ზურაბ ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ ჭელიძე
დაბ. თარიღი 17 სექტემბერი, 1963 (1963-09-17) (60 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზურაბ ჭელიძე (დ. 17 სექტემბერი, 1963) — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი და თანანმდებობის პირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1963 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ თბილისში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

იყო გეოფიზიკის ინსტიტუტის ტექნიკოსი, უმცროსი და უფროსი ინჟინერი, 1982 წლიდან კი მეცნიერ-თანამშრომელი. 1983 წლიდან არის „პირველი რადიოს“ პრეზიდენტი, 1997 წლიდან „პირველი სტერეოს“ გენერალური დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მიწისძვრის შესწავლის შესახებ, სხვადასხვა ქვეყნის გეოფიზიკურ ჟურნალებში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998 — სამაუწყებლო ტექნიკის ინჟინერ-ექსპერტის ევროპული სერთიფიკატი
  • „BDHX“-ის მედალი და სიგელი, ელექტრონიკის დარგში

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 397, თბ., 1998-1999.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]