ყანწი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყანწები

ყანწი-ღვინისა და არყის სასმელი რქა. მზადდება ჯიხვის, ხარის, კამეჩის, გარეული თხისა და სხვა ცხოველების რქისაგან. რქას გამოხარშავენ, გაასუფთავებენ და გათლიან, შემდეგ მოჭედავენ ან მოაჩუქურთმებენ. ყანწს სასმისად იყენებენ ქორწილებსა და ნათლობა-დღესასწაულებზე, განსაკუთრებით პოპულარულია აღმოსავლეთ საქართველოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. გასიტაშვილი , ქსე, ტ. 10, გვ. 622, თბ., 1986