მუკუზანი (ღვინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მუკუზანიკახეთის მხარეში, მუკუზანში მოყვანილი საფერავისგან დამზადებული ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირე­ბადი უმაღლესი ხარისხის წითელი მშრალი ღვინო. მუკუზანი ძველდება მუხის კასრში სულ ცოტა 3 წელი, მაშინ როცა ქინძმარაული ორი წელი, ხოლო საფერავი მხოლოდ ერთი.

მუკუზანი გამოირჩევა მუქი წითელი ფერით, სურნელში იგრძნობა მუხისა და კენკროვანის ტონები. მუკუზანს უხდება ტრადიციული ქართული ტკბილეული და შემწვარი ხორცის კერძები.

ალკოჰოლის შემცველობა უნდა იყოს 10,5-12,5% და ტიტრული მჟავიანობა 6,0-7,0%. მუკუზანი იწარმოება 1888 წლიდან.

მუკუზანი მიიჩნევა საფერავისგან ნაწარმოებ საუკეთესო მშრალ ღვინოდ. აქვს მრავალი საერთაშორისო მედალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]