ბარდა ფოკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარდა ფოკა (მრავალმნიშვნელოვანი).
ბარდა ფოკასა და ბარდა სკლიაროსის ბრძოლა

ბარდა ფოკა (ბერძ. Βάρδας Φωκᾶς; დ. უცნობია — გ. 13 აპრილი, 989) — ბიზანტიის მხედართმთავარი, კაპადოკიელი დიდგვაროვანი, იმპერატორ ნიკიფორე II-ის ძმისშვილი. 970 წელს აჯანყდა იმპერატორ იოანე I ციმისხის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და გადაასახლეს. 978 წელს იმპერატორმა ბასილი II-მ გადასახლებიდან გამოიწვია და ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობა დაავალა. ფოკა ბარდას დამხმარედ მოუვიდა დავით კურაპალატის ჯარი, რომლის მეშვეობით მან სძლია სკლიაროსს. ბასილი II უნდობლად უყურებდა ფოკა ბარდას და არ აწინაურებდა. 987 წელს ფოკა ბარდა პროვინციული არისტოკრატიის მხარდაჭერით აჯანყდა და თავი იმპერატორად გამოაცხადა. აჯანყებამ ფართო ხასიათი მიიღო და მთელი მცირე აზია მოიცვა. ამჯერად ფოკა ბარდას დავით კურაპალატიც მიემხრო. აჯანყებულები შეეცადნენ კონსტანტინოპოლის ალყაში მოქცევას. ბასილი II-მ სძლია აჯანყებულებს 989 წლის 13 აპრილს აბიდოსთან. ფოკა ბარდა ბრძოლაში დაიღუპა, როგორც ვარაუდობენ, მოსყიდულმა მსახურმა მოწამლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]