აბას II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბას II, (დ. 1633 — გ. 1666) — ირანის შაჰი (1642-1666) სეფიანთა დინასტიისა. სეფი I-ის ძე, აბას I-ის შვილიშვილი.

1649 დიდ მოგოლთაგან დაიბრუნა ყანდაარი. ხელი შეუწყო რუსეთსა და ევროპის ქვეყნებთან ირანის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას. ცდილობდა განეხორციელებინა აბას I-ის დამპყრობლური გეგმები კახეთის მიმართ, რამაც გამოიწვია სახალხო აჯანყება კახეთში (კახეთის აჯანყება 1659). აბას II-ის დროს ირანის პოლიტიკური და კულტურულ სარბიელზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა: სპასალარი როსტომ-ხან სააკაძე, მარვის მმართველი ასლან-ხანი, დერუნის ოლქის (ხორასანი) მმართველი ქაიხოსრო-ხანი (როსტომ-ხან სააკაძის დისშვილი), ადამ ანდრონიკაშვილი, ისპაანის ტარუღა ხოსრო-მირზა (1618-1632; 1632-1658 წწ.), ტარუღას ნაიბები: ფარსადან გორგიჯანიძე, პაატა-ბეგ გურჯი და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ფუთურიძე ვ., ქართველი მოღვაწენი ირანის კულტურულ ასპარეზზე, «ანალები», 1947, ტ. 1;
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აბას_II&oldid=2542932“-დან