ფელამუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფელამუში – ქართული ტრადიციული ტკბილეული.

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი ჩავასხათ დიდ ქვაბში და ავადუღოთ. დუღილის დროს მოყენებული ქაფი მაშინვე მოვხადოთ და ვადუღოთ, სანამ ტკბილი არ შეწითლდება და არ განახევრდება (სანამ არ მობადაგდება). ბადაგი გადმოვდგათ ცეცხლიდან. მეორე დღეს გავწუროთ საცერში, დავდგათ ცეცხლზე და როდესაც შეთბება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ნელ-ნელა ჩავყაროთ წმინდად გაცრილი პურის ფქვილი (ან სიმინდის), თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ დამოკლდეს. როდესაც ფქვილს სულ ჩავყრით და კარგად გავხსნით, შევდგათ ისევ ცეცხლზე, ნელ-ნელა ვადუღოთ და თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ ძირზე არ მიიწვას. ცოტა რომ შესქელდება, კიდევ კარგად დავზილოთ; როდესაც მის ზედაპირზე გაჩნდება თეთრი ბუშტუკები, ფელამუში მზად იქნება.

ასეთი ფელამუშით შეიძლება გაკეთდეს ჩურჩხელა.

მასალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყურძნის წვენი – 1 ლიტრი
  • ფქვილი – 1.5 ჩაის ჭიქა