ბატავია (გემი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბატავია
მშენებლობა: 1628
მთავარი მახასიათებლები
კლასი/ტიპი:ოსტ-ინდური გემი
სიმაღლე:55 მეტრი
სიმძლავრე:1,200
სიჩქარე:5 კმ/სთ

ბატავიაავსტრალიის ნაპირებთან ჩაძირული ჰოლანდიური სავაჭრო კომპანიის კუთვნილი ერთ-ერთი პირველი გემი. ის ავსტრალიასა და ინდონეზიას შორის რიფზე შეჯდა. ამ მხარის სახიფათო ზღვებში 1600-დან 1800 წლამდე ასობით მსგავსი გემი შთანთქა ზღვამ. ოსტინდოეთის მეზღვაურებს პირველად მთელი წელი დასჭირდათ ევროპიდან ინდოეთამდე ჩასაღწევად. 1613 წელს ჰოლანდიელმა კაპიტანმა ჰენდრიკ ბროუერმა ინდოეთის ოკეანის სამხრეთში პირველმა გაიკვალა ახალი გზა.

„ბატავიის“ დაღუპვის შესახებ ბევრი რამაა ცნობილი, რადგან კაპიტანი გადარჩა. მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ შეეჯახა გემი კლდეს და შემდგომ რა მოხდა. რამდენიმე ოფიცერთან ერთად მან პატარა ნავით დატოვა ხომალდი, ეკიპაჟი, კუნძულებს შეფარებული 268 მგზავრი და დახმარების საძებრად გაცურა.

ჩაძირულ „ბატავიას“ 1963 წელს მიაკვლიეს. „ბატავიის“ ჩაძირვის ადგილზე რამდენიმე საგანი იქნა აღმოჩენილი. მათ შორის: ვერცხლის სამაგიდე სერვიზი ინდოეთის იმპერატორ ჯეჰანგირისთვის და ჰოლანდიურ ფორტ ბატავიისათვის. გარდა ამისა, აღმოჩნდა 4 ასტროლაბი და გლობუსის ნაწილი, რომელიც 1600 წელს ევროპელთათვის ცნობილ მსოფლიოს გამოსახავდა.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 100 ფაქტი რომელიც უნდა იცოდე: საზღვაო კატასტროფები, გვ. 26