ლობიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლობიანი

ლობიანი – ქართული კერძი. მზადდება ცომისა და ლობიოს მასისგან.

საქართველოში არსებობს ლობიანის ბარბარობის დღესასწაულზე მირთმევის ტრადიცია.

ინგრედიენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომზადების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცომი მზადდება ისვე როგორც იმერული ხაჭაპურის, ოღონდ ლობიანის შემთხვევაში ცომი საჭიროებს უფრო მეტ მოზელვას. ლობიო გადაარჩიეთ, გარეცხეთ და დადგით მოსახარშად. როგორც კი ლობიო დარბილდება დაამატეთ ხახვის მთლიანი თავი და უცხო სუნელი. ლობიოს მოხარშვის შემდეგ გადაწურეთ, გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და დაამატეთ მარილი, შავი პილპილი გემოვნებით და ზეთი. ლობიოს გაცივებისთანავე შეგიძლიათ შეუდგეთ მის შეხვევას. შემდეგ ლობიანი გააბრტყელეთ მოათავსეთ ის ღუმელის გაცხელებულ ტაფაზე და გამოაცხეთ 220 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში. ბოლოს ლობიანს ზევიდან გადაუსვუთ კარაქი (ცხიმი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]