შირლი ჯექსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შირლი ჯექსონი
ინგლ. Shirley Jackson
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1916(1916-12-14)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი სან-ფრანცისკო[7] [8]
გარდაცვალების თარიღი 8 აგვისტო, 1965(1965-08-08)[1] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი North Bennington[9]
საქმიანობა ჟურნალისტი, რომანისტი, მწერალი[10] , არამხატვრული მწერალი და საბავშვო მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი სირაკიუსის უნივერსიტეტი, როჩესტერის უნივერსიტეტი, Brighton High School და Burlingame High School
ჟანრი საშინელებათა ლიტერატურა, დეტექტივი, მემუარები[11] , გოთიკური ლიტერატურა და feminist science fiction
ჯილდოები ედგარის პრემია
მეუღლე Stanley Edgar Hyman
ხელმოწერა
საიტი shirleyjackson.org

შირლი ჰარდი ჯექსონი (დ. 14 დეკემბერი, 1916 — გ. 8 აგვისტო, 1965) — ამერიკელი მწერალი, ძირითადად ცნობილია როგორც საშინელებათა ჟანრის და იდუმალებით მოცული წიგნების ავტორად. მწერლის კარიერა ოც წელზე მეტს მოიცავს. ამ პერიოდში მან დაწერა ექვსი რომანი, ორი მემუარი და ორასზე მეტი პატარა მოთხრობა.

სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში დაბადებული სირაკიუსის უნივერსიტეტში დადიოდა, სადაც იგი უნივერსიტეტის ლიტერატურულ ჟურნალში წერდა, იგი აქ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს სტენლი ედგარ ჰიმანს. სწავლის დამთავრების შემდეგ, წყვილი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობა The New Yorker-ში დაიწყო.

მას შემდეგ რაც წყვილს პირველი შვილი შეეძინა წყვილი ჩრდილოეთ ბენინგტონში, ვერმონტში დასახლდა. [12]

1948 წელს გამოაქვეყნა ნახევრად-ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით: "გზა კედლის გავლით" . მან საზოგადოების დიდი ყურადღება მაშინ მიიპყრო, როცა მისი პატარა მოთხრობა, ლატარია გამოქვეყნდა. 1950-იან წლებში ჟურნალ-გაზეთებში დროდადრო აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს, რომელთა ნაწილი შეკრიბა და გამოიცა თავის 1953 წელს გამოქვეყნებულ მოგონებებში, " ცხოვრება ველურთა შორის". 1959 წელს მან გამოაქვეყნა The Haunting of Hill House, ზებუნებრივი საშინელებათა ჟანრის რომანი, რომელიც ითვლება ოდესმე დაწერილ ერთ – ერთ საუკეთესო ისტორიად. „პერსონა, რომელიც ჯექსონმა მსოფლიოს წარუდგინა, იყო ძლიერი, მახვილგონივრული, თვითშეზღუდულიც კი,“ - წერს ზოო ჰელერი New Yorker-ში.

იმ ეპოქაში, სადაც ქალები გარეთ სამუშაოდ არ გადიოდნენ, ოჯახის მთავარი მარჩენალი შირლი გახდა, ამავდროულად ზრდიდა ოთხ შვილს. „იგი ბევრს მუშაობდა“, - თქვა მისმა შვილმა ლორენსმა. „ის ყოველთვის წერდა, ან წერაზე ფიქრობდა.“

გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის ჯექსონის ჯანმრთელობამ მნიშვნელოვნად გაუარესება დაიწყო, რის შედეგადაც იგი გულის დაავადებით, 1965 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა მოახდინეს ისეთ მწერლებზე, როგორიცაა: ნილ გეიმანი, სტივენ კინგი, სარა უოტერსი, ნაიჯელ კნეილი, კლერ ფოლერი, ჯოან ჰარისი, [13] და რიჩარდ მეთისონი .

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯექსონი დაიბადა 1916 წლის 14 დეკემბერს, [14] [15] სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, ლესლი ჯექსონისა და მისი მეუღლის, ჯერალდინის (ბაგბიშვილი) ოჯახში. იგი ინგლისელი წარმოშობის იყო. ჯექსონის დიდი ბაბუა, ჯონ სტეფენსონი, სან-ფრანცისკოში იყო ცნობილი იურისტი - მოგვიანებით მოსამართლე ალასკაში [16] - ხოლო მისი დიდი ბაბუა იყო სამუელ ჩარლზ ბაგბი, არქიტექტორი, რომლის ნამუშევრებში შედიოდა ლელანდი სტენფორდისა და ჩარლზ კროკერის სახლი, ასევე მენდოჩინოს პრესვიტერიანული ეკლესია . [17] [18] [19] [20] [21]

ჯექსონი გაიზარდა ბურლინგემში, კალიფორნიაში, სან–ფრანცისკოს შეძლებულ გარეუბანში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა ორსართულიან აგურის სახლში. [16] მას დედასთან ურთიერთობა დაძაბული ჰქონდა, რადგან მისი მშობლები ახალგაზრდობაში დაქორწინდნენ და ჯერალდინი იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც იგი მაშინვე დაორსულდა შირლიზე. [22] ჯექსონი ხშირად ვერ ეგუებოდა სხვა ბავშვებს და დროის დიდ ნაწილს ატარებდა წერაში. [23]

ჯექსონის ბებია, მეტსახელად „მიმი“, იყო ქრისტიანული მეცნიერების პრაქტიკოსი, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ აგრძელებდა ოჯახის წევრების სულიერ განკურნებას. ცნობილი იყო, რომ ჯექსონი კრიტიკულად აფასებდა ამ მცდელობებს და იხსენებდა იმ პერიოდს, როდესაც მიმიმ თქვა, რომ მან ფეხი მოიტეხა და ლოცვის საშუალებით განკურნა იგი ღამით. მის მწერლობაში იგრძნობა ბავშვობისდროინდელი რელიგიური გავლენა.

იგი სწავლობდა „ბურლინგემის საშუალო სკოლაში“, სადაც სკოლის ორკესტრში ვიოლინოზე უკრავდა. [16] საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში ჯექსონების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა როჩესტერში, ნიუ-იორკში [16] რის შემდეგაც იგი სწავლობდა „ბრაიტონის საშუალო სკოლაში“, სწავლა დაამთავრა 1934 წელს. შემდეგ იგი სწავლობდა ახლომდებარე როჩესტერის უნივერსიტეტში, სადაც მისი მშობლები თვლიდნენ, რომ მათ შეეძლოთ ჯექსონის სწავლის მეთვალყურეობა. [22] ჯექსონი უკმაყოფილო იყო უნივერსიტეტის გაკვეთილებით და სწავლისგან ერთწლიანი პაუზა აიღო, შემდეგ გადავიდა სირაკიუსის უნივერსიტეტში. [22] აქ მან მიიღო ჟურნალისტიკის ბაკალავრის დიპლომი. [24] სტუდენტობის პერიოდში, ჯექსონი წერდა კამპუსის ლიტერატურულ ჟურნალში, რომლის მეშვეობითაც იგი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, სტენლი ედგარ ჰიმანს, რომელიც შემდეგ გახდა ცნობილი ლიტერატურის კრიტიკოსი. [16] სირაკიუსში სწავლის დროს, უნივერსიტეტის ლიტერატურულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა ჯექსონის პირველი მოთხრობა „ჯენიცი“, რომელიც მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობას ეხებოდა. [16]

სწავლის დამთავრების შემდეგ, 1940 წელს ჯექსონი და ჰიმანი დაქორწინდნენ, წყვილი დასახლდა ვერმონტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Encyclopædia Britannica
  3. SNAC — 2010.
  4. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. BD Gest'
  7. Deutsche Nationalbibliothek Record #118985736 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. Ширли Джексон (Shirley Jackson)
  9. The New York Times / J. KahnManhattan, NYC: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1851. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  10. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  11. http://shirleyjackson.org/Bibliography.html
  12. Zoë, Heller (October 17, 2016). „The Haunted Mind of Shirley Jackson“. New Yorker.
  13. Harris, Joanne (December 14, 2016). „Shirley Jackson centenary: a quiet, hidden rage“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: December 22, 2016.
  14. Shirley H Jackson, Born 12/14/1916 in California.
  15. Shirley Jackson's Bio.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 Franklin 2016.
  17. The San Francisco Public Library also holds a document entitled Information about Samuel Charles Bugbee, written by a relative, Arthur S. Bugbee, in 1957.
  18. Bradfield, Scott. (September 30, 2016) Shirley Jackson and her bewitching biography, 'A Rather Haunted Life'.
  19. PCAD - Samuel Charles Bugbee.
  20. Bugbee, Samuel Charles - Biographical Dictionary of Architects in Canada.
  21. Guide to the Samuel Charles Bugbee Papers.
  22. 22.0 22.1 22.2 Oppenheimer 1988.
  23. Franklin, Ruth (2017), Shirley Jackson: a rather haunted life
  24. Oppenheimer, Judy (1988). Private demons: The life of Shirley Jackson. Putnam, გვ. 61. ISBN 978-0-399-13356-5.