ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი
UG-GE Wikipedia contest CBP.png

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსივიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის (Wikimedia Community User Group Georgia) მიერ ორგანიზებული კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ ვიკიპედიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) შესახებ ახალი კონტენტის შექმნას.

აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს ახალი მომხარებლების მოზიდვას, რაც ხელს შეუწყობს ქართული ვიკიპედიის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვის ზრდას.




სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის შესაბამის გვერდზე

წესები

მოკლედ: ახალი სტატია უნდა იყოს: ქიმიის, ბიოლოგიის და ფიზიკის შესახებ; მინიმუმ 10 000 ბაიტი და 300 სიტყვა; დაწერილი უნდა იყოს 2019 წლის აპრილ-მაისის თვის განმავლობაში და არ უნდა იყოს სია.

კონკრეტულად:

  1. ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენს მიერ 2019 წლის 1 აპრილის 0:00 (UTC+04:00)-დან — 31 მაისის, 23:59 (UTC+04:00; თბილისის დრო)-მდე.
  2. სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 10 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
  3. მიიღება მხოლოდ ახალი სტატიები.
  4. სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ცნობადობის კრიტერიუმებს.
  5. სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს სანდო და გადამოწმებადი წყაროები.
  6. სტატია არ უნდა იყოს დაკოპირებული.
  7. სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და დაწერილი იყოს გამართული ენით.
  8. სტატია უნდა იყოს უპრობლემო (ტეგებისა და თარგების გარეშე).
  9. სტატია არ უნდა იყოს სია.
  10. სტატია უნდა იყოს ინფორმატიული.
  11. სტატია უნდა იყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესახებ: ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა.
  12. ორგანიზატორებისთვის მონაწილეობა შეზღუდულია.
  13. ჟიურის წევრებისთვის მონაწილეობა შეზღუდულია.

შენიშვნები:

  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ კონკურსის ჟიური იღებს.
  • სტატიები მიიღება, როგორც კონკრეტულ მეცნიერულ თემატიკაზე, ასევე ამ მხრივ მოღვაწე და მოქმედ პიროვნებებისა (მეცნიერების) და ორგანიზაციების შესახებ.
  • პიროვნებებისა (მეცნიერების) და ორგანიზაციების შესახებ სტატიები შეფასდება შედარებით დაბალი ქულით, ვიდრე თემატური სტატიები: თემატური სტატიები (მაქსიმუმ შეფასდება 3 ქულით); პიროვნებების შესახებ სტატიები (მაქსიმუმ შეფასდება 2 ქულით); ორგანიზაციების შესახებ სტატიები (მაქსიმუმ შეფასდება 1 ქულით).
  • შეფასების პროცესი დაიწყება კონკურსის დასრულებისთანავე.

პრიზები

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ მარათონში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (9 საპრიზო ადგილი) დააჯილდოვებს წიგნის შესაძენად გათვლილი ვაუჩერებით.

ქიმია

  • 1st პირველი ადგილი : 500 ლარის ვაუჩერი
  • 2nd მეორე ადგილი : 400 ლარის ვაუჩერი
  • 3rd მესამე ადგილი : 300 ლარის ვაუჩერი

ბიოლოგია

  • 1st პირველი ადგილი : 500 ლარის ვაუჩერი
  • 2nd მეორე ადგილი : 400 ლარის ვაუჩერი
  • 3rd მესამე ადგილი : 300 ლარის ვაუჩერი

ფიზიკა

  • 1st პირველი ადგილი : 500 ლარის ვაუჩერი
  • 2nd მეორე ადგილი : 400 ლარის ვაუჩერი
  • 3rd მესამე ადგილი : 300 ლარის ვაუჩერი

შენიშვნები:

  • თითო მონაწილეს შეუძლია გაიმარჯვოს მხოლოდ ერთ კატეგორიაში (მაგ.: მონაწილე, რომელიც დაიკავა ფიზიკის ნაწილში პირველი ადგილი, არ შეუძლია დაიკავოს სხვა საპრიზო ადგილი სხვაგან.).

ორგანიზატორები

ჟიური

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე