ეკუმენიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკუმენიზმი (ბერძ. οἰκουμένη, მსოფლიო) — ტერმინი აღნიშნავს მოძრაობას, რომლის მიზანიცაა რელიგიური კონფენსიების გაერთიანება. ქრისტიანულ ეკუმენიზმს საფუძველი ჩაეყარა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. ეკუმენიზმი, სულ ცოტა, სამ მიმართულებას ითვალისწინებს: 1. ქრისტიანული კონფენსიების გაერთიანებას; 2. არაქრისტიანული რელიგიების ინტეგრაციულ პროცესებსა და 3. ქრისტიანული ეკონუმენური ორგანიზაციების არაქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეთანხმებულ მოქმედებებს. უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ბუდისტების მსოფლიო საძმო, მსოფლიო ისლამური კონგრესი, ალ–ახზარესთან (ქაიროში) არსებული ისლამური კვლევების ცენტრი და სხვა.

ქრისტიანული ეკუმენური მოძრაობა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების (კონფესიების) დაახლოებასა და გაერთიანებას. ტერმინი "ეკუმენიზმი" ხმარებაში შემოვიდა 1937 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის თეოლოგიური სემინარიის თეოლოგების მიერ. ქრისტიანობაში ეკუმენისტური პროცესების კოორდინატორია მსოფლიო საეკლესიო საბჭო, რომელიც 1948 წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური და სხვ. კონფესიების უმრავლესობა. მოძრაობაში წამყვანი როლი პროტესტანტულ ორგანიზაციებს უკავიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]