შერონ ტეიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შერონ ტეიტი
Sharon Tate Valley of the Dolls 1967.jpg
შერონ ტეიტის საჯარო ფოტო, 1967.
დაბადების სახელი შერონ მარია ტეიტი
დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1943
დალასი, ტეხასი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 9 აგვისტო, 1969 (26 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი
მსახიობი
აქტიური 1961-1969
მეუღლე(ები) რომან პოლანსკი (იქ. 1968)
შვილ(ებ)ი პოლ რიჩარდ პოლანსკი
მშობლები მამა: პოლ ჯეიმზ ტეიტი
დედა: დორის უილიტი
საიტი sharontate.net
ხელმოწერა SharonTateSignature.jpg

შერონ მარია ტეიტი (ინგლ. Sharon Marie Tate; დ. 14 იანვარი, 1943 — გ. 9 აგვისტო, 1969) — ამერიკელი მოდელი და მსახიობი. 1960-იან წლებში, ფილმებში გამოჩენამდე, მცირე სატელევიზიო როლებს თამაშობდა, იგი რეგულარულად იყო წარმოდგენილი მოდის ჟურნალებშიც. მას შემდეგ რაც, მისმა შესრულებულმა კომედიურმა და დრამატულმა როლებმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა, იგი გახდა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალბედა.

ტეიტის კინოდებიუტი 1961 წელს შედგა, იგი ენტონი ქვინთან ერთად გადაიღეს რელიგიურ ეპიკურ ფილმში „ბარაბა“. შემდეგ იგი იხილეს 1966 წლის ბრიტანულ საშინელებათა ჟანრის ფილმში „ეშმაკის თვალი“. დასამახსოვრებელი და ცნობილია ჯენიფერ ნორთის როლით 1967 წლის კლასიკურ დრამატულ ფილმში „თოჯინების ხეობა“. შესრულებული როლისთვის იგი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. შერონ ტეიტმა უკანასკნელი კინოროლი შეასრულა 1969 წლის კომედიაში „12+1“.[1][2] გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე ითამაშა საშინელებათა კომედიაში „ვამპირების მეჯლისი“, რომლის რეჟისორი ტეიტის მომავალი ქმარი რომან პოლანსკი იყო.

1969 წლის 9 აგვისტოს, შერონი 4 ადამიანთან ერთად, მოკლული იქნა მენსონების ოჯახის მიერ. ტეიტი ამ დროს მისი და რომან პოლანსკის პირველ ვაჟიშვილს ელოდებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sandford, C. (2009). Polanski: A Biography (sv). St. Martin's Press. ISBN 978-0-230-61176-4. 
  2. Goble, A. (1999). The Complete Index to Literary Sources in Film. De Gruyter. ISBN 978-3-11-095194-3.