ელის ივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელის ივი

ივი 2012 წელს, ფილმ „ადამიანები შავებში 3“-ის პრემიერაზე
დაბადების სახელი ელის სოფია ივი
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1982 (1982-02-06) (42 წლის)
ლონდონი, ინგლისი
რეზიდენცია ლონდონი, ლოს-ანჯელესი
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ოქსფორდის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2004-დღემდე
მშობლები მამა: ტრევორ ივი
დედა: შერონ მაუგანი

ელის სოფია ივი (ინგლ. Alice Sophia Eve; დ. 6 თებერვალი, 1982) — ბრიტანელი მსახიობი.

ადრინდელი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანელი მსახიობი დაიბადა 1982 წლის 6 თებერვალს, ლონდონში. არის მსახიობების ტრევორ ივისა და შერონ მაუგანის ქალიშვილი. ჰყავს ორი უმცროსი ძმა[1]. ეთნიკური წარმომავლობით[2][3] არის ინგლისელი, ირანელი და ვალიელი. სწავლობდა „ბედელესის სკოლა“-ში[4], შემდეგ კი სწავლა ლონდონში, „ვესტმინსტერის სკოლა“-ში განაგრძო.

იგი ბევერლი-ჰილზში, „Playhouse“-ში მსახიობობას დაეუფლა. ინგლისური ლიტერატურა კი კატერინას კოლეჯში, ოქსფორდში ისწავლა. ოქსფორდში სწავლის დროს, მონაწილეობას იღებდა სპექტკალებში, მათ შორისაა: „The Importance of Being Earnest“, „Animal Crackers“, და „Scenes from an Execution“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივი 2011 წლის ნოემბერს

ივის მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ სატელევიზიო დრამებში, როგორიცაა: BBC-ს „The Rotters' Club“, „Agatha Christie's Poirot“, და „ჰოკინგი“[5]. 2004 წელს გადაიღეს რომანტიკულ დრამატულ ფილმ „გალამაზება“-ში.

2006 წელს გადაიღეს ორ კომედიაში: „Starter for 10“-ში და „დიდი არაფერი“-ში (რომელშიც ივიმ და ინგლისელმა მსახიობმა სიმონ პეგმა, ინგლისური აქცენტი მიიღეს.)[6] მან 2006 წელს, დრამატულ მინისერიალში–„Losing Gemma“-ს, ერთ-ერთ ეპიზოდში ითამაშა.[7]

2006 წელს მან Royal Court-ის[8] თეატრში, ახალგაზრდა ესმას/ელისის როლი რეჟისორის ტომ სტოპარდის ახალ სპექტაკლში, „Rock 'n' Roll“-ში ითამაშა. ამ პერფომანსისთვის იგი „Whatsonstage Choice Awards“-ზე ნომინირდა[9].

2009 წელს მან ჩიჩესტერის თეატრის ფესტივალზე.[10], XVII საუკუნის ფრანგი დრამატურგის საირანო დე ბერგერაცის სპექტაკლში როქსენი ითამაშა.

2010 წელს, ივიმ ქალის მთავარი როლი ამერიკულ რომანტიკულ კომედიურ ფილმ „შენთვის ძალიან მაგარი“-ში ითამაშა. სადაც, მისმა მშობლებმა მსახიობის მშობლების როლი ითამაშეს. მან 2010 წლის ამერიკულ კომედიურ ფილმში-„სექსი დიდ ქალაქში 2“-ში[11], ჩარლოტას ირლანდიელი ძიძის-ერინის როლით მიიღო მონაწილეობა.

2011 წელს, მსახიობმა HBO-ს კომედიურ დრამატულ სატელევიზიო სერიალ „სიმპატიურები/ანტურაჟი“-ში სოფიას, ჟურნალისტის როლი ითამაშა. ამავე წელს მან ჰოლივუდის მსახიობის-ლარა ტაილერის როლით რომანტიკულ კომედიაში „ხაფანგი პატარძლისათვის“-ში მიიღო მონაწილეობა. 2013 წლის სამეცნიერო ფილმ „ვარსკვლავური გზა:სიბნელეში“ დოქტორი ქეროლ მარკუსის შესრულებული როლით მან საზოგადოებაში დიდი ცნობადობა მოიპოვა.[12]

2012 წელს მან აგენტი O ამერიკულ კომედიაში „ადამიანები შავებში 3“-ში ითამაშა. ფილმის ძველ ვერსიაში, ეს როლი ბრიტანელმა მსახიობმა ემა ტომპსონმა ითამაშა.

ივი გადაღებულია რამდენიმე მუსიკალურ ვიდეოში, მათ შორისაა პოლ მაკ-კარტნის „Queenie Eye“ (2013) და ბრიტანული პოპ როკული ბენდ „Push Baby“-ის მუსიკალური ვიდეო „Hotel Ceiling“-ი (2015).

2013 წელს იგი კრის ევანზთან ერთად გადაიღეს რომანტიკულ დრამაში „სანამ დავცილდებით“-ში. 2014 წელს, მონაწილეობა მიიღო ჰოლივუდის ფილმ „ღამე მუზეუმში:აკლდამის საიდუმლო“-ში. ხოლო, 2016 წელს გადაიღეს ამერიკულ ტრილერში, „კრიმინალი“-ში. 2016 წელს გამოჩნდა სატელევიზიო სერიალების, „შავი სარკის“[13] და „anthology series“-ის ერთ-ერთ ეპიზოდში. 2017 წლის დეკემბერს, ივიმ ნეთფლიქსის სატელევიზიო სერიალ „რკინის მუშტი“-ში მერი ვოლკერის[14] როლის შესრულება დაიწყო.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივის დიდი ხნის სასიყვარულო ურთიერთობა პოეტთან, ადამ ო' რიორდანთან ჰქონდა, წყვილი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც ივი ოქსფორდში[15][16] ინგლისულ ლიტერატურას სწავლობდა, ისინი 2012 წელს დაშორდნენ.[15][16][17] 2014 წლის 14 აგვისტოს ივიმ დაანონსა რომ მას ურთიერთობა ფინანსერთან ალექს სმიტთან ჰქონდა, წყვილი ერთამენთს პირველად „ვესტმინსტერის სკოლაში“, ლონდონში შეხვდნენ. ისინი 2014 წლის 31 დეკემბერს დაქორწინდნენ.[18][19] მათი ურთიერთობა 2017 წელს, განქორწინებით დამთავრდა[20]. ივი ამერიკის მოქალაქე 2017 წლის 16 ნოემბერს გახდა.[21]

მსახიობს თვალის ფერადი გარსის სხვადასხვა უბნების არაერთგვაროვანი შეფერილობა-ჰეტეროქრომიის დაავადება აქვს. მარცხენა თვალი ლურჯი აქვს, ხოლო მარჯვენა მწვანე.[22][23]

ცხოვრობს ლონდონში და ლოს-ანჯელესში.[24]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alice Eve Biography. IMDb. ციტირების თარიღი: January 14, 2019.
  2. „Framed: Trevor Eve plays Quentin Lester“. BBC. 13 August 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 October 2010. ციტირების თარიღი: 13 October 2010.
  3. Feinstein, Sharon (10 December 2010). „Interview Sharon Maughan: We were so poor I never went by car, now I've got my own; Mercedes“. Sunday Mirror. ციტირების თარიღი: 13 October 2010.
  4. Stern, Marlow (18 May 2013). „Alice Eve, the Beautiful New Trekkie, Talks 'Star Trek Into Darkness'. The Daily Beast. ციტირების თარიღი: 18 May 2013.
  5. BBC Two: Hawking. BBC. ციტირების თარიღი: 29 March 2012.
  6. Bradshaw, Peter (1 December 2006). „Big Nothing (review)“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 2 December 2006.
  7. Losing Gemma. jonasarmstrong.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-05. ციტირების თარიღი: 2012-05-16.
  8. Shenton, Mar (2 დეკემბერი 2006). „Alice Eve“. Theatre.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი 2006.
  9. WhatsOnStage.com Awards 2007 results. WhatsOnStage.com. ციტირების თარიღი: 2012-05-16.
  10. Chichester Festival Theatre : What's On. Cft.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2009. ციტირების თარიღი: 22 April 2010.
  11. I Got Cast in 'Sex and the City 2' – MSN Movies News. Movies.msn.com (24 September 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2010.
  12. Alice Eve's Star Trek Into Darkness Role Revealed. Cimema Blend (11 December 2012). ციტირების თარიღი: 14 December 2012.
  13. 'Black Mirror' Season 3 Trailer: "No One Is This Happy’“. Deadline. 7 October 2016. ციტირების თარიღი: 7 October 2016.
  14. Otterson, Joe. (5 December 2017) 'Iron Fist' Season 2 Adds 'Star Trek' Alum Alice Eve.
  15. 15.0 15.1 „Who's That Girl? Meet "Entourage" Actress Alice Eve“. Complex. 5 September 2011.
  16. 16.0 16.1 Star Trek Into Darkness' Alice Eve Is Engaged“. TV Guide. 14 August 2014.
  17. „Alice Eve Is Engaged – to Her High School Sweetheart!“. People. 14 August 2014.
  18. „Alice Eve marries Alex Cowper-Smith: exclusive wedding photos“. Hello!. 12 January 2015. ციტირების თარიღი: 28 January 2018.
  19. Harrison, Lily. (2 January 2015) Alice Eve Marries Her High School Sweetheart, Alex Cowper-Smith, in London: Reports. E! Online. ციტირების თარიღი: 7 January 2015.
  20. „Girl about New Year: Heartache as sad Alice starts 2017 with divorce“. Mail Online. ციტირების თარიღი: 2018-07-13.
  21. Nicholson, Claire. StarTrek actress Alice Eve has boldly gone where she has never gone before!. ციტირების თარიღი: 29 November 2018.
  22. „This One Has a Wardrobe Malfunction“. Conan. სეზონი 2. ეპიზოდი 95. 23 May 2012. TBS.
  23. The Eyes Have It: Celebrities with Heterochromia. Yahoo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 March 2013. ციტირების თარიღი: 30 July 2013.
  24. jam.canoe.ca. jam.canoe.ca (13 March 2009). ციტირების თარიღი: 22 April 2010.