ტყემლის საწებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Tqemali of Georgian Cuisine.jpg

ტყემლის საწებელი — ტრადიციული ქართული სანელებლებით დამზადებული სოუსი. ამზადებენ ტყემლის (Prunus divaricata) ნაყოფისგან, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში. ტყემლის გარდა, საწებელის ძირითადი ინგრედიენტებია: ქინძი (ყვავილი და თესლი), ცერეცო (ყვავილი და თესლი), ნიორი, წყალი, ხმელი სუნელები: ქინძი, ცერეცო, ომბალო, წითელი წიწაკა, მარილი.[1]

დამზადების პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადარჩეულ და გარეცხილ ტყემალს დიდ ქვაბში ათავსებენ, წყლით დაფარავენ და ადუღებენ. დუღილისას უმატებენ ქინძსა და ცერეცოს ტოტებს. შემდეგ, მიღებულ მასას აგრილებენ და საწურზე ხეხავენ კურკების მოსაცლელად. უმატებენ დანარჩენ სანელებლებს და ნარევს ხელახლა ადუღებენ 20 წუთის განმავლობაში. ტყემლის საწებელს ინახავენ თავდახურულ მინის ბოთლებში ან ქილებში მშრალ, გრილ ადგილას. რეგიონებშ არსებობს ამ რეცეპტის ვარიაციები: ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა მწვანილებთან ერთად, ხმელ ქონდარს ამატებენ, სხვა შემთხვევაში შინდის, ღოღნოშოს (Prunus insititia) და მაყვლის საწებელსბერთად ამზადებენ. ზოგჯერ, გამდიდრებული წითელი ტყემლის საწებელის მოსამზადებლად, ტყემლისა და ღოღნოშოს ნარევს (50/50) იყენებენ. საწებლის მომზადება შესაძლებელია მწვანე, მკვახე ტყემლისგანაც. იმის მიხედვით, თუ ტყემლის რომელი ჯიშისგან მზადდება, საწებელი შეიძლება სხვადასხვა ფერის იყოს — წითელი, ყვითელი, მწვანე, მეწამული.[1]

გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ხშირად ამზადებენ ე.წ. „ახალ“ ტყემალს.

საწებელი მდიდარია ნუტრიელემენტებით: ორგანული მჟავებით, შაქრებით, ჰიდროკარბონატებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით, პოლიფენოლებით, პექტინებითა და ვიტამინებით С, B1, B2, РР, E.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 საქართველოს ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული სასურსათო პროდუქტების ატლასი, რომი, 2019, გვ. 74.