შინაარსზე გადასვლა

შოთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთი
ტიპი პური
წარმოშობის ადგილი საქართველო
რეგიონი დასავლეთი აზია, კავკასია, აღმოსავლეთი ევროპა
მთავარი
ინგრედიენტები
ფქვილი

შოთი — ქართული თონის პურის სახეობა, გრძელი და რკალისებური ფორმის. აქვს სქელი ყუა, თხელი პირი და წაწვეტებული ბოლო. განსაკუთრებით გრძელი და მოხრილი ხმლისებური შოთები იციან კახეთში, ქართლში კი შედარებით მოკლე შოთებს აცხობენ. სახელწოდება „შოთი“ წარმართულ ღვთაებასთან, მთვარესთან უნდა იყოს დაკავშირებული. ძველ საისტორიო წყაროებში საწირველად პურიცაა დასახელებული, ამასთან, ყოფითმა ტრადიციამ შემოინახა ხორბლის ზედაშეები, რისგანაც სარიტუალო პურებს აცხობდნენ. შოთი დღესაც განსაკუთრებით სადღესასწაულო დანიშნულებით გამოიყენება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შოთი&oldid=4623767“-დან