ზურაბ მამალაძე
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ზურაბ მამალაძე | ||
დაბადების თარიღი | 2 ოქტომბერი, 1982 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 1.95 მ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მერანი მარტვილი | ||
ნომერი | 29 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
დინამო თბილისი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999–2000 | სკ თბილისი | 6 | (0) |
2000–2002 | დინამო თბილისი | 0 | (0) |
2002–2003 | მილანი წნორი | 25 | (0) |
2003 | სპარტაკი თბილისი | 20 | (0) |
2004 | ლოკომოტივი თბილისი | 10 | (0) |
2004–2005 | დინამო თბილისი | 14 | (0) |
2005–2006 | ბორჯომი | 27 | (0) |
2006 | ჩიხურა საჩხერე | 13 | (0) |
2007 | სიონი ბოლნისი | 7 | (0) |
2007–2008 | გაბალა | 21 | (0) |
2008 | მგლები ზუგდიდი | 16 | (0) |
2009–2012 | ზესტაფონი | 29 | (0) |
2013 | დილა გორი | 1 | (0) |
2013 | ზუგდიდი | 18 | (0) |
2014- | მერანი მარტვილი | 15 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2004–2010 | საქართველო | 3 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 სექტემბერი, 2014 |
ზურაბ მამალაძე (დ. 2 ოქტომბერი 1982, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, მარტვილის „მერანის“ მეკარე.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზურაბ მამალაძემ საკლუბო კარიერა 1997 წელს, 15 წლის ასაკში უმეტესი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად თბილისის „დინამოში“ დაიწყო. ერთი წლის შემდეგ საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ ჩაირიცხა. შემდეგ სეზონში კი წნორის „მილანში“. 2004 წელს იგი ისევ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა და სწორედ ამ დროს დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა. 2004 წელს დინამომ უეფა-ს თასზე თამაშის უფლება მიოპოვა და მამალაძესაც შანსი მიეცა მაღალ დონეზე ეთამაშა. „დინამოს“ მაშინდელმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, თუმცა ზურა, ისევე როგორც ბევრი მაშინდელი „დინამოელი“ გამოუცდელი იყო ასეთი მაღალი დონის თამაშებისთვის და ორი უპასუხო გოლი გაუშვა საკუთარ კარში. ზურაბ მამალაძემ ორი კვირის შემდეგ, ლისაბონის „სპორტინგის“ წინააღმდეგაც ითამაშა, თუმცა ამ მატჩში „დინამოს“ მეკარემ ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა.
2005 წელს ზურამ „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, მაგრამ ახალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში ახალგადმოსულ „ბორჯომში“ გააგრძელა კარიერა. აქ გატარებული ერთი წლის შემდეგ ახლა საჩხერის „ჩიხურაში“ გადავიდა, შემდეგ ბოლნისის „სიონში“, სულ ბოლოს კი აზერბაიჯანში, საფეხბურთო კლუბ „გაბალაში“ ითამაშა. 2008 წელს ზურა საქართველოში, ზუგდიდის „მგლებში“ დაბრუნდა, სადაც ნახევარი სეზონი გაატარა და 2009 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრამდე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“ ირიცხებოდა. შემდეგ ითამაშა გორის „დილაში“ და საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“, 2014 წლის იანვრიდან მარტვილის „მერანის“ ფეხბურთელია.
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზურაბ მამალაზემ სანაკრებო კარიერა 2004 წელს, კვიპროსის ოთხთა ტურნირზე დაიწყო. მისი პირველი მატჩი იყო სომხეთთან, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა 2:0 დათმეს. და საერთოდ, იმ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ ზურას საერთოდ აღარ ეძლეოდა ნაკრები თამაშის შანსი. მხოლოდ 2009 წელს, ექტორ რაულ კუპერმა შეამჩნია ეს მეკარე და ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ამ პერიოდში მხოლოდ 1 მატჩის ჩატარების შანსი მიეცა.
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ჩემპიონი (3): 2004/2005, 2010/2011, 2011/2012,
- უმაღლესი ლიგა ფინალისტი (1): 2012/2013
- საქართველოს თასის ფინალისტი (1): 2011/2012
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1): 2011/2012
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (1): 2012/2013
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
- დაბადებული 1982
- ქართველი ფეხბურთელები
- სკ თბილისის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- წნორის მილანის ფეხბურთელები
- თბილისის სპარტაკის ფეხბურთელები
- თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელები
- ბორჯომის ფეხბურთელები
- საჩხერის ჩიხურას ფეხბურთელები
- ბოლნისის სიონის ფეხბურთელები
- გაბალას ფეხბურთელები
- ზუგდიდის ფეხბურთელები
- ზესტაფონის ფეხბურთელები
- გორის დილას ფეხბურთელები
- მარტვილის მერანის ფეხბურთელები
- დაბადებული 2 ოქტომბერი