მერანი მარტვილი (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი მერანი მარტვილი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 2006 | ||
სტადიონი |
მურთაზ ხურცილავა მარტვილი, საქართველო (ტევადობა: 2,000) | ||
პრეზიდენტი | ფრიდონ ინჯია | ||
მწვრთნელი | გიორგი მანწკავა | ||
კაპიტანი | კიჭი მელიავა | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა 2 | ||
2022 | მე-4, ეროვნული ლიგა 2 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
„მერანი“ — საფეხბურთო კლუბი ქალაქ მარტვილიდან. საშინაო მატჩებს ატარებს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც 2 000 მაყურებელს იტევს. 2009-2010 წლების სეზონში დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში პირველად საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში პირველი ლიგის გუნდი, მარტვილის "მერანი” გავიდა ნახევარფინალში. ისტორიულ წარმატებას მიაღწია "მერანმა" 2016 წელს, მარტვილის გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში, ბათუმის "დინამო", გორის "დილა", ფოთის "კოლხეთი 1913" და საჩხერის "ჩიხურა" გამოთიშა ასპარეზობიდან და ფინალში გავიდა. ფინალურ შეხვედრაში "მერანი" ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა ანგარიშით 1-2.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ სექციაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საფეხბურთო კლუბი „მერანი“ 2006 წელს შეიქმნა, ფრიდონ ინჯიას მიერ. კლუბის დაფუძნების დროს მას გვერდში ედგნენ ემილი გალდავა და ნუგზარ მონიავა. ფრიდონ ინჯიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ფეხბურთის განვითარების საქმეში. 2006 წლიდან მოყოლებული თავის შვილთან ილიასთან და სიძესთან კახა კოტრიკაძესთან ერთად, რომლებიც „მერანის“ ვიცე-პრეზიდენტები არიან, წლების განმავლობაში პატრონობდა „მერანს“.
დაარსების დღიდან, ეტაპობრივად ვითარდებოდა „მერანი“ და მას შემდეგ, რაც მარტვილის ცენტრალური სტადიონი გადავიდა ფრიდონ ინჯიას საკუთრებაში, კლუბის პრეზიდენტის ინიციატივითა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხარდაჭერით მოხდა მარტვილის ცენტრალური სტადიონის სრული განახლება, რეკონსტრუქცია და მას ფრიდონ ინჯიას გადაწყვეტილებით მურთაზ ხურცილავას სახელი მიენიჭა.
2007 წლიდან კლუბის კლუბის დირექტორი გახდა ადონის პაპადოპულოსი (ელდარ ბაკურია), ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელმაც საბერძნეთის უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბებში 10 წელი ითამაშა. მას დიდი წვლილი მიუძღვის საფეხბურთო კლუბ "მერანის" ჩამოყალიბებაში და წარმატებებში.
„მერანმა“ გუნდის პირველი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით 2007-2008 წლის პირველი ლიგის გათამაშებაში დებიუტანტი კლუბის კვალობაზე ჩინებულად იასპარეზა. 2007-2008, 2009-2010 წლებში პირველი ლიგის გათამაშებაში "მერანმა" მე-3 ადგილი დაიკავა.
2010 წელს, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველი ლიგის გუნდი მარტვილის "მერანი" საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. 2011 წელს კი, საფეხბურთო კლუბმა მარტვილის „მერანმა“ თავისი არსებობის მანძილზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური და ქართული ფეხბურთის ძლიერ კლუბთა შორის აღმოჩნდა.
უდიდეს წარმატებას მიაღწია "მერანმა" 2016 წელს, რადგან გიორგი მიქაძის გაწრთვნილი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. 2016 წელს კლუბმა „მერანმა“ უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში გადმოინაცვლა.
2017 წელს, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში, მარტვილის "მერანი" მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ფოთის „კოლხეთთან“ დამარცხდა (1:2, 2:2) და 2018 წლის ჩემპიონატში ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობდა.
2018 წელს "მერანი" ლიგა 3-ში დაქვეითდა.
2019 წელს გია გიგატაძის გაწრთვნილი "მერანი" ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევდა.
2020 წლის ჩემპიონატში ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში "მერანი" მე-8 ადგილზე გავიდა და პლე-აუტის გზით მოუწია ლიგაში ადგილის შენარჩუნება. გორის "გორთან" პირველი დაპირისპირება გორში ნულოვანი ფრით დასრულდა, მარტვილში განმეორებით შეხვედრაში კი გაბრიელ საღრიშვილის, ცოტნე ფაცაციას და ლევან წოწონავას გოლებით 3:1 დაამარცხეს მარტვილელებმა მეტოქე.
2021 წელს "მერანის" მთავარ მწვრთნელად ცოტნე მონიავა დაინიშნა.
2021 წელს ახალგაზრდა მწვრთნელის, ცოტნე მონიავას გაწრთვნილი "მერანი" ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში მე-3 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. პლეი-ოფში "მერანს" მეტოქედ ქუთაისის "ტორპედო" შეხვდა. ორმატჩიანი დაპირისპირება ქუთაისური გუნდის გამარჯვებით დასრულდა და "მერანს" ერთი ნაბიჯი დააკლდა ეროვნულ ლიგაში აღზევებამდე. პირველი შეხვედრა მარტვილელებმა შეიკნე სილას და კიჭი მელიავას გოლებით 2:0 მოიგეს, განმეორებით შეხვედრაში კი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედომ" იმარჯვა 3:0.
2022 წელს "მერანმა" ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში მე-4 პოზიცია დაიკავა.
2023 წელს "მერანის" მთავარ მწვრთნელად გივი ხელაია დაინიშნა. იმავე წლის მაისში ხელაია გიორგი მანწკავამ შეცვალა.[1]
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პირველი ლიგა
- მეორე ადგილი (1): 2010/2011 (აღზევდა უმაღლეს ლიგაში)
- მესამე ადგილი (3): 2007/2008, 2008/2009, 2009/2010.
- საქართველოს თასი
- ნახევარფინალისტი: 2009-10
- ფინალისტი: 2015-2016
შემადგენლობა 2022
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
2018/2019 წლის ტრანსფერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოვიდნენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]* — იჯარით
** — იჯარიდან
2018/2019
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წავიდნენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.
მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გივი ხელაია — მთავარი მწვრთნელი
- ალიკა კალანდია — მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
- ბაგრატ ხელაია — მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
- დანტე ჩალიგავა — მეკარეების მწვრთნელი[2]
კლუბის ხელმძღვანელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრეზიდენტი — ფრიდონ ინჯია
- ილია ინჯია — კლუბის ვიცე პრეზიდენტი
- კახა კოტრიკაძე — კლუბის ვიცე პრეზიდენტი
- გიგა სურმავა — კლუბის აღმასრულებელი დირექტორი
- ემილ გალდავა — PR მენეჯერი[3]
სეზონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ლიგა | ადგ. | თ. | მ | ფ | წ | გტ | გშ | ქ | თასი | ევროპა | შენიშვნები | მწვრთნელი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2007-08 | პირველი ლიგა | 3 | 27 | 13 | 5 | 9 | 36 | 25 | 44 | 1/16 ფინალი | მალხაზ ჟვანია | ||
2008-09 | პირველი ლიგა | 3 | 30 | 18 | 6 | 6 | 45 | 24 | 60 | 1/4 ფინალი | მალხაზ ჟვანია | ||
2009-10 | პირველი ლიგა | 3 | 28 | 17 | 2 | 9 | 44 | 31 | 53 | ნახევარფინალი | მალხაზ ჟვანია | ||
2010-11 | პირველი ლიგა | 2 | 32 | 22 | 7 | 3 | 60 | 15 | 73 | 1/16 ფინალი | აღზევდა — უმაღლესი ლიგა | მალხაზ ჟვანია | |
2011-12 | უმაღლესი ლიგა | 8 | 28 | 6 | 3 | 19 | 31 | 55 | 21 | 1/4 ფინალი | მალხაზ ჟვანია | ||
2012-13 | უმაღლესი ლიგა | 8 | 32 | 10 | 4 | 18 | 31 | 51 | 34 | 1/16 ფინალი | კახა ჩხეტიანი | ||
2013-14 | უმაღლესი ლიგა | 12 | 32 | 6 | 4 | 22 | 21 | 60 | 22 | 1/4 ფინალი | ზურაბ იონანიძე | ||
2014-15 | უმაღლესი ლიგა | 11 | 30 | 9 | 9 | 12 | 29 | 33 | 36 | 1/8 ფინალი | ვლადიმერ ლობასი | ||
2015-16 | უმაღლესი ლიგა | 15 | 30 | 5 | 8 | 17 | 28 | 62 | 23 | 1/16 ფინალი | დაქვეითდა — პირველი ლიგა | ბადრი კვარაცხელია | |
2016 | პირველი ლიგა | 4 | 16 | 9 | 5 | 2 | 31 | 11 | 26 | ფინალი | აღზევდა — პროლიგა 2 | გიორგი მიქაძე | |
2017 | ეროვნული ლიგა 2 | 2 | 36 | 24 | 8 | 4 | 67 | 16 | 80 | 1/16 ფინალი | მიხეილ მახვილაძე | ||
2018 | ეროვნული ლიგა 2 | 10 | 36 | 8 | 12 | 16 | 36 | 47 | 36 | 1/16 ფინალი | დაქვეითდა — ლიგა 3 | მიხეილ მახვილაძე | |
2018 | ეროვნული ლიგა 2 | 10 | 36 | 8 | 12 | 16 | 36 | 47 | 36 | 1/16 ფინალი | დაქვეითდა — ლიგა 3 | ანატოლი პისკოვეცი | |
2018 | ეროვნული ლიგა 2 | 10 | 36 | 8 | 12 | 16 | 36 | 47 | 36 | 1/16 ფინალი | დაქვეითდა — ლიგა 3 | ბაგრატ ხელაია |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-10-14 საიტზე Wayback Machine.
- პროფილი Transfermark-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი Uefa.com-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „„მერანის“ მწვრთნელად გიორგი მანწკავა დაინიშნა #1TVSPORT“. 1TV. 4 მაისი, 2023. ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ გუნდის მწვრთნელები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-19. ციტირების თარიღი: 2014-02-27.
- ↑ კლუბის ხელმძღვანელობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
|
|
|