ულუმბო
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან უცხო სუნელი)
ულუმბო | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Trigonella coerulea | ||||||||||||||
|
ულუმბო, უცხო სუნელი (ლათ. Trigonella caerulea) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა.
აქვს სწორმდგომი, განტოტვილი ღერო, სამფოთოლაკიანი ფოთოლი, სფეროსებრი მტევანი ყვავილედი, ცისფერი ან ღია ლურჯი ყვავილი. ნაყოფი პარკია.
ულუმბო გვხვდება სარეველა მცენარედ, ხშირად მოჰყავთ ბოსტნებშიც. მის გამხმარ ნაყოფს სხვადასხვა კერძის საკაზმ-სანელებლად იყენებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რობაქიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 140-141.