გვერძინეთის მეორე კოშკი
გვერძინეთის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთის დასავლეთით, მდინარე ძამის დასავლეთ ნაწილზე. თარიღდება XVI საუკუნით. კოშკი იცავდა გზას, იგი პირამიდულია. დამწვარი კოჭების და გაწითლებული შიდა კედლების ნაშთები მოწმობს რომ კოშკი ხანძარმა დააზიანა. გადარჩენილია სამი სართული. შესასვლელი მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი. პირველი სართული ყრუკედლებიანი დამხმარე სათავსია, მეორე სართულის ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში და სანახევროდ დანგრეულ მესამე სართულის სამ კედელში თითო სათოფურებია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზაქარია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 363.