ეშლი ბენსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეშლი ბენსონი

ეშლი ბენსონი 38th People's Choice Awards-ზე
დაბადების სახელი ეშლი ვიქტორია ბენსონი
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი, 1989 (1989-12-18) (34 წლის)
ანაჰაიმი, ნიუ-იორკი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მოდელი
აქტიური 2002-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი კარა დელევინი

ეშლი ვიქტორია ბენსონი (ინგლ. Ashley Victoria Benson) (დ. 18 დეკემბერი, 1989) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. იგი მონაწილეობდა თინეიჯერულ, დრამატულ სერიალში, „პატარა საყვარელ მატყუარებში“, სადაც მან ჰანა მარინის როლი მოირგო. ბენსონი გადაღებული იქნა შემდეგ ფილმებში: „გამოწვევა გამარჯვებისკენ“ (2007), „საშობაო ამური“ (2010), „აღვირახსნილი არდადეგები“ (2012), „ვირთხის დამჯერი“ (2015), „დიდი ქალაქის სიყვარული“ (2016), „მისი სურნელი“ (2018) და სხვა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეშლი ვიქტორია ბენსონი 1989 წლის 18 დეკემბერს, ანაჰეიმში დაიბადა და გაიზარდა. არის შენონის და ჯეფ ბენსონის ქალიშვილი. მას ჰყავს ერთი უმცროსი და, შელინ ბენსონი. ეშლიმ ცეკვა სამი წლის ასაკში დაიწყო. სწავლობდა ბალეტს, ჯაზს და ჰიპ-ჰოპს. იგი სიმღერებს, გუნდებში ადრეული ასაკიდან ასრულებდა. 4 წლის ასაკში, იგი ეკლესიაში სოლოს მღეროდა. როდესაც 8 წლის გახდა, მან Ford Models-თან თანამშრომლობა დაიწყო, რის შემდეგაც, ინტენსიურად ჩნდებოდა რეკლამებში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენსონი 2004-2007 წლებში მონაწილეობდა სატელევიზიო პროგრამა-„Days of Our Lives“-ში, სადაც ასრულებდა აბიგაილ დევერაუქსის როლს. 2002 წელს, გამოჩნდა Lil' Romeos-ს მუსიკალურ ვიდეოში. გარდა ამისა გადაღებული იქნა სხვა რამდენიმე მუსიკალურ ვიდეოში, მათ შორისაა: NLT'-ს „That Girl“, One Call'-ის „BlackLight“, და Hot Chelle Rae-ს „Honestly“.

ეშლიმ თავისი დიდებული დებიუტი 2004 წელს შექმნა, როდესაც გადაღებული იქნა კომედიური ჟანრის ფილმ-„13-დან 30-ში“. იგი გადაიღეს ფილმში „გამოწვევა გამარჯვებისაკენ“, სადაც ქერსონის როლი შეასრულა. 2008 წელს, იგი სატელევიზიო ჩანელის, „Lifetime“-ის ორიგინალურ ფილმში გადაიღეს, სახელად, „Fab Five:The Texas Cheerleader Scandal“, სადაც მან ბრუკ ტიპითის როლი ითამაშა. ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე. გადაღებულია მაკკინის ჩრდილოეთ საშუალო სკოლის ტერიტორიაზე, ტეხასში.

2008 წელს, მან მონაწილეობა მიიღო The Cw-ს სერიალის „ზებუნებრივში“, როლით-გულშემატკივარი. 2009 წელს ბენსონი თამაშობდა ABC-ს კომედიურ სატელევიზიო სერიალ-„Eastwick”-ში. გადაცემა დაფუძნებული იყო ჯონ აპდაიკის ნოველაზე. ამავე ნოველაზე დაყრდნობით, 1987 წელს, გადაიღეს ფილმი, სახელწოდებით-„ისტვიკელი ალქაჯები“. თუმცა, ამ გადაცემის მხოლოდ 13 ეპიზოდი გამოვიდა, დაბალი რეიტინიგის გამო. 2005 წელს გადაიღეს, ფილმ „ვირთხების დამჯერ“-ში, სადაც თამაშობდა ემა ტეილორის როლს. ამავე წელს, იგი ფილმ „პიქსელებ“-ში გადაიღეს, სადაც იგი ლედი ლიზას როლს ასრულებდა, ხოლო 2016 წელს, ეშლი ბიოგრაფიულ, კომედიურ-დრამა ფილმში-„ელვისი და ნიქსონი“-ში მონაწილეობდა, სადაც მარგარეტის როლს ასრულებდა.

პერსონალური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენსონს ცნობილ ინგლისელ მსახიობთან და მოდელთან კარა დელევინთან აქვს ურთიერთობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]