გვერძინეთის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვერძინეთის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთში, მდინარე ძამის მარცხენა ნაპირზე, სოფლის წყაროსთან. ეკუთვნოდა გიორგი ქოქოშვილს. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. ერთსართულიანი ხის საცხოვრებელი სახლი (10 X 6 მ) აღმართულია ქვის საძირკველზე. ქუჩის მხარეს აივანია, რომელზედაც ვხვდებით ექვსსაფეხურიანი ქვის კიბით. აივნის მოაჯირი და ხის სვეტებს შორის თაღები ფივროს ჭვირულო ორნამენტით აროს შემკული. ერთი გრძელი ოთახიდან აივანზე გამოდის ერთი კარი და ერთი სარკმელი. ოთახის უკანა კედელში ეზოში გასასვლელი კარია. ერთი სარკმელი გვერდით კედელშიც არის გაჭრილი. ხის ნივნივებიანი, ორფერდა სახურავი თავდაპირველად ყავრით იყო გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]