რთველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რთველი — ყურძნის მასობრივი კრეფა. ტარდება სრული ან ტექნიკური სიმწიფის დროს. რთველის დაწყებამდე ყოველ 5 დღეში საზღვრავენ ყურძნის შაქრიანობასა და მჟავიანობას. სუფრის ღვინის დასამზადებლად ყურძნის შაქრიანობა უნდა იყოს 17—22%, მჟავიანობა 6-7 გ/ლ, შამპანიური ღვინისათვის, შესაბამისად, — 16—19%, 7—10 გ/ლ, ტკბილი სადესერტო ღვინისათვის 25—27%, 5—6 გ/ლ, სუფრის ყურძნისა — 14—19%, 8 გ/ლ და ა. შ. ყურძენს კრეფენ მშრალ ამინდში ვაზის მაკრატლით ან დანით, არსებობს ყურძნის საკრეფი მანქანაც.

სართველო დღესასწაული საქართველოში, რომელიც ხშირად მუსიკისა და სხვადასხვა სამხიარულო ღონისძიებების თანხლებით მიმდინარეობს. აღმოსავლეთ საქართველოში რთველი იწყება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან, დასავლეთ საქართველოში — ოქტომბრის შუა რიცხვებში.

საქართველოში, სადაც ღვინოს უდიდესი დანიშნულება აქვს, რთველის ტრადიცია ჯერ კიდევ უძველეს ხანაში იღებს სათავეს და უკავშირდება შუა შემოდგომის დოვლათს. რთველი რამდენიმე საათს გრძელდება — ტრადიციულად, ადამიანები დილით ადრე იწყებენ მუშაობას და დღეს მეღვინეობასთან დაკავშრებული ხალხური სიმღერებითა და სუფრით ასრულებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]