თიროზინკინაზული რეცეპტორები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თიროზინკინაზულ რეცეპტორებს შეუძლია ერთზე მეტი სასიგნალო გზის მყისვე ჩართვა, ისინი უჯრედს ეხმარებიან ზრდისა და გამრავლების პროცესების მრავალი ასპექტის რეგულაციასა და კოორდინაციაში. ამ რეცეპტორთა კლასი არის პლაზმური მემბრანის რეცეპტორების ერთ-ერთი ძირითადი კლასი, რომლებიც ფერმენტული აქტივობით ხასიათდებიან. კინაზა არის ფერმენტი, რომელიც ფოსფატის ჯგუფების გადატანას ახდენს. რეცეპტორის ციტოპლაზმური ნაწილი მოქმედებს როგორც თიროზინკინაზა, ფერმენტი, რომელსაც ფოსფატის ჯგუფი ატფ-დან გადააქვს სუბსტრატის მოლეკულის ამინომჟავა თიროზინზე. ასე რომ, თიროზინკინაზული რეცეპტორები, მემბრაზნული რეცეპტორებია, რომლებიც ფოსფატს ამაგრებენ თიროზინებზე.

ერთ თიროზინკინაზულ რეცეპტორის კომპლექსს შეუძლია გააქტივოს ათი ან მეტი განსხვავებული გადამცემი გზა და უჯრედული პასუხი. ერთი ლიგანდის დაკავშირებით მრავალი გზის ჩართვის უნარი არის არსებითი განსხვავება თიროზინკინაზულ და G-ცილასთან დაკავშირებულ რეცეპტორებს შორის. არანორმული თიროზინკინაზული რეცეპტორები, რომლებიც სასიგნალო მოლეკულის არარსებობის დროსაც კი ფუნქციონირებენ, მონაწილეობას ღებულობენ ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარებაში.

თიროზინკინაზული რეცეპტორების მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასიგნალო მოლეკულის დაკავშირებამდე, რეცეპტორები არსებობენ როგორც ინდივიდუალური პოლიპეპტიდები, თითოეულ მათგანს აქვს უჯრედგარე სიგნალის დაკავშირების საიტი, მემბრანის გამჭოლი a სპირალი და მრავალი თიროზინის შემცველი უჯრედებშიდა ბოლო.

სასიგნალო მოლეკულის დაკავშირება იწვევს ორი რეცეპტორული პოლიპეპტიდის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებას და წარმოქმნიან დიმერს.

დიმერიზაცია ააქტივებს თითოეული პოლიპეპტიდის თიროზინ-კინაზულ რეგიონს, თითოეული თიროზინ-კინაზა ატფ-ის მოლეკულიდან ფოსფატს ამატებს მეორე პოლიპეპტიდის კუდის თიროზინზე.

რადგან რეცეპტორული ცილა სრულად გააქტივებულია, იგი შეიცნობა სპეციფიკური გადამტანი ცილის მიერ უჯრედის შიგნით. ყოველი ასეთი ცილა უკავშირდება სპეციფიკურ ფოსფორილირებულ ტიროზინ და გამოწვეული სტრუქტურული ცვლილება ააქტივებს დაკავშირებულ ცილას. ყოველი დაკავშირებული ცილა იწყება ტრანსდუქციის გზას, რომელიც უჯრედული პასუხისკენ მიდის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, ბიოლოგია, VII გამოცემა, გვ. 259. თბ., 2009 წელი.