დენდრიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიპური ნეირონის სტრუქტურა
დენდრიტი

დენდრიტი (ბერძ. δένδρον (dendron) — „ხე“) — ნეირონის განტოტვილი ნაწილი, რომელიც ქიმიური (ან ელექტრული) სინაფსების გავლით იღებს ინფორმაციას სხვა ნეირონების აქსონებისგან (ან დენდრიტებისა და სომებისგან) და ელექტრული სიგნალის სახით გადასცემს მას ნეირონის სხეულს (პერიკარიონს), რომლიდანაც თვითონაა გამოზრდილი. ტერმინი „დენდრიტი“ 1889 წელს შემოიღო შვეიცარიელმა მეცნიერმა ვილჰელმ ჰისმა[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fiala, J.C., Harris, K.M., Dendrite Structure // Dendrites / G. Stuart, N. Spruston, M. Häusser (eds.), Oxford: Oxford Press, 1999. — 1-34 გვ, ISBN ISBN 0-19-856656-5 Invalid ISBN.