მხალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფხალი)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მხალი[1] — ბოსტნეული ან მინდვრის მწვანილი, რომლის ფოთლებს ხარშავენ საჭმელად. აგრეთვე ასეთი ბოსტნეულის ან მინდვრის მწვანილისგან დამზადებული საჭმელი.

მხალეული კულტურებია, საჭმელად ვარგისი ისეთი ბალახ-ბაღჩეულობა, როგორიცაა ისპანახი, კეჟერა, ეკალა, ჭარხალი, ჭინჭარი, სატაცური, ღვალო, მჟაუნა, ჯიჯილაყა, დანდური, არჯაკელი და ა.შ. შეჭამანდი მათი მოთუშვა-მოხარშვით და შესაბამისი სანელებლებითა და მწვანილეულით შეკმაზვით მზადდება. გავრცელებულია ასევე მხლის შეჭამანდის პურში ჩართვა (მხლოვანები), მხლოვან კულტურებს ახმობენ საზამთროდ გალებად დაწნულს, იყენებენ სამკურნალოდ.

ხევში მას ხიმხალს, თუშეთში საწებელს, ხოლო იმერეთში ფხალს უწოდებენ. მხალეული განსაკუთრებით მარხვის პერიოდში მოიხმარებოდა. ბალახეულით კვება გავრცელებული იყო ბერ-მონაზვნობაში და მისი მიმდევრები „მძოვრებად“ მოიხსენებოდნენ. მხალი და მხალეული ომიანობისა და მოუსავლიანობის დროს ძირითადი საკვების შემცვლელს წარმოადგენდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი / ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი;, თბ.: „მერიდიანი“, 2011. — 610 გვ., ISBN 978-9941-10-489-3.