ჯიჯი ჰადიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
*ჯიჯი ჰადიდი
Gigi Hadid. 2015.jpg
ჯიჯი ჰადიდი 2015 წლის ნოემბერს
დაბადების სახელი ჯელენა ნორა ჰადიდი
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1995 (1995-04-23) (25 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება მალიბუს უმაღლესი სკოლა
საქმიანობა მოდელი
აქტიური 1997-დღემდე
ორგანიზაცია IMG Models (ნიუ-იორკი)
სიმაღლე 1.79 სმ
წონა 57 კგ
მშობლები მამა: მუჰამედ ჰადიდი
დედა: იოლანდა ჰადიდი
ნათესავები ბელა ჰადიდი(და)
ანვარ ჰადიდი(ძმა)

ჯიჯი ჰადიდი (დ. 23 აპრილი, 1995)[1]ამერიკელი მოდელი. ჰადიდი თანამშრომლობს სამოდელო სააგენტო IMG Models-თან. 2016 წელს, იგი ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ დასახელდა წლის საერთაშორისო მოდელად.

ადრინდელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯელენა ნორა ჰადიდი დაიბადა 1995 წლის 23 აპრილს, ლოს-ანჯელესში[2] . არის უძრავი ქონების დეველოპერის, მუჰამედ ჰადიდის და ყოფილი მოდელის იოლანდა ჰადიდის პირველი შვილი. დედამისი გერმანელია, ხოლო მამისი პალესტინელი[3] . ჰყავს და ბელა ჰადიდი და ძმა ანვარ ჰადიდი, ორივე მათგანი მოდელია. ჰყავს ორი უფროსი ნახევარდა, მარიელა და ალანა[4][1]. 2013 წელს ჰადიდმა დაამთავრა მალიბუს უმაღლესი სკოლა, სადაც ფრენბურთის კაპიტანი და კომპეტენტური ცხენოსანი იყო.

სწავლის და სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად ის საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში. ჰადიდმა „ახალ სკოლაში“ კრიმინალური ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო, თუმცა სწავლა შეწყვიტა, რათა სამოდელო კარიერაზე გაემახვილებინა ყურადღება[5].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997-2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიჯი ჰადიდმა სამოდელო კარიერა 2 წლის[6] ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, რაც პოლ მარჩიანომ, ტანსაცმლის ბრენდ „Guess“-ის დამფუძნებელმა აღმოაჩინა.

ჰადიდი სამოდელო კარიერას საბოლოოდ 2011[7] წელს დაუბრუნდა, მან გაანახლა მუშაობა მარჩიანოსთან, ხოლო 2012 წელს გახდა Guess-ის სახე, მან Guess-თან სამი ფოტოსესია გადაიღო[8].

2012-2014[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰადიდი amFARის გალაზე, 2015 წელს

ნიუ-იორკში გადმოსვლის და IMG Models-თან თანამშრობლობის შემდეგ, მან New York Fashion Week-ზე თავისი სამოდელო დებიუტი შექმნა, როდესაც 2014 წელს, Desigual[9][10]-ის სამოდელო სახლის ტანსაცმელით, შოუზე გაიარა. 2014 წლის 15 ივლისს, მან ითამაშა მსახიობთან და მოდელთან პატრიკ შვარცენეგერთან ერთად, დიზაინერის ტომ ფორდის, მიერ Eyewear შემოდგომა / ზამთრის კამპანიაზე. ის თანამასპინძლობდა „Daily Front Row“-ის „Fashion Media Awards“-ის ღონისძიებას, რომელიც ჩატარდა ნიუ-იორკში, 2014 წლის 5 სექტემბერს.

2014[11][12][13] წელს, იყო ჟურნალ „Galore“-ს და ჟურნალ „Carine Roitfeld“-ის გარეკანზე.

2015-2016: წლის მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიჯი ჰადიდი თავის დასთან, ბელასთან ერთად, Anna Sui-ის ზამთრის ჩვენებაზე, 2017 წლის 15 თებერვალს

2015 წლის იანვარში, ჯიჯი ჰადიდი დაასახელეს „Daily Front Row“–ის და „Maybelline“-ის წლის მოდელად. 2015 წლის მარტში, ჰადიდმა მის მაშინდელ მეგობარ ბიჭთან, კოდი სიმსსონთან ერთად, მარიო ტესტინოს საფოტოგრაფო პროექტის ნაწილ-„Towel Series“-ში მიიღო მონაწილეობა. 2015 წლის მაისისთვის, მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ისეთი დიზაინერების სამოდელო ჩვენებებზე, როგორიცაა: მარკ ჯეიკობსი, შანელი, მაიკლ კორსი და სხვა.

2017-დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰადიდმა მონაწილეობა მიიღო Fendi-სა და Moschino-ს კამპანიებში. ის 2017 წელს, ასევე იყო, მაქს მარას აქსესუარების მთავარი სახე. იყო ვერსაჩეს ფოტოგრაფი გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებებზე.

იგი 2018 წლიდან დღემდე, თანამშრომლობს გაეროს ბავშთა ფონდთანთან, 25 აგვისტოს, იგი ბანგლადეშში გაემგზავრა, თავისი პირველი მისიის შესასრულებლად.

2019 წლის თებერვალს, მან მესამეჯერ მიიღო მონაწილეობა Victoria Secret-ის მოდის ჩვენებაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Hadid, Yolanda. (n.d.) My Beautiful Family. Yolanda.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 1, 2015. ციტირების თარიღი: April 5, 2014. Website of Gigi Hadid's mother, Yolanda Foster.
  2. Where Is Gigi Hadid from? See How Well You Know the Model. InStyle.
  3. Janofsky, Michael (December 20, 1991). „Olympics; Construction Was Slow, So . . “. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2016. ციტირების თარიღი: January 10, 2016. ციტატა: „While it would have been ideal to ski for the United States, his adoptive country, he knew that making its Olympic team would be virtually impossible. Instead, taking advantage of his dual citizenship, he petitioned the Jordan Olympic Committee, and Jordanian officials approved.“
  4. Ford, Sabrina. (March 5, 2015) Who Are Gigi Hadid's Other Siblings?. Bravo. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 8, 2015. ციტირების თარიღი: November 12, 2015.
  5. Ceron, Ella. (December 8, 2015) Gigi Hadid's College Major Can Help Her Spot a Sociopath From a Mile Away. Teen Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 6, 2016. ციტირების თარიღი: December 7, 2016.
  6. Gigi Hadid: 7 Things You Need To Know About The Model Of The Moment (June 9, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 19, 2016.
  7. Bourne, Leah. (February 14, 2014) Why Model Gigi Hadid is Being Called the Next Kate Upton. Style Caster. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 26, 2014. ციტირების თარიღი: June 5, 2014.
  8. Gajewski, Ryan. (February 12, 2014) Watch Gigi Hadid Walk the Catwalk During New York Fashion Week. E! News. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 13, 2014. ციტირების თარიღი: April 5, 2014.
  9. Brannigan, Maura. Introducing Gigi Hadid, NYFW's Breakout Model of the Season. Wetpaint. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 26, 2014. ციტირების თარიღი: April 5, 2014.
  10. Mary. (February 10, 2014) Gigi Hadid Walks The Runways of NY Fashion Week. Plus, Kristen Doute Writing A Memoir!. RealityTea.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 5, 2014. ციტირების თარიღი: April 5, 2014.
  11. Mag, Galore. (December 11, 2013) Gigi Gets Gritty For Our 2014 Calendar. GaloreMag.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 8, 2014. ციტირების თარიღი: April 5, 2014.
  12. Issue 4 Preview: Fairy Tales. CR Fashion Book (February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 24, 2014. ციტირების თარიღი: April 5, 2014.
  13. Vingan, Alyssa. (February 7, 2014) Real Housewives of Beverly Hills Offspring Gigi Hadid Scores CR Fashion Book Cover. Fashionista.com (Breaking Media, Inc.). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 19, 2014. ციტირების თარიღი: April 5, 2014.