შინაარსზე გადასვლა

კუბდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუბდარი

კუბდარი – კუბდარი ტრადიციული სვანური ღვეზელი, რომელიც ხორცით მზადდება.

მოზილეთ საფუარიანი ცომი. ორიგინალურ რეცეპტში გამოიყენება საფუარიანი ცომი ცხიმის და რძის გარეშე, ანუ მოზელილი წყალზე და საფუარზე. ხოლო რძე და კარაქი ხდის უფრო ნაზს. ხაჭაპურის ცომისგან განსხვავებით, ცომი კუბდარისთვის უნდა იყოს მეტად გადაზელილი. შიგთავსისთვის დაკეპეთ საქონლის და ღორის ხორცი. დასაკეპად გამოიყენეთ მძიმე და კარგად გალესილი დანა. დაკეპილ ხორცს დაუმატეთ სუნელები, წვრილად დაკეპილი ხახვი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით. ნამდვილ ანუ სვანურ რეცეპტში, გამოიყენება სანელებელი გიცრული. გიცრულის უქონლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული რეცეპტი. დაკეპილი ხორცი მოათავსეთ გაბრტყელებულ ცომში და შეახვიეთ ის. კუბდარი გააპრტყელეთ და მოათავსეთ ღუმელში 180-200 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ კუბდარს წაუსვით კარაქი ან ერბო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]