ გძელიშვილია, მადლობა. --nia1945 განხილვაწვლილი 06:03, 21 ივლისი 2019 (UTC)

იხ. იოსებ გრძელიშვილი რომელს დავუჯეროთ?--ცანგალა 06:14, 21 ივლისი 2019 (UTC)

შევამოწმე საიდანაც ვიწერდი, ჩემმა მასწავლებელმაც იგივე მკითხა და შეამოწმა, გძელიშვილი იყო. --nia1945 განხილვაწვლილი 06:31, 21 ივლისი 2019 (UTC)

მითითებული გვერდი შეტანილია ენციკლოპედია „საქართველოდან“ სამწუხაროდ ეს ენციკლოპედია გერმანიაში მაქვს და გადამოწმებას ვერ ვახერხებ. მგონი შენს მასწავლებელს აქვს ენციკლოპედია„საქართველო“ და იქნებ გადაამოწმოს. გუგლი გრძელიშვილს აგდებს თავისი ნაშრომებით.--ცანგალა 06:35, 21 ივლისი 2019 (UTC)

შესაძლოა, ბეჭდვის პრობლემა იყო,საიდანაც ამოვიწერე, რაც ეწერა ის კი დავწერე. --nia1945 განხილვაწვლილი 06:33, 21 ივლისი 2019 (UTC)

გეთანხმები, შესაძლოა, რომ ბეჭდვის პრობლემაა. და თუ ვთახმდებით, რომ შეცდომაა მაშინ ვიკიში უნდა გასწორდეს.--ცანგალა 06:37, 21 ივლისი 2019 (UTC)

დიახ, ახლავე გავასწორებ. --nia1945 განხილვაწვლილი 06:41, 21 ივლისი 2019 (UTC)

მადლობა ვიღიმი--ცანგალა 06:50, 21 ივლისი 2019 (UTC)

მადლობა თქვენ.--nia1945 განხილვაწვლილი 06:51, 21 ივლისი 2019 (UTC)

იხილეთ ამ სტატიის განხილვა და ნუ იჩქარებთ გადატანას. ნია, არსებობს სტატიის განხილვის გვერდი სადაც აუცილებელია მსგავსი დისკუსიის დაწერა. --Wiki - ჯაბა 20:33, 21 ივლისი 2019 (UTC)

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით. თქვენ მონაწილეობა მიიღეთ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში „საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019“, მონაწილეობის შესახებ სერტიფიკატის მიღებისთვის, სურვილისამებრ გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა. სერტიფიკატის მისაღებად მოგვიანებით დაგიკავშირდებით. გმადლობთ კონკურსში მონაწილეობისთვის. პატივისცემით, --Mehman 97 12:09, 19 ივლისი 2019 (UTC)

აუცილებელია[წყაროს რედაქტირება]

{{DEFAULTSORT:}} (თარგი:დახარისხება)ამ თარგის გამოყენება აუცილებელია ბიოგრაფიულ სტატიებში. იოსებ გრძელიშვილის სტატიაში მე ჩავსვი. ნახე.--ცანგალა 06:49, 21 ივლისი 2019 (UTC)

მადლობა,ვნახავ. --nia1945 განხილვაწვლილი 06:50, 21 ივლისი 2019 (UTC)

აჩი ბერიძე[წყაროს რედაქტირება]

{{nplg ბიოგრაფია|00002575}} ეს თარგი გამოიყენე, როდესაც საპარლამენტო ბიბლიოთეკის გვერდს უთითებ რესურსები ინტერნეტში. „ ქართული ბრჭყალები“ — ამას ვიყენებთ ქართულ ვიკიპედიაში და არა "არ ვხმარობთ ამ ბრჭყალებს". გთხოვ, გაითვალისწინო. და კიდევ როდესაც მოკლე ინფორმაციაა და გვხვდება მრავალი ბათუმი — მხოლოდ ერთ ბათუმს ვუკეთებთ ბმულს.--ცანგალა 20:01, 21 ივლისი 2019 (UTC)

მადლობა,გავითვალისწინებ --nia1945 განხილვაწვლილი 08:17, 23 ივლისი 2019 (UTC)

კლვლავ შენიშვნები[წყაროს რედაქტირება]

ნია, გამაჯობა. იმას გიხსნი ხელმეორედ, რაც უკვე აგიხსენი ან აგიხსნე. მოკლედ: 1) სტატიის დასაწყისში ტირე უნდა ჩაისვას არა ასე „გურამ ბერიშვილი — (დ. 20 ნოემბერი, 1933). ქართველი მათემატიკოსი“, არამედ ასე „გურამ ბერიშვილი (დ. 20 ნოემბერი, 1933) — ქართველი მათემატიკოსი“. 2) დაბადების რიცხვი, თვე და წელი აუცილებლად უნდა ჩაისვას ბმულში. 3) ინფოდაფა შეავსე სრულად. 4) კატეგორიები დაუერთე სრულად. 5) რესურსებში პირდაპირ ნუ ათავსებ ბიოგრაფიული ლექსიკონის ბმულს ასე http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008104/ — ჩასვი ეს თარგი {{nplg ბიოგრაფია|00014404}} და მერე ჩაუსვი პიროვნების ნომერი, აი ასე {{nplg ბიოგრაფია|00014404}}, რომელიც გამოისახება ასე გურამ ბერიშვილისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. 6) და რაც ყველაზე მთავარია, ტექსტის პირდაპირ დაკოპირება ვიკიპედიაში ყოვლად დაუშვებელია. როდესაც ტექსტი გადმოგაქვს პირვანდელი სახით არ განათავსო, შეუცვალე იერსახე, რა თქმა უნდა ფაქტების დამახინჯება არ იგულისხმება აქ. დიდი თხოვნაა, გაითვალისწინე შენიშვნები და უსათუოდ გადახედე ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებებს ამ სტატიაში. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gobrona (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

მადლობა დიდი, გადავხედავ. --nia1945 განხილვაწვლილი 11:21, 23 ივლისი 2019 (UTC)

ისევ გირევი[წყაროს რედაქტირება]

გირევი — ზევით მოგწერეს როგორ კეთდება შესავალი. მიუთითე რა არის გირევი (სოფელი, ციხე, ნასოფლარი თუ სხვ.) და გამოყენებული ლიტერატურის გვერდები. გიო ოქრო 15:03, 27 ივლისი 2019 (UTC)

შენიშვნა ძალაშია. გიო ოქრო 11:16, 2 აგვისტო 2019 (UTC)

ამ წამს შევასწორე, მადლობა--nia1945 განხილვაწვლილი 11:19, 2 აგვისტო 2019 (UTC)

კონსტანტინე ბერიძე[წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე ბერიძე კატეგორიები არ აქვს!!! {{DEFAULTSORT:}} არ არის ჩასმული!!! ერთი და იგივე შენიშვნა-თხოვნა რამდენჯერ უნდა გითხრა!!!--ცანგალა 18:30, 27 ივლისი 2019 (UTC)

კატეგორიები დაბადების თვე და წელიც უნდა ჩაწერო. არ გასწავლეს? {{DEFAULTSORT:}} --ცანგალა 19:05, 1 აგვისტო 2019 (UTC)

გვიანი პასუხისთვის უკაცრავად, რაღაც პრობლემების გამო ვერ შემოვედი და ვერ შევასწორე, გადავხედავ შეცდომებს, მადლობა. --nia1945 განხილვაწვლილი 11:04, 2 აგვისტო 2019 (UTC)

კონსტანტინე ბერიძე[წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე ბერიძე — გადახედეთ ჩემს მიერ განხორციელებულ ცვლილებებს და გაითვალისწინეთ. გიო ოქრო 10:00, 5 აგვისტო 2019 (UTC)

გავითვალისწინებ, მადლობა. --nia1945 განხილვაწვლილი 11:14, 6 აგვისტო 2019 (UTC)

ზურაბ ჭელიძე[წყაროს რედაქტირება]

ზურაბ ჭელიძე — 1) თუკი პიროვნება ცოცხალია ვიყენებთ {{დაბადების თარიღი და ასაკი}}; 2) სსრკ-ის პერიოდში, საქართველოში დაბადებულებს დაბადების ადგილის გვერდით ვუთითებთ საქართველოს სსრ-სა და სსრკ-ს და არა საქართველოს; 3) ლიტერატურაში ჯერ ვუთითებთ ავტორს, შემდეგ წიგნის სახელს, ტომს, გვერდს, გამოცემის ადგილსა და წელს; 4) გამოყენებული ლიტერატურის სექციის სათაურად ვიყენებთ „ლიტერატურა“ და არა „წყარო“; 5) კატეგორიებში ვუთითებთ დაბადების ადგილსაც (მუნიციპალიტეტებს და 5 გამონაკლის ქალაქს); 6) არ შეიძლება სხვა საიტებიდან და წიგნებიდან ტექსტის კოპირება. გიო ოქრო 21:14, 9 აგვისტო 2019 (UTC)

სხვა საიტებიდან არ ვაკოპირებ, ვაშინაარსებ და შემდეგ ვორდში ვკრიფავ, მესმის რომ თუ სხვა საიტიდან ვიღებ ინფორმაციას უნდა შევცვალო სტილი, თუმცა ბიოგრაფიების უმრავლესობის შინაარსი თითქმის სულ სამუშაო ადგილებია, და ადგილებს სადაც ესა თუ ის პიროვნება მუშაობდა სახელს ვერ შევუცვლი, დანარჩენი გასაგებია და გავითვალისწინებ, მადლობა. --nia1945 განხილვაწვლილი 07:16, 10 აგვისტო 2019 (UTC)

Community Insights Survey[წყაროს რედაქტირება]

RMaung (WMF) 00:47, 7 სექტემბერი 2019 (UTC)

Reminder: Community Insights Survey[წყაროს რედაქტირება]

RMaung (WMF) 18:56, 20 სექტემბერი 2019 (UTC)

Reminder: Community Insights Survey[წყაროს რედაქტირება]

RMaung (WMF) 15:11, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)

ფელიქს დრაივერი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ნია. ამ სტატიამ რა დაგიშავა? :) Gobrona განხილვაწვლილი 19:50, 5 ოქტომბერი 2019 (UTC)

გამარჯობა. ცუდი ნამდვილად არაფერი, პირიქით, რამდენიმე ახალი ინგლისური სიტყვა მასწავლა, ვეცდები შეცდომები გავასწორო, მადლობა. --nia1945 განხილვაწვლილი 11:31, 6 ოქტომბერი 2019 (UTC)

ნია უშეცდომო აქ არავინ არაა და მუცლიდან ცოდნა არავის არ გამოყოლია, აქ ლაპარაკია წყაროზე. სქოლიო, მაგას არ აქვს — არც ლიტერატურა, (რესურსები ახლა დაგიმატებია). კარგა ხანია რაც ვიკიპედიაში სტატიებს წერ და უნდა იცოდე, რომ სტატიის შემოტანა წყაროს გარეშე არ შეიძლება. Gobrona განხილვაწვლილი 09:56, 6 ოქტომბერი 2019 (UTC)

რასაკვირველია ასეა, წყაროში ვიკიპედიის გვერდი მივუთითე შეცდომით და გავასწორე. --nia1945 განხილვაწვლილი 11:31, 6 ოქტომბერი 2019 (UTC)

ტერმინები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ნია. კარგია რომ ბიოლოგიისა და ქიმიის საკითხებზე სტატიებს წერ, მაგრამ ზოგიერთ ტერმინს გამოსწორება სჭირდება, მაგალითად ვიყენებთ „წყალბადურ ბმებს“ და არა „წყალბადურ ობლიგაციებს“ როგორც ამას ონლაინ ლექსიკონი თარგმნის. Vano 3333 18:20, 3 ნოემბერი 2019 (UTC)

გამარჯობა, გასაგებია, მადლობა, შემდგომში გავითვალისწინებ. --nia333 13:58, 4 ნოემბერი 2019 (UTC)

თხოვნა[წყაროს რედაქტირება]

ნია, სტატიის დასაწყისში სიტყვა „იყო“-ს არ ვიყენებთ. ასევე არ მესმის ასე რატომ წერ? [[ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცების დარგში|ნობელის პრემია მშ]]ვიდობის განმტკიცების დარგში. უნდა ეწეროს ასე [[ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცების დარგში|ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში]]. გაითვალისწინე. :) --Wiki - ჯაბა 14:07, 14 ნოემბერი 2019 (UTC)

გავითვალისწინებ, მადლობა --nia333 14:09, 14 ნოემბერი 2019 (UTC)

კატეგორიები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, როგორც კენჭისყრით გადაწყდა, სტატიაში ვუთითებთ მხოლოდ ქვედა დონის, წვრილ კატეგორიებს (რასაც შენც მიეცი ხმა). შესაბამისად, ამ სტატიაში კატეგორია:ბიოლოგია არ ჩაისმევა, რადგან არის ზედმეტად ზედა დონის კატეგორია. --ცანგალა 09:43, 22 დეკემბერი 2019 (UTC)

გამარჯობა, დიახ ასეა,მადლობა გავითვალისწინებ. --ნია 04:31, 22 დეკემბერი 2019 (UTC)

თიროზინკინაზული რეცეპტორები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ნია, ამ სტატიაში ენათშორისი ბმულები დაგვიწყებია. Vano 3333 17:10, 15 იანვარი 2020 (UTC)

გამარჯობა, დიახ ასეა, შევასწორე, მადლობა. --nia333 15:27, 16 იანვარი 2020 (UTC)

თავის ტვინის ხიდი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ნია, როდესაც „—“ ამ ტირეს ვიყენებთ მის შემდეგ „არის“ აღარ ვწერთ, ასევე იხილეთ აგრეთვეში საჭირო არ არის ბმულების ჩასმა, უბრალოდ შეგიძლია სხვა გვერდზე გადაამისამართო, მაგალითად [[თავის ტვინი]]. Vano 3333 12:25, 19 იანვარი 2020 (UTC)

გამარჯობა, გასაგებია, მადლობა დიდი. -- ნია 4:46, 19 იანვარი 2020 (UTC)

ინტერმედია[წყაროს რედაქტირება]

სალამი. 1) intermedia.ge ვიკიპედიაში გამოსაყენებელი წყარო არ არის. 2) კატეგორიზაციაზე ზევითაც მოგწერეს: ვუთითებთ მხოლოდ ქვედა დონის კატეგორიას (თვითონ დაუჭირეთ მხარი ამას). გიო ოქრო 14:42, 19 იანვარი 2020 (UTC)

გასაგებია, გავითვალისწინებ. -- ნია 8:06, 19 იანვარი 2020 (UTC)

ჯიჯი ჰადიდი[წყაროს რედაქტირება]

ჯიჯი ჰადიდი — 1) აკლია წყაროები. სასურველია სქოლიოების გადმოტანა თარგმნისას; 2) The New School, Malibu High School რატომ ორიგინალში? 3) კრიმინალური ფსიქოლოგია ისწავლა, თუმცა სწავლა შეწყვიტა, რათა სამოდელო კარიერაზე გაემახვილებინა ყურადღება — თუკი ისწავლა, მაშინ როგორღა შეწყვიტა? 4) საკუთარ სახელებში ტრანსლირებისას ორი თანხმოვანი გვერდიგვერდ არ იწერება; 4) ფილმოგრაფია ქართულად უნდა იყოს; 5) კატეგორიაში მხოლოდ ქვედა დონე; 6) თარიღის შემდეგ არ არის საჭირო მძიმე. გიო ოქრო 21:05, 10 თებერვალი 2020 (UTC)

იგივეა აქაც. გიო ოქრო 21:13, 10 თებერვალი 2020 (UTC)
ნაწილობრივ აქაც. ჯილდოები ვფიქრობ ქართულად უნდა იყოს. გიო ოქრო 21:14, 10 თებერვალი 2020 (UTC)

გამარჯობა, გასაგებია რასაც გულისხმობთ, შემდეგში გავითვალისწინებ, შეცდომები მემგონი სრულად შევასწორე, მადლობა. nia chelidze3 4:13, 11 თებერვალი 2020 (UTC)

ემა რობერტსი[წყაროს რედაქტირება]

ემა რობერტსი — აქაც და სხვა სტატიებშიც, თარგმნისას გადმოიტანეთ სქოლიოებიც, რომ ინფორმაციას წყარო ჰქონდეს. ახლა მითითებული აქვს საიტი, სადაც ვიკიპედიიდანაა ტექსტი გადაკოპირებული :) გიო ოქრო 21:50, 11 თებერვალი 2020 (UTC)

ეშლი ბენსონი — იგივე. გიო ოქრო 21:53, 11 თებერვალი 2020 (UTC)
ემა რობერტსი — სქოლიოები ისევე უნდა ჩაუსვათ, როგორც ინგლისურში, ანუ წინადადების ბოლოს და არა ქვევით ერთად. გიო ოქრო 22:25, 12 თებერვალი 2020 (UTC)

გასაგებია, მადლობა. nia chelidze3 3:29, 13 თებერვალი 2020 (UTC)

ასევე, შესავალში „არის“ არ ვიყენებთ. საჭიროა ტირე „—“. ფრჩხილების წინ კი ადგილი უნდა გამოტოვოთ. გიო ოქრო 18:19, 14 თებერვალი 2020 (UTC)
ბმულები კი [[ამერიკელები|ამერიკელ]]ი მაგივრად [[ამერიკელები|ამერიკელი]]. გიო ოქრო 18:20, 14 თებერვალი 2020 (UTC)
თარიღის შემდეგ მძიმე არ უნდა, ზევითაც მოგწერეთ. გიო ოქრო 18:21, 14 თებერვალი 2020 (UTC)
ტოპონიმები ითარგმნება. გიო ოქრო 18:23, 14 თებერვალი

გამარჯობა, გასაგებია, გავასწორებ. მომხმარებელი:nia chelidze3

პეიტონ ლისტი (მსახიობი, დაბადებული 1986)[წყაროს რედაქტირება]

პეიტონ ლისტი (მსახიობი, დაბადებული 1986) — ზევითაც მოგწერეთ, ტოპონიმებს ვთარგმნით. გიო ოქრო 17:36, 17 თებერვალი 2020 (UTC)

Emmy Award[წყაროს რედაქტირება]

Emmy Award, Golden Globe Awards — ითარგმნება, გვერდებიც გვაქვს. გიო ოქრო 14:39, 18 თებერვალი 2020 (UTC)

არ ვიცოდი, შევასწორებ,მადლობა. nia chelidze3

დრამა[წყაროს რედაქტირება]

სალამი. დრამა ფილმის/სერიალის მაგივრად გამოიყენეთ დრამატული ფილმი/სერიალი. ცალკეულად კი დრამა შესაძლებელია. მაგ., 2020 წლის დრამა და 2020 წლის დრამატული ფილმი (მაგივრად დრამა ფილმისა), ორივე სწორია. გიო ოქრო 15:49, 28 თებერვალი 2020 (UTC)

სალამი. მადლობა, გავითვალისწინებ. Nia 8:03, 28 თებერვალი 2020 (UTC)

აქვე დავწერ, ინფოდაფებიდან * სიმბოლო ამოიღეთ ხოლმე, არაა საჭირო. გიო ოქრო 19:46, 3 მარტი 2020 (UTC)
 სალამი, სამწუხაროდ ვერ მივხვდი რას გულისხმობთ. Nia 7:36, 4 მარტი 2020 (UTC)
ინფოდაფას როდესად დააკოპირებთ და იქ ინფოდაფის სათურში ფიფქი * რომ წერია, უნდა ამოიღოთ. მაგ., ელის ივი. გიო ოქრო 15:29, 4 მარტი 2020 (UTC)
კარგით, გასაგებია. Nia 7:44, 4 მარტი 2020 (UTC)

ფილმების სახელები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ნია. ფილმის დასახლებას ვწერთ ქართულად. Gobrona განხილვაწვლილი 12:47, 12 აპრილი 2020 (UTC)

გამარჯობა, დიახ ვიცი. კინოსაიტებზე ვთარგმნი ხოლმე — მკითხველმა რომ შესძლოს ამ სახელით მოძიება, ამ სათაურებით ფილმები ვერ ვნახე ქართულ საიტებზე და ასე ამიტომ დავტოვე. Nia chelidze3 5:01, 12 პრილი 2020 (UTC)

შერონ ტეიტი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! გთხოვ, სტატიების წერისას ორთოგრაფიას მიაქციო ხოლმე ყურადღება. - OTOGI Messages 16:28, 12 აპრილი 2020 (UTC)

გამარჯობა, გასაგებია. Nia chelidze3 8:52, 12 აპრილი 2020 (UTC)

ქალები ვიკიპედიაში 2020 — გილოცავთ![წყაროს რედაქტირება]

გილოცავთ! თქვენ გაიმარჯვეთ „ვმ საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ქალები ვიკიპედიაში 2020“. თქვენი ჯილდოს მისაღებად და შემდგომი ინსტრუქციისთვის, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე — contests@wikimedia.ge (თემის ველში ჩაწერეთ → ქალები ვიკიპედიაში [თქვენი მომხმარებლის სახილი]). პატივისცემით, --Mehman 97 21:48, 14 აპრილი 2020 (UTC)

პატრიკ უაიტი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ნია! პირველ ყოვლისა, ისეთი ტიპის სტატიაში, რომელიც მარტოოდენ მწერალს შეეხება ვიყენებთ ხოლმე {{ინფოდაფა მწერალი}}-ს ანუ {{ინფოდაფა პიროვნება}}-ის გამოყენება ასეთ შემთხვევაში საჭირო არ არის. {{ინფოდაფა პიროვნება}}-ს ვიყენებთ მაშინ, როდესაც პიროვნების სამოღვაწეო ასპარეზი რამდენიმე სფეროს აერთიანებს, აი მაგ., პირობითად, თუკი ადამიანი არის ერთდროულად ფილოსოფოსი, მეცნიერი და მწერალი უნდა ჩავსვათ {{ინფოდაფა პიროვნება}}, თუკი პიროვნება მხოლოდ მწერალია (როგორც უაიტის შემთხვევაში) მხოლოდ {{ინფოდაფა მწერალი}}. P. S. მნიშვნელოვანია, რომ {{ინფოდაფა მწერალი}} გამოყენების შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ ასეთი კონსტრუქციის გამოყენება: {{ინფოდაფა მწერალი}} და მორჩა, ველები ავტომატურად შეივსება. იხ. სტატია პატრიკ უაიტი-ის შიგთავსი. თუკი რაიმეს ვერ გაიგებთ, მოგვმართეთ! - OTOGI Messages 16:19, 3 ივნისი 2020 (UTC)

გამარჯობა. ეს რა კარგი რაღაც მითხარით, უღრმესი მადლობა. და ეს ველების თავისით შევსება მხოლოდ მწერლებს არ ეხება ალბათ ხო ? Nia Chelidze3 7:09, 3 ივნისი 2020 (UTC)

არაფრის!. ანუ, ინფოდაფა პიროვნებას ამ ეტაპზე ველების შევსება სჭირდება, ხოლო ინფოდაფების გარკვეული ჯგუფი ინტეგრირებულია ვიკიმონაცემებთან, მაგ., ინფოდაფა:მწერალი, ინფოდაფა:მეცნიერი, ინფოდაფა:მხატვარი და ა.შ. ამათ ველების შევსება არ სჭირდებათ. აგრეთვე, მაგ., იხ. ჰერმან მელვილი დაბადებისა და გარდაცვალების კატეგორიის მითითებაც არაა საჭირო, ვინაიდან ინფოდაფა:მწერალი ავტომატურად იყენებს დაბადებისა და გარდაცვალების კატეგორიებს. - OTOGI Messages 17:19, 3 ივნისი 2020 (UTC)
გასაგებია რასაც გულისხმობთ. ისე მეზარებოდა ხოლმე ამ ველების შევსება, სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მადლიერი დავრჩები. Nia Chelidze3 9:46, 3 ივნისი 2020 (UTC)
კი, არავის უყვარს ეგ საქმე... კიდევ ერთი ნიუანსი, მაგ., ამ სტატიაში ჯონ მაქსველ კუტზეე ინფოდაფის ველი ჯილდოები დიდია (ანუ სრულია), თუ გსურთ შეგიძლიათ შეამოკლოთ, ამისათვის საჭიროა ველის დამატება (პირობითად): {{ინფოდაფა მწერალი| ჯილდოები = ნობელის პრემია}} და ინფოდაფის ველი ჯილდოები შემოკლდება, ანუ ასეთ შემთხვევაში ველი თქვენ უნდა გაუწეროთ თუ ავტომატურად შევსებული ველის შემოკლება გსურთ. სულ ეს არის. წარმატებას გისურვებთ!. - OTOGI Messages 18:08, 3 ივნისი 2020 (UTC)
დიდი მადლობა. უი, კიდევ რაღაც მაინტერესებს (UTC)-სთან დაკავშირებით, ანუ მაგალითად თქვენ დაახლოებით 10 წუთის წინ დამიტოვეთ შეტყობინება, თუმცა 18:08 გიწერიათ, ეგ კი გასაგებია რატომ, მაგრამ თქვენ თვითონ არ უთითებთ ალბათ ამ დროს არა? (ჩემგან განსხვავებით). Nia Chelidze3 9:46, 3 ივნისი 2020 (UTC)
არა, ნია, როდესაც წერილს დაწერთ, სულ ბოლოში ხელი უნდა მოაწეროთ ამ ღილაკზე დაკლიკებით (იხ. სურათი)
Signature button.png
. ამ ღილაკს ეწოდება ხელმოწერა და დრო. რეალურად ეს არის ოთხი ტილდა (~~~~). როგორც კი დასვავთ დროს ავტომატურად დაგიწერთ. თქვენ მექანიკურად ნუ ჩაწერთ დროს. სცადეთ. - OTOGI Messages 18:41, 3 ივნისი 2020 (UTC)
აჰ კარგით, მადლობა. --nia333 18:45, 3 ივნისი 2020 (UTC)

სანდო მომხმარებელი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ნია! ამიერიდან გენიჭებათ სანდო მომხმარებელის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცვლილებებს დამატებით შემოწმება აღარ დასჭირდება!. თუმცა ბოლოდროინდელი ვითარებიდან გამომდინარე, ამ სტატუსს ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდა, იმედია თქვენს შემთხვევაში გამართულად იმუშავებს. მთავარია, დიდი ყურადღება ორთოგრაფიას მიაქციოთ, თქვენ ნამუშევარს კარგად უნდა გადახედოთ ხოლმე. გისურვებთ წარმატებას! - OTOGI Messages 11:11, 16 ივნისი 2020 (UTC)

უღრმესი მადლობა. 😍 --Nia Che 17:48, 16 ივნისი 2020 (UTC)

რჩევები[წყაროს რედაქტირება]

ნია, გამარჯობა! ესე იგი, პირველ ყოვლისა, მაგ., ამ სტატიაში უილიამ ლიფსკომი კენტუკის უნივერსიტეტთან გამოყენებული გაქვთ ბრჭყალები, რაც არასწორია. ასეთ დროს ბრჭყალები არ არის საჭირო. აგრეთვე, სტატიის შესავალში დ. — გ. არ დაგავიწყდეთ ხოლმე. მართებულია აგრეთვე ემერიტუს-პროფესორი და ა.შ. ამ ეტაპზე ჩავასწორე შეცდომები, მაგრამ თხოვნაა, რომ ყოველივე გაითვალისწინოთ. - OTOGI Messages 06:55, 21 ივნისი 2020 (UTC)

გამარჯობა. დიდი მადლობა, შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ. --Nia Che 17:53, 23 ივნისი 2020 (UTC)

„სონგვრაითერი“[წყაროს რედაქტირება]

სალამი. ქართულად სწორია სიმღერების ავტორი. გიო ოქრო 20:04, 3 ივლისი 2020 (UTC)

გამარჯობა, გიო. მეც მასე ვიცოდი, მაგრამ ვიფიქრე რომ ვიკიში მასე წერდნენ. მადლობა. --Nia Che 05:12, 4 ივლისი 2020 (UTC)