დათუნა ბატონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეიმურაზ პირველის ვაჟი დავით ბატონიშვილი

დათუნა ბატონიშვილი (დ. 1617 — გ. 1648) — თეიმურაზ I-ის ვაჟი. ერეკლე I-ის მამა. ითვლებოდა მამაც მეომრად. ცოლად ჰყავდა კათალიკოს ევდემოზ დიასამიძის ძმისწული — ელენე დიასამიძე.

დათუნას მამამ, კახეთის მეფე თეიმურაზმა 1631 წელს ქართლის სამეფო მიიერთა. დათუნა ფორმალურად ითვლებოდა ქართლის მეფედ, როგორც დედის მხრიდან ქართლის ბაგრატიონთა შთამომავალი. დაიღუპა 1648 წელს თეიმურაზსა და როსტომ-ხანის ჯარებს შორის გამართულ ბრძოლაში. გადამწყვეტი ბრძოლის წინ, სომეხი ისტორიკოსის ზაქარია ქანაქერცის თქმით, დათუნა ბატონიშვილმა „დაინდო სიბერე თავისი მამისა“, ნება არ მისცა საომრად აღჭურვილიყო და ბრძოლის ველზე გასულიყო. თეიმურაზის მემკვიდრე ბრძოლაში დაიღუპა. დარჩა სამი ვაჟიშვილი: ლუარსაბი, ერეკლე და გიორგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თამაზ ნატროშვილი, დათუნა ბატონიშვილი, „კვირის პალიტრა“, № 2, 2000, გვ. 26